თემატური მოკვლევა: „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 98
შენიშვნა ცნობად იქნა მიღებული.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2706?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
26 თებერვალი 2024 11:00
2024 წლის 26 თებერვალი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2022 წლის 30
მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს
შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ N1
ცვლილების წერილშეთანხმება“ (07-2/362; 29.12.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2.
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
რომან
გოცირიძის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
და
„მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა
და
მათი
განვითარების
შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/395; 28.11.2023) განხილვა
პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
3. თემატური მოკვლევის: „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და
გაუმჯობესების შესაძლებლობები“ ანგარიში;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
2/26/2024, 3:02 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2706?local=true
კომიტეტის თავმჯდომარე;
4. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
2/26/2024, 3:02 PM
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N98
2024 წელი, 26 თებერვალი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, ოთახი N239)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, მარიამ ლაშხი, სალომე
ჯინჯოლავა (რამინა ბერაძის ადგილმონაცვლე), გენრიეტა წიწავა, ბექა დავითულიანი,
ვლადიმერ კახაძე, გიორგი სოსიაშვილი, დავით ზილფიმიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი,
როსტომ ჩხეიძე.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
რომან გოცირიძე - პარლამენტის წევრი;
გივი ჯაფარიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტი;
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2022 წლის 30
მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს
შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ №1
ცვლილების წერილშეთანხმება“ (№07-2/362; 29.12.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,,საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/395; 28.11.2023) განხილვა
პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
3. თემატური მოკვლევის: "მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და
გაუმჯობესების შესაძლებლობები" ანგარიში;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
4. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა „2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების
(საქართველოს
ადამიანური
კაპიტალის
პროგრამა)“
№1
ცვლილების
წერილშეთანხმება“ (№07-2/362; 29.12.2023). მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და
განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში გათვალისწინებული
რეფორმების გასატარებლად დადგენილი ვადების ერთი წლით გახანგრძლივებას.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა ითხოვა დაზუსტება იმის შესახებ, თუ რით იყო
განპირობებული წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ვადების გახანგრძლივება.
ნოდარ
პაპუკაშვილმა
განაცხადა,
რომ
ვადის
გახანგრძლივება
გამომდინარეობს
მიმდინარე პროცესებიდან და აღნიშნული მოიცავს როგორც ზოგადი განათლების, ისე
უმაღლესი განათლების საფეხურზე განსახორციელებელ ცვლილებებს. კერძოდ,
განსაზღვრულია ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა, რომლის
შემდეგი საფეხური დაფინანსების ახალი მოდელის სკოლებში იმპლემენტაციაა. ამას
გარდა, დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი რეგულაციის
შემუშავება, რომელიც უკავშირდება ჩარიცხვის წესში ცვლილებების განხორციელებას.
გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული საკითხები არის რეფორმირების პროცესში
და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, საჭიროა ვადების გახანგრძლივება 1 წლით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2022
წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ №1
ცვლილების წერილშეთანხმებას“ (№07-2/362; 29.12.2023).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს
პარლამენტის
წევრმა,
რომან
გოცირიძემ
კომიტეტის
წევრებს
განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონების პროექტები: ,,საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/395; 28.11.2023).
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საუბრის დაწყება
ქვეყანაში მეცნიერების მომავლის შესახებ, თუ როგორი მეცნიერება უნდა არსებობდეს,
საიდან უნდა ფინანსდებოდეს ეს დარგი, როგორი უნდა იყოს მასში ბიზნესისა და
სახელმწიფოს ჩართულობა და რომელია მეცნიერების ის დარგები, რომლის წინ
წამოწევაც შეუძლია ქვეყანას. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მეცნიერებათა აკადემიის
სახელფასო პოლიტიკაც შესაცვლელია და არსებული სახელფასო ბიუჯეტი საჭიროებს
გაზრდას.
მომხსენებლის განცხადებით შესაცვლელია დღეს არსებული ბიუროკრატიული სისტემა,
რადგან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს
ვერ ასრულებს. კანონპროექტის ინიციატორმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ კვლევაზეც,
რომელიც საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დახმარებით ჩატარდა და
ეხება
ევროპის
ქვეყნებში
არსებულ
მეცნიერებათა
აკადემიების
გამოცდილების
მიმოხილვას. რომან გოცირიძის თქმით, შესწავლილ იქნა თუ როგორი დაფინანსების
სისტემა მოქმედებს მეცნიერებათა აკადემიებში, ვის კონტროლქვეშაა აღნიშნული
უწყებები, რა სტრუქტურისაა და ა.შ.
ამას გარდა, რომან გოცირიძის განცხადებით, მათ აგრეთვე გამოითხოვეს ინფორმაცია
საქართველოს მთავრობისგან, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
მიერ
კანონით
განსაზღვრული
აქტივობების
შესახებ.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლიდან 2023 წლამდე აკადემიამ
საქართველოს მთავრობას გაუგზავნა წინადადებები და რეკომენდაციები, ამასთან,
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცალკეული
წევრები ეწევიან დამოუკიდებელ სამეცნიერო საქმიანობასაც, აქვეყნებენ წიგნებს,
აღნიშნული, კი, ტარდება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ განხორციელებულ
ღონისძიებებად, აქტივობებად.
მომხსენებლის განცხადებით კანონპროექტი 3 წლის განმავლობაში არ ითვალისწინებს
რადიკალურ ცვლილებებს, მეცნიერებათა აკადემიის დღევანდელ წევრებს ანაზღაურება
შეუნარჩუნდებათ სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, სამი წლის შემდეგ, 2027 წლიდან
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ხარჯები
გამოიყოფა
მიზნობრივი
პროგრამების
დასაფინანსებლად. აკადემია უნდა ეცადოს მიიღოს ფინანსები გრანტების სახით,
სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგად.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტმა, გივი ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში
აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არის მცდელობა აკადემია გადავიდეს
მილევად რეჟიმში. მან განაცხადა, რომ აკადემია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის
მრჩეველს მეცნიერების მიმართულებით რაც თავის მხრივ, გულისხმობს კოორდინაციას
ყველა სამეცნიერო ორგანიზაციას შორის, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, მათ
შორის არიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვლევითი
ცენტრები. გივი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ შექმნილი აქვთ საქართველოს სოფლის
მეურნეობის
განვითარების
სტრატეგია,
რომელიც
მიღებულია
დარგის
სახელმძღვანელოდ. გივი ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დაბალი ანაზღაურების
გამო, ნაკლები ინტერესი და სურვილია მეცნიერების მიმართულებით ახალი კადრების
ჩართვის. აგრეთვე, აკადემია თავისი საქმიანობის ფარგლებში იღებს გრანტებს, თუმცა,
აღნიშნული გრანტები არაა მეცნიერების განვითარებისთვის მიმართული, არამედ
მიზნობრივად
კონკრეტული
პროექტებისა
და
თემების
დაფინანსებისთვისაა
გამოყოფილი.
კომიტეტის აპარატის სპეციალისტმა, ოთარ ბეჟიტაშვილმა სხდომაზე დამსწრე პირებს
გააცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წერილობითი მოსაზრება
წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც რომან გოცირიძის მიერ
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით საბიუჯეტო დაფინანსების მოხსნა
გამოიწვევს აკადემიის მილევად რეჟიმში გადასვლას და დროთა განმავლობაში მის
ლიკვიდაციას.
სახელმწიფოსგან აკადემიას გადაცემული აქვს შენობა-ნაგებობა, რომელიც მდებარეობს
ქალაქის ცენტრში და არის ისტორიული ძეგლი რის გამოც ხსენებულ შენობაში მისი
ისტორიული და პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწორედ საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უნდა იყოს განთავსებული.
ბოლო 10 წლის განმავლობაში მეცნირებათა ეროვნულ აკადემიას ჩატარებული აქვს
არაერთი
ექსპერტული
შეფასება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
და
კვლევითი
დაწესებულებების სამეცნიერო მუშაობის ყოველთვიური ანგარიშების დაახლოებით 3727
პროექტზე, მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მთავრობასა და პარლამენტს მიაწოდა 36
რეკომენდაცია ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების
სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, გამოაქვეყნა 141 მონოგრაფია და კრებული
მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში.
აკადემიის წევრებისათვის სამეცნიერო სტატუსის შესაბამისი ანაზღაურების მიზანია
უზრუნველყოს აღიარებული მეცნიერის აკადემიური თავისუფლება, კანონპროექტის
მიღებამდე და მიღების შემდეგ განსხვავებული დაფინანსების დაწესება აკადემიის
წევრებისა
და
სტიპენდიანტებისათვის
აკადემიის
შესახებ
კანონში
უსაფუძვლოა.
ცვლილებების
შეტანის
მეცნიერებათა
თაობაზე
და
ეროვნული
მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი მათთვის მიუღებელია, რადგან ეწინააღმდეგება
ქვეყნის ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-5, მე-7 და მე-11 მუხლებს.
ოთარ ბეჟიტაშვილმა, ასევე, წარმოადგინა საქართველოს მთავრობის დასკვნა, რომლის
მიხედვით, ინიციატორის შემოთავაზებული რეგულირება გაანალიზებულ უნდა იქნეს
საქართველოს
კონსტიტუციით
დადგენილი
სტანდარტების
ჭრილში.
კერძოდ,
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი აწესებს სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერების
განვითარებაზე ზრუნვის პროაქტიულ ვალდებულებას, ხოლო საქართველოს
კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა
განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის შესახებ. ამ ორი მუხლის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ მეცნიერების
განვითარებაზე ზრუნვის სახელმწიფოს კონსტიტუციური ბოჭვა მის მიერ სათანადო
ფინანსური დანახარჯების გაწევასაც გულისხმობს და უმაღლესი სახელმწიფო
ორგანოების მხრიდან აღნიშნული მოვალეობის შესრულება არასაჯარო ფინანსური
წყაროებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი. სწორედ საქართველოს კონსტიტუციის
ზემოაღნიშნული მოთხოვნების რეალიზებას ემსახურება „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა
და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პრეამბულის თანახმად,
სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა, რაც
სათანადო წესით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიურ კანონშიც.
კომიტეტის
თავმჯდომარემ,
გივი
მიქანაძემ
თავის
გამოსვლაში
აღნიშნა,
რომ
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კონსულტაციას უწევს სრულად საქართველოს
მთავრობას და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციას. შესაბამისად მნიშვნელოვანი
იქნებოდა თუკი მომხსენებელი სრულად გამოითხოვდა ინფორმაციას დარგობრივი
სამინისტროებიდან, თუ რა წინადადებები იქნა მათთან წარდგენილი მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის მხრიდან. აგრეთვე, გივი მიქანაძის კითხვა ეხებოდა
წარმოდგენილი კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც გულისხმობს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიისათვის შენობის ჩამორთმევას. მისი აზრით, თავისი ისტორიიდან
გამომდინარე და იმაზე დაყრდნობით, რომ მეცნიერება წარმოადგენს მნიშვნელოვან
ნაწილს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში, იმ შენობაში ყოფნა, სადაც
დღესდღეობით
ლოგიკურია.
განთავსებულია
აკადემია
აბსოლუტურად
მიზანშეწონილი
და
კომიტეტის წევრმა, დავით ზილფიანმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი
აკნინებს სრულად მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის როლს. მნიშვნელოვანი იქნებოდა
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების
გაძლიერებაზე საუბარი სხვა ყველა ნაწილი, წარმოდგენილი, ინიციატივის მიხედვით არ
წარმოადგენს აკადემიის შესახებ კონსტრუქციულად მსჯელობის საგანს.
კომიტეტის
წევრმა,
გიორგი
სოსიაშვილმა
თავის
გამოსვლაში
განაცხადა,
რომ
წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერების ეროვნული აკადემიის
მილევად რეჟიმში გადაყვანასა და საბოლოოდ გაუქმებას. მან ითხოვა დაზუსტება იმის
შესახებ, იცნობდა თუ არა მომხსენებელი აკადემიის მიერ გაწეულ საქმიანობას, გიორგი
სოსიაშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 2027 წლიდან
აკადემიის აპარატის თანამშრომლებს შეუწყდებათ ანაზღაურება, შესაბამისად
მნიშვნელოვანია თუ რა ბედი ეწევა მათ. 2027 წლის 1 იანვრიდან, კანონპროექტის
მიხედვით, ახალ წევრებს არ ექნებათ ანაზღაურება, ეს კი, არათანაბარ პირობებში აყენებს
ძველ და ახალ წევრებს. გიორგი სოსიაშვილმა, აგრეთვე, ითხოვა დაზუსტება იმის შესახებ,
თუ
რა
სამეცნიერო
საზომებით
აფასებენ
მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
საქმიანობას მაშინ, როცა მას უფუნქციოს უწოდებენ.
კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო არაა მეცნიერებათა ეროვნული
აკადემია, შესაძლებელია ჩატარდეს მოსმენა, სადაც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
თანამშრომლები
საზოგადოების
წინაშე
წარმოადგენენ
აკადემიის
მიერ
გაწეულ
საქმიანობას. აღნიშნული მოსმენის მიზანი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება და
მეტად გააქტიურება იქნება.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კითხვა დასვა
შენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ შეიძლება ერთი შენობიდან მეორეში
გადასვლა ხელს უწყობდეს რაიმე სახის ინსტიტუტის განვითარებას, ასევე კანონში
ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ არ არის მიზანშეწონილი.
კომიტეტის წევრმა, ლადომ კახაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ძალიან დიდია ის
შრომა, რომელიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერაა გაწეული და მათი
მეცნიერული ნაშრომების გამოყენება ხდება
საერთაშორისო დონეზე. ლადო კახაძემ,
აგრეთვე, გამოთქვა ინიციატივა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტის პოზიციის დამატების
შესახებ.
რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა, ისევე
როგორც ცალკეული წევრების საქმიანობა შესწავლილ იქნა კანონპროექტების
მომზადების
ეტაპზე.
წევრთა
წარმართავს
უნივერსიტეტებში,
უმრავლესობა
საკუთარ
დამოუკიდებლად
სამეცნიერო
საქმიანობას
აკადემიისა.
შენობასთან
დაკავშირებით, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია აღნიშნული შენობა
გადაეცეს
კულტურის
სამინისტროს
და
აკადემიამ
სხვა
შენობაში
განაგრძოს
ფუნქციონირება. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით,
მოქმედ აკადემიკოსებს სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურება,
ხოლო ახალ მეცნიერებს, ვინც სისტემაში 3 წლის შემდეგ შევლენ, უნდა დახვდეთ ისეთი
ორგანიზაციული მოწყობა, რომელიც დაეფუძნება გრანტებს და საჭირო ხარჯების
მოძიება თავად აკადემიამ უნდა უზრუნველყოს. რომან გოცირიძემ წარმოადგინა
წინადადება - შეიქმნას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეფორმის კომისია,
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფარგლებში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი არ
დაუჭირეს
საქართველოს
ეროვნული
აკადემიის
კანონების
შესახებ’’
პროექტებს:
საქართველოს
,,საქართველოს
კანონში
მეცნიერებათა
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“ და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/395; 28.11.2023).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 0;
წინააღმდეგი: 9;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების
ახალი
წევრები
წარუდგინა.
უმაღლესი
განათლების,
ახალგაზრდულ
საქმეთა,
სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკონსულტაციო საბჭოებს დაემატათ ახალი
წევრები.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს
კომიტეტთან
არსებული
საკონსულტაციო
საბჭოების
განახლებულ
შემადგენლობას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა თემატური
მოკვლევა: "მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების
პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების
შესაძლებლობები".
თემატური მოკვლევის ძირითადი მიგნებები: აღნიშნული საკითხის დარეგულირების
პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი ფინანსთა სამინისტროს აკისრია, მასთან ერთად
პროცესებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თუმცა,
მომხსენებლის განცხადებით, საჭიროა მეტი კოორდინაცია უწყებებს შორის, რათა
გაიზარდოს ეფექტიანობა. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული მექანიზმის შექმნის,
საჭიროება დგას, რომელიც მაკოორდინირებელი რგოლი იქნება იმ უწყებებს შორის,
რომლებიც თავიანთი კომპეტენციის მიხედვით საქმიანობენ ზემოაღნიშნული თემის
გარშემო.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, მიგნებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი
რეკომენდაცია სწორედ ისაა, რომ მთავრობის დონეზე შეიქმნას გარკვეული მექანიზმი,
რომელიც კოორდინაციის ფუნქციას აიღებს თავის თავზე და შესაძლებელს გახდის, რომ
მუშაობა ამ საკითხებზე უფრო ეფექტიანი გახდეს.
თემატური მოკვლევის მიხედვით, ცნობიერების ამაღლების კუთხით განსაკუთრებული
აქცენტი
კეთდება
სკოლებზე,
გამომდინარე
იქიდან,
რომ
პედაგოგებს
აქვთ
ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდასთან პირდაპირი, უშუალო კომუნიკაცია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ლუდომანიის მიმართულებით პედაგოგებთან
მუშაობის გააქტიურებაა. აგრეთვე, თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ
გარდა
დედაქალაქისა,
სარეაბილიტაციო
პროგრამები
ხელმისაწვდომი
არ
არის
რეგიონულ დონეზე. ასევე, პრობლემურია სარეაბილიტაციო კურსის მაღალი ფასი.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომის წაყვანა სთხოვა
თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ჩაკვეტაძეს.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
თემატური მოკვლევის პროცესში ჩართულმა ექსპერტმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ
მნიშვნელოვანია,
როგორც
საკანონმდებლო
ცვლილებების
გატარება,
ასევე,
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
არაფორმალური
განათლების
ახალგაზრდული
ცენტრი
„მზიანი
სახლის“ წარმომადგენელმა, ნოდარ მამინეიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ
შესაძლებელია ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციის გამოყენება, რომელსაც მუდმივი
შეხება აქვს ახალგაზრდობასთან. ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციას აქვს დიდი
რესურსი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია აქტიურად, თუნდაც ლუდომანიის
წინააღმდეგ კამპანიისთვის.
წარმატებით მუშაობს.
აღნიშნული
ინსტიტუცია
ევროპის
ბევრ
ქვეყანაში
კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა
ჩაშლილი ყოფილიყო უფრო დეტალურად ის გადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც
გაწერდა შესაბამის აქტივობებს. აღნიშნული ხელს შეუწყობდა პროცესების წამართვას
მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნამდე.
ექსპერტის განცხადებით, აუცილებელია სასკოლო საზოგადოების სრულად ჩართვა
პროცესებში, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კუთხით, რათა საზოგადოებამ სრულად
გაიაზროს, რომ ეს არის დაავადება და საჭიროა დროული მოქმედებები, რათა
დამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელება განხორციელდეს. მისივე თქმით,
მარეგულირებელი ორგანიზაციის შიგნით, აუცილებელია არსებობდეს რგოლი რომელიც
გაუწევს კონტროლს რეაბილიტაციის პროცესს. ასევე, მნიშვნელოვანია არსებობდეს
ისეთი ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო დონეზე, იმ ქვეყნებთან,
რომელთაც აქვთ ამ კუთხით გამოცდილება.
ლია სირაძემ, საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის დამფუძნებელმა, თავის
გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებობს სკოლის ექიმების ჯგუფი, რომელთა პირდაპირი
ფუნქციაცაა სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანმრთელობის შესახებ განათლება
და
არსებობს კიდეც სკოლებში ექიმის საათი, რომელსაც აქტიურად იყენებენ სკოლის
ექიმები.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ცნობად
მიიღეს თემატური მოკვლევის: "მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და
გაუმჯობესების შესაძლებლობები" ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე