საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412402856436
27.02.2024
საქართველოს პარლამენტი
სათაური: იპოთეკარების დიქტატურის გაუქმება
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდეს დამატება იმის თაობაზე, რომ
კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის
ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში სავალდებულო გახდეს მსესხებლის და იპოთეკით
დატვირთული ქონების მესაკუთრე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების
ჩატარება. ამ საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში, პრივილეგირებული
საგადასახადო დავალიანების ამოღება ვეღარ შეფერხდება იმის გამო, რომ იპოთეკით
უზრუნველყოფილი ქონება გაიყიდება მხოლოდ პირველი რიგის უზრუნველყოფილი
კრედიტორების მიერ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით დადგენილი წესით,
ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინების გარეშე. ასევე, გთავაზობთ, რომ
"კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დაწესდეს, რომ
კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია
მოახდინონ მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ
უზრუნველყოფილ მოთხოვნათა ოდენობის ფასად. ასეთ შემთხვევაში აღიკვეთება ის
უთანასწორობა ქაოსი და განუკითხაობა, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დამკვიდრდა
გადახდისუუნარობის სფეროში, როდესაც ბანკები მოვალეთა ქონებას ყიდიან სესხის
ოდენობის ფასის საფუძველზე, ხოლო შემოსავლების სამსახური ვერ იღებს გადასახადის
გადამხდელებზე დარიცხულ თანხებს, კომერციული ბანკების მიმართ დაწესებული
უხერხული საკანონმდებლო პრივილეგიის გამო.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: