საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412402854232
27.02.2024
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება – სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის
თაობაზე, უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესში ცვლილების შეტანის
გზით
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, მოგახსენებთ
რომ არსებობს ასეთი საკანონმდებლო ნორმა: "თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი
ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი
არ არის, გაკოტრების მმართველი აღნიშნული ქონების რეალიზაციას ახორციელებს
აუქციონის გზით." (რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების
შესახებ საქართველოს კანონის 102.1 მუხლი, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.020190,
გამოქვეყნების წყარო, თარიღი: ვებგვერდი, 25/09/2020). /// ამავე კანონის 101.3 მუხლის
თანახმად, "3. გაკოტრების მმართველი ქონების რეალიზაციის ფორმის შერჩევის შესახებ
ანგარიშს აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით, მის რეალიზაციამდე არაუგვიანეს 10
დღისა. კრედიტორი უფლებამოსილია აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებიდან 7 დღის
ვადაში გაკოტრების მმართველს შესთავაზოს ქონების რეალიზაციის ალტერნატიული
ფორმა, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მოგებიანი იქნება. ქონების
რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი./// თუმცა,
ამ პრინციპებს კანონმდებელი არ იყენებს, გაკოტრებისას, პირველი რიგის
უზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციისას.
ამგვარი შემთხვევებისთვის, დადგენილია სხვა წესი, სახელწოდებით "მუხლი 105.
უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი" (იხ. აღნიშნული კანონის 105–ე
მუხლი). კერძოდ – პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია
გაკოტრების მმართველს მიმართოს უზრუნველყოფილი ქონების იპოთეკის/გირავნობის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზით რეალიზაციის მოთხოვნით. გაკოტრების
მმართველი უზრუნველყოფს აღნიშნული ქონების რეალიზაციას პირველი რიგის
იპოთეკარის/მოგირავნის მოთხოვნის შესაბამისად. ანუ, პირველი რიგის
უზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციისას, არ
ხდება იმის გათვალისწინება, რომ ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო
მეტი თანხის ამოღებაა მოსალოდნელი. წარმოვიდგინოთ, რომ: 1) უზრუნველყოფილი
კრედიტორი გასცემს 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს, ხოლო იპოთეკაში იდებს
უძრავ ქონებას, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5 მილიონ აშშ დოლარს. 2)
მსესხებელთან ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკის საგნის
რეალიზაცია ხდება, პირველ აუქციონზე – სესხის ოდენობის ფარგლებში, ანუ – 2 მილიონად,
მეორე აუქციონზე – პირველი აუქციონის ფასის ნახევარში (1 მილიონად), ხოლო მესამე
აუქციონზე – ნებისმიერ ფასად, ნივთის გაყიდვის მისაღწევად. შეიძლება არსებობდეს
მყიდველი, რომელიც თანახმაა იპოთეკის საგანში გადაიხადოს მისი საბაზრო ფასი – 5
მილიონი აშშ დოლარი, თუმცა იმის გამო, რომ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის 106 მუხლი ითვალისწინებს
უზრუნველყოფილი ქონების იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
გზით რეალიზაციას, პირველ აუქციონზე ნივთი პირველ აუქციონზე გატანილი იქნება
გასაყიდად 2 მილიონ აშშ დოლარად. ანუ, მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება აშკარად
აკნინებს თავად მოვალეთა, ისევე როგორც თავად სახელმწიფოს და ასევე – ეკონომიკურად
აქტიურ სუბიექტთა უფლებებს, ვინაიდან: 1) მოვალეეები მასიურად ვერ ახერხებენ
იპოთეკაშ ჩადებული ნივთების საბაზრო ფასად აუქციონზე გატანას; 2) საგადასახადო
ორგანო ვერ ახერხებს გადასახადის გადამხდელის ქონების მის საბაზრო ფასად
რეალიზაციას და ნაცვლად საბაზრო ფასისა, პირველ აუქციონზე ნივთის შეთავაზება ხდება
გაცემული სესხის ოდენობის ფასად! 3) პოტენციული მყიდველები ვერ ახერხებენ სანუკვარ
ნივთებზე მათი საბაზრო ღირებულების გადახდას, ვინაიდან მათი გაყიდვა ხდება მათ
საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებ ფასად. ამის შედეგად, ნივთების რეალიზაციით
ამოღებული თანხებით ხდება მხოლოდ უზრუნველყოფილ კრედიტორთა სრული ან
ნაწილობრივი დაკმაყოფილება, ნივთები იყიდება მათ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებ
ფასად, ხოლო პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები რჩება სრულიად
დაუკმაყოფილებელი. სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება ათეული მილიონობით ლარის
ოდენობის ზიანი. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ საკანონმდებლო დუალიზმის აღკვეთის
მიზნით, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
საქართველოს კანონის 105.1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "თუ
გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში
უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი არ არის, პირველი რიგის უზრუნველყოფილი
კრედიტორი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს უზრუნველყოფილი
ქონების იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზით რეალიზაციის
მოთხოვნით."
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: