საქართველოს მოქალაქე გურამ კონტუაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412402760329
23.02.2024
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკანონმდებლო წინადადების წარდგენა
შინაარსი: უპირველესად მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ გახლავართ ადვოკატი სიითი
6112 გურამ კონტუაძე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად
წარმოგიდგენთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების
პროექტს. ამასთანავე ვუთითებ, რომ აღნიშნული ცვლილებით აღმოფხვრილი იქნება 16
წლიანი საკანონმდებლო ხარვეზი და ჰარმონიაში მოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
232.1. მუხლი იმავე კოდექსის 201 მუხლთან. პატივისცემით ადვოკატი სიითი 6112 გურამ
კონტუაძე წინამდებარე წერილს თან ახლავს დანართად: დანართი 1 - კანონპროექტის
ვერსია ვორდი -1 ფურცელი; დანართი 2 - კანონპროექტის ვერსია ვორდი -1 ფურცელი;
დანართი 3 - განმარტებითი ბარათი - 2 ფურცელი;
დოკუმენტები:
1 ) დანართი 1 - კანონპროექტის ვერსია ვორდი -1 ფურცელი;.docx;
2 ) დანართი 2 - კანონპროექტის ვერსია ვორდი -1 ფურცელი;.pdf;
3 ) დანართი 3 - განმარტებითი ბარათი - 2 ფურცელი;.pdf;
პატივისცემით,
გურამ კონტუაძე
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა:
დანართი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავას კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანი გასწორდეს არსებული უზუსტობა სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში, რომელიც დღევანდელ დღეს არსებობს როგორც გამოწვევა. სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის მიზანია, რომ ზუსტად განსაზღვროს როგორც მოსარჩელეს ასევე
მოპასუხის უფლებები და ვალდებულებები. ერთის მხრივ სამოქალაქო საპროცესო
კოდექსი განსაზღვრავს როგორც მხარეთა უფლებებს მეორეს მხრივ ეს უფლებები თუ
მოვალეობა/მოვალეობები
კანონმდებლის
მხრიდან
უნდა იყოს ზუსტად
ფორმულირები ყოველგვარი საკანონმდებლო ხარვეზებისგან თუ სამართლებრივი
შეცდომებისგან აღმოფხვრილი, რათა მხარე რომელიც არ იყენებს ამა თუ იმ უფლებას
არ იქნეს „სანქცირებული“ თვითონ კანონის მხრიდან.
წინამდებარე შემთხვევაში საკანონმდებლო ხარვეზთან გვაქვს საქმე, რადგანაც
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232.1. მუხლი უთითებს, რომ „მოპასუხის მიერ ამ
კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში
პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო
მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი
გადაწყვეტილება“ თუმცაღა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ მოიძებნება „201-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი“;
მიუხედავად აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის/შეცდომისა მართალია
სამოქალაქო სასამართლოები დაუსწრებელ გადაწყვეტილებას/გადაწყვეტილებებს
იღებენ ჩვეულ რეჟიმში, თუმცაღა მუხლი რომლითაც ხორციელდება პირის
„დაუსწრებელი გადაწყევტილებით“ სანქცირება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ
მოიძებნება“;
ა.ა.ბ.) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა
გამოწვეულია თვითონ კანონის ხარვეზით, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ
სასამართლო გადაწყვეტილება ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მუხლი რომელიც
არ არსებობს შეუძლებელია არსებობდეს საკანონმდებლო სივრცეში, ამასთანავე
აღნიშნული ცვლილება გაასწორებს/გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას და
უზრუნველყოფს კანონის გამართულობას;
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამოქალაქო სასამართლოებისათვის (მათ
შორის პირველი ინსტანციის, აპელაციის თუ საკასაციო სასამართლო) მნიშვნელოვანი
იქნება,
რომ
დაუსწრებელი
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
ან
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტში არსებობდეს გამართული
კანონი, რომელიც არ დატოვებს კითხვის ნიშნებს მათ შორის იმ პირის მიმართ,
რომლის მიმართაც იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება „არარსებული
მუხლის ფარგლებში“;
ა.ა.გ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
არსებული
ხარვეზის
და
ნაკლოვანების
გამოსწორება
და
სამოქალაქო
კანონმდებლობის მიმართულებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სრულყოფა,
რაც მდგომარეობს არსებული ხარვეზის გასწორებაში;
ამასთანავე საგულისხმოა, რომ არ იცვლება მუხლის არც შინაარსობრივი მხარე და არც
ახალი უფლებები თუ ვალდებულებები ემატება არსებულ უფლებებს, შესაბამისად
საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა არ იქნება მოსალოდნელი არსებულ
სამართლებრივ რეალობაზე;
ა.ა.დ.) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 232.1. მუხლი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით,
შესაბამისად გასწორდება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ ამოღებულ
იქნა მუხლის ცვლილების შედეგად არარსებულ მუხლზე მითითება.
„ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში
პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო
მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი
გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში
მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;
წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ
მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების
შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო
მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო
მოთხოვნასთან დაკავშირებით“;
ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
ბ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
ბ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
ბ.გ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე;
ბ.დ.) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის / ვერ მოახდენს;
გ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება:
გ.ა.) კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი
თანხების გამოყოფას.
გ.ბ.)კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
დ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს
ხელშეკრულებებთან:
დ.ა.)
კანონპროექტის
მიღება
არ
ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
დანართი
პროექტი
საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ
1 მუხლი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47- 48,
31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
2. მუხლი: 232.1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში
პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო
მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი
გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში
მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;
წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ
მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების
შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო
მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო
მოთხოვნასთან დაკავშირებით“
3. მუხლი:
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი