საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით (№1-4334/23; 27.03.2023)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2428/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2428/24 22-02-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (№1-4334/23; 27.03.2023). შესაბამისად გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების დასკვნები. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2406/24 22-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშზე“ (№1-4334/23; 27.03.2023) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 თებერვლის სხდომაზე განიხილა და დადებითად შეაფასა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (№1-4334/23; 27.03.2023). კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-11487/23 12-07-2023 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად ინტერესების არსებული საზოგადოებრივი მომხმარებელთა დამცველის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მომხმარებელთა ინტერესების არსებული საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშზე (N 1-4334/23; 27.03.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 22 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში. სამსახურისთვის მომართვის საშუალებების სტატისტიკური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: სულ შემოვიდა 1227 განცხადება/საჩივარი, აქედან მატერიალური/ელექტრონული ფორმით 431, სატელეფონო - 748, სოციალური ქსელი - 48. განცხადება/საჩივრების სახეების სტატისტიკური თანაფარდობა ამგვარია: ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურება - 53; მობილური სატელეფონო თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კავშირით მომსახურება - 178; ინტერნეტით მომსახურება - 606; მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება - 428; სხვა - 213. რაც შეეხება განცხადება/საჩივრების თემატიკას: ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები - 375; უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება - 216; სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილება - 188; სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნება ან/და დაუკმაყოფილებლობა - 131; მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და სადავო დავალიანება - 62; მომხმარებლის არასათანადო ინფორმირება - 39; საანძო მეურნეობა / საშიში რადიაციული დასხივება - 13; სააბონენტო ნომრის გასხვისება - 10; სპამი - 9; სხვა - 202. სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მაჩვენებელი ასეთია: ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია - 11; ინდივიდუალური ხასიათის რეკომენდაცია - 405; მონიტორინგის ფარგლებში 438 კომპანიის მიმართ გაიცა რეკომენდაცია; კონსულტაცია - 796. გასული წლების მსგავსად, სამსახური საანგარიშო პერიოდში კვლავ ინარჩუნებს მომართვიანობის მზარდ დინამიკას. თუკი 2018 წელს სამსახურში შემოვიდა 413 განცხადება/საჩივარი, 2019 წელს - 714 განცხადება/საჩივარი, 2020 წელს - 822 განცხადება/საჩივარი, 2021 წელს - 971 განცხადება/საჩივარი, 2022 წელს მომართვიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 1227 განცხადება/საჩივარი. რაც შეეხება განხილული საჩივრების შედეგების მაჩვენებელს, აქაც შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა წინა წელთან შედარებით და 2022 წელს სრულად დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა გაზრდილია 33%-ით, რაც შეადგენს დადებითი შედეგით დასრულებულ 1069 განცხადება/საჩივარს. აქვე დადებით კონტექსტში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საანგარიშო პერიოდში შემცირებულია დაუკმაყოფილებელი განცხადება/საჩივრების მაჩვენებელი. თითქმის 40%-იანი კლება ფიქსირდება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და მათი რაოდენობა 56 განცხადება/საჩივარს შეადგენს. სამსახურში შემოსული განცხადება/საჩივრების თემატიკის მაჩვენებელთან მიმართებაში, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში კვლავ პირველ ადგილზეა - ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით შემოსული განცხადება/საჩივრები. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, სამსახურის მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალში, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რა დროსაც მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ მომხმარებლამდე ნათლად და მკაფიოდ იქნეს მიტანილი ინფორმაცია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიუღებლობისა და მასზე სამართლებრივი რეაგირებს აუცილებლობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალური იყო სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებული მომხმარებელთა უფლებების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულების შესახებ, მომხმარებლის შესაბამისი ცოდნით აღჭურვა და ინფორმირება. კომუნიკაციების ომბუდსმენი უზრუნველყოფს მომხმარებლის შესაძლებლობას, სატელეკომუნიკაციო სივრცეში „დიდ კომპანიებთან“ ურთიერთობის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნეს, როგორც თანაბარუფლებიანი მოთამაშე/მონაწილე. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია, მომხმარებელი უზრუნველყოფილი იყოს სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობით. ამ პროცესში კი თითოეულ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ინფორმაცია კომუნიკაციის სფეროში მისი უფლება-მოვალეობებისა ინტერესების და საზოგადოებრივი აღნიშნულ დამცველის დარგში მოქმედი სამსახურის მომხმარებელთა თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიმდინარე პროექტმა „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, ცხადყო პროექტის ეფექტურობა და მისი გაგრძელებისა და შემდგომი მხარდაჭერის მიზანშეწონილობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჩაატარა 105 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც საზოგადოებას მიეწოდებოდა ინფორმაცია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციების და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შესახებ, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებების და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების თაობაზე. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ინტერაქტიული რეჟიმი უზრუნველყოფდა მომხმარებლების შესაძლებლობას, დაეფიქსირებინათ თავიანთი პრობლემები და მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშნველოვან საკითხებზე. „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ პროექტის ფარგლებში სამსახურის სამოქმედო გეგმით სამიზნე ჯგუფებად განსაზღვრულ იქნა ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა მუნიციპალიტეტი, ოთხი თვითმმართველი ქალაქი, სამინისტროები და საქვეუწყებო დაწესებულებები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და რესურსცენტრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა დაინტერესებული პირები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სამსახურის სამონიტორინგო საქმიანობის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ განხორციელდა 197 ავტორიზებული პირის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტთან შესაბამისობის მონაცემების შესწავლა. უნდა შეინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული მონიტორინგი მოიცავდა მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ინტერნეტში ვებ-გვერდების შექმნის, ფუქნციონირების და მასზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შემოწმებას. კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და დადებითად შეაფასა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე