საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 2 თებერვლის №320/22 გადაწყვეტილებით დადგენილ 2024 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება) გამართვის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსენებით გამოსვლა 2-5 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებით გამოსვლა 30 აპრილი - 2 მაისის პლენარული სხდომების კვირაში)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
წერილი
*GOV22400006004*
GOV 2 24 00006004
01/03/2024
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ ცვლილების განხორციელება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 2 თებერვლის №320/22 გადაწყვეტილებით შედგენილ „2024 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი
მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენების) განრიგში" და საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრის საათი გაიმართოს მიმდინარე წლის 2 - 5 აპრილის
კვირაში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საათი - მიმდინარე წლის 30
აპრილი - 2 მაისის კვირაში.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ვახტანგ ბაჩიაშვილი