„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/417/10; 21/02/2024) და მისგან გამომდინარე: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე, საქართველოს კანონის პროექტიდან „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/417/10; 21/02/2024) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე უფლებამოსილია საკუთარი
ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ
საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად
მიაჩნია.“;
2. 61 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
იმ
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით ან
კონკურსის გარეშე შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც
აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის
გასვლამდე არაუადრეს 14 კვირისა და არაუგვიანეს 12 კვირისა, ხოლო მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების
შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები
და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა
ვინაობას. იმავე პუნქტით გათვალისწინებული ყველა უწყებისა და
დაწესებულების მიერ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის საქართველოს
პრემიერ-მინისტრისთვის ცნობების შემდეგ ან საკონკურსო კომისიის წევრთა
წარდგენის ვადის გასვლიდან 7 დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს
საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისიის სხდომა
უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით
თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის
ვადაში ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი
1
საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო
კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. აღნიშნული
დებულება საჯაროდ ქვეყნდება.”;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო
კომისია სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას
და
მათ
წარუდგენს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს.
შერჩეული
კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად
უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა.“;
3. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს
პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“;
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის მიერ;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსი
მიენიჭა,
რისი
ერთ-ერთი
საფუძველიც
გახდა
ევროკავშირის
გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის
კომუნიკაციაში
ასახული
რეკომენდაცია.
კომუნიკაციით
საქართველოსთვის
ამასთანავე,
ერთ-ერთ
ევროკომისიის
პრიორიტეტულ
იმავე
ამოცანად
განისაზღვრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შემდგომი
ეფექტიანობის, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის
მიმართულებით შემდგომი ღონისძიებების გატარება.
კანონპროექტი ემსახურება სწორედ აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანის
შესრულებას
და
მიზნად
ისახავს
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ემსახურება ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციით
საქართველოსთვის
შესრულებას
და
განსაზღვრული
მიზნად
ისახავს
ერთ-ერთი
პრიორიტეტული
სპეციალური
საგამოძიებო
ამოცანის
სამსახურის
საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას.
1
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, კანონპროექტის თანახმად:
ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი
ინიციატივით
ნებისმიერ
დროს
გამოაქვეყნოს
სპეციალური
ანგარიში
იმ
საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად
მიაჩნია;
ბ) სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება „სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო
კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს;
გ) იზრდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
საგამოძიებო
სამსახურის
საკონკურსო
უფროსის
კომისიის
კანდიდატურის
მიერ
სპეციალური
შესარჩევი
კონკურსის
ჩატარების ვადები;
დ) განისაზღვრება რომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკონკურსო კომისია სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას
სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს;
ე) განისაზღვრება რომ საქართველოს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ თანხმობას
სრული შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს;
ვ)
იზრდება
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო
ქვემდებარეობა და განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120ე−124-ე,
126-ე,
1261,
137-ე−139-ე,
143-ე−144-ე
და
150-ე−1511 მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის
მიერ არის ჩადენილი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
2
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კანონის
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები, საჭიროების
შემთხვევაში, დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურისთვის
განსაზღვრული
არსებული
ასიგნებების
ავტონომიური
რესპუბლიკის
ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობა.
გაზრდილი
საგამოძიებო
ქვემდებარეობიდან
გამომდინარე
შესაძლოა გაიზარდოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხარჯები, რაც
3
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტით
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში დაიფარება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
4
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ
სამუშაო
შეხვედრებში
მონაწილე
საპარლამენტო
სუბიექტების,
შესაბამისი
სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
5
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
6