„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/422/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგ ცვლილება: 1. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო 1.სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის N3 დანართი N3 ცხრილით გათვალისწინებულ უმაღლესს კოეფიციენტს. 2. კანონის N3 დანართის N3 ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ცხრილი №3 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 1 თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი 10.00 10.00 8.50 8.50 8.50 7.50 7.25 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 6.50 6.00 6.00 5.25 5.00 5.00 5.00 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ; ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის თანამდებობრივი სარგოებისათვის დადგენილ კოეფიციენტების ზედა ზღვრებს. ანაზღაურების წესი ადგენს რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბაზისო ხელფასი მრავლდება, კონკრეტული თანამდებობის პირისათვის დადგენილ სახელფასო კოეფიციენტზე, კოეფიციენტის მინიჭება კი დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში ხდება უშუალოდ საჯარო დაწესებულების მიერ, დასაქმებული პირის სამუშაო აღწერილობისა და ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება წინამდებარე კანონის დანართი N3 ცხრილი N3-ით გათვალისწინებულ პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ფუნქცია მოვალეობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ კანონმდებლობის ან მთავრობის დადგენილებების ცვლილების საფუძველზე, ამდენად აზრს კარგავს კანონში არსებული დისკრეცია ზედა ზღვრის შესახებ, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც მაგ: პრეზიდენტს შეუძლია განსაზღვროს თავისი ხელფასი, კანონით დაწესებული ზედა ზღვრის ფარგლებში. წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, მოხდება კონკრეტიზაცია და დანართი N3 ცხრილი N3-ში გათვალისწინებული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება ამავე ცხრილით გათვალისწინებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, მნიშვნელოვანია რომ ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება არ ხდება, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე მოხდება ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობის პირების კოეფიციენტების კონკრეტიზაცია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე, არ არის კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი და ანაზღაურების მოცულობა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3ის ცხრილი N3-ში გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, კანონმდებლობა უფლებას აძლევს ამ ცხრილით გათვალისწინებულ რიგ თანამდებობის პირების, რომ თავად განსაზღვრონ მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში, რაც გარკვეულ წილად არა სისტემურობას იწვევს, ზედა ზღვრის განსაზღვროს მთავარი არსი მდგომარეობს იმაში რომ კონკრეტული უწყების ხელმძღვანელმა ზედა ზღვრის ფარგლებში თანამშრომელთა სახელფასო კოეფიციენტები განსაზღვროს სამუშაოს აღწერილობიდან და ფუნქციური დატვირთულობიდან გამომდინარე. წინამდებარე დანართში წარმოდგენილ პირთა სამუშაო აღწერილობა დამტკიცებულია კანონმდებლობითა და მთავრობის დადგენილებებით, სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვრის არსებობაც სრულიად გაუგებარია და აჩენს ვითარებას სადაც სხვადასხვა უწყების ერთიდაიგივე თანამდებობის პირებს შესაძლოა ქონდეთ განსხვავებული ფაქტობრივი ანაზღაურება, ხოლო კანონით დადგენილი სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვარი ერთი და იგივე. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე კოეფიციენტების ზედა ზღვრების ცვლილება არ მოხდება, კანონით დადგინდება ანაზღაურების დაანგარიშების სიტემა, დანართი N3 ცხრილი N3 ით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების საფუძველზე, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ საქართველოს კანონის დანართი N3-ის ცხრილი N3-ში გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დადგინდება თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები. კანონპროექტის შესაბამისად, პარლამენტის წევრებთან მიმართებაში, საქართველოს პარალმენტის რეგლამენტი განსაზღვრავს პარლამენტის წევრის ხელფასს, პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ საქართველოს კანონის N3 დანართის N3 ცხრილით გათვალისწინებულ უმაღლესს კოეფიციენტს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის საფუძველზე ხდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3 ცხრილი N3-ით გათვალისწინებული პირებისათვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტების დადგენა. ცვლილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ხოლო პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს წინამდებარე კანონის N3 დანართი N3 ცხრილით გათვალისწინებულ უმაღლესს კოეფიციენტს. ცვლილება შევა ასევე N3 დანართის N3 კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პარლამენტის ცხრილში, რომელშიც წევრები(თანამდებობის პირები) აღარ იქნებიან, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტით იქნება განსაზღვრული კოეფიციენტები, ცხრილში პარლამენტის წევრთა და თანამდებობის პირთა არსებობა აზრს კარგავს, თუმცა კანონში რჩება ჩანაწერი რომელიც იქნება ერთგვარად ჩამკეტი ფუნქციის მატარებელი, კერძოდ პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის N3 დანართი N3 ცხრილით გათვალისწინებულ უმაღლესს კოეფიციენტს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პროექტით განსაზღვრული ცვლილებები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ახალი საბიუჯეტო წლის ათვლის პრინციპის გათვალისწინებით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, რათა ბიუჯეტის შედგენაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა წინმსწრებით მოახდინონ ფინანსური სახსრების გეგმირება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი); ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, წინამდებარე ცვლილება გამოიწვევს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3 ცხრილი N3-ში გათვალისწინებული თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. შესაბამისად, აღნიშნული თანხების მიმღები პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში (100 000 ლარს ზემოთ), რაც გულისხმობს ქონების გადასახადის გადახდას ამ კატეგორიისათვის დადგენილი კოეფიციენტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების ეფექტი საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ხოლო ქონების გადასახადის შემთხვევაში - 2025 წლის შემდგომ კალენდარულ წელს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის წარმოდგენილი საკანონმდებლო პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, წინამდებარე ცვლილება გამოიწვევს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3 ცხრილი N3-ში გათვალისწინებული თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. წინამდებარე ცხრილში წარმოდგენილი პირების გასამრჯელოს ზრდა, გავლენას იქონიებს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოშობას. გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება იქონიებს დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირთა მიმართ, რომელზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე; ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან; გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით მათიკაშვილი.