საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენციის (№07-2/361; 29.12.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2-2516/24
23-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის ბატონ ნიკოლოზ სამხარაძის (2-2461/24; 23-02-2024) წერილი, რომლითაც
ავტორი ითხოვს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“
გლობალური კონვენციის (№07-2/361; 29.12.2023) განხილვის ვადის გაგრძელებას 30 დღით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე
გთხოვთ, სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს ზემოაღნიშნული კონვენციის განხილვის
ვადა გაუგრძელოთ 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-2461/24
23-02-2024
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“
გლობალური კონვენციის თაობაზე (07-2/361/10, 29/12/2023) განხილვის ახალი ვადის
განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
2024 წლის 02 თებერვლის (N320/20)
გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა (სავალდებულო) კომიტეტს დაევალა
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“
გლობალური კონვენციის (07-2/361/10, 29/12/2023) განხილვა და დასკვნის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისთვის (წამყვანი)წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების
შესახებ“ გლობალური კონვენციის თაობაზე (07-2/361/10, 29/12/2023) განხილვის ახალი ვადის
განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge