საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ კეკელიძის მიერ წარმოდგენილ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-14833/23; 21/11/2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-2798/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2798/24 28-02-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქე ზურაბ კეკელიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით #1-14833/23; 21.11.2023) და თანმხლებ მასალას. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე; 2. საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2796/24 28-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის 26 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ კეკელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-14833/23; 21.11.2023). საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სერტიფიცირებულ ბუღალტრად ყველა იმ პირის აღიარებას ვისაც პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოდან ჰქონდა აღებული საკვალიფიკაციო სერტიფიკატები. ასევე, შემოთავაზებულია მეორე ცვლილება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით აუდიტორულ ფირმაში 50%-ზე მეტ ხმებს უნდა ფლობდეს რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორი. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით სიტყვები „50%-ზე მეტი“ იცვლება სიტყვებით „არანაკლებ 50%-ი“. 2016 წელს მიღებული ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით არ შეუწყდა მოქმედება ვადის მქონე სერტიფიკატებს და აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის სერტიფიცირებულ ბუღალტრებად მიჩნეულ იქნა აღნიშნული, ვადიანი სერტიფიკატების მფლობელი ფიზიკური პირები. გარდა ამისა, 2019 წლის 16 მაისის N-5 ბრძანებით გათვალისწინებულ იქნა შეღავათები იმ პირთათვის, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონოდათ ვადის მქონე სერტიფიკატები, მაგრამ ჰქონდათ აუდიტორული მომსახურების გაწევის დიდი გამოცდილება და დღეს მოქმედი კანონის 28-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ის პირები, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე (2016 წლის ივნისამდე) არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ იყვნენ სერტიფიცირებული ბუღალტრები, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ სამსახურისთვის წარდგენილი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რაც შეეხება აუდიტორულ ფირმაში 50% ხმის უფლების ფლობას აუდიტორის მიერ, კანონპროექტის შემუშავების საფუძვლად მითითებულია ის გარემობა, რომ არასერტიფიცირებულ პირებს ეზღუდებათ კანონმდებლობით თანაბარი წილით აუდიტორული ფირმის შექმნა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აუდიტის სფეროს მოქმედი კანონმდებლობა შეეხება ,,ხმის უფლება“-ს და არა წილობრივ მონაწილეობას. გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქცია, აუდიტორულ ფირმაში უმრავლესი ხმის უფლების აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ ფლობასთან დაკავშირებით, შემუშავებულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 17 მაისის დირექტივის (N 2006/43/EC) შესაბამისად და სრულად შესაბამისობაშია დირექტივის მოთხოვნებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკანონმდებლო წინადადების მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე