„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„4. სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსი მე-6 თავი:
„თავი 6 გარდამავალი დებულებები“
მუხლი 28.
2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო
დამცველის ანაზღაურება
განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3
ცხრილი N3-ში
გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო
კოეფიციენტის ზედა ზღვარით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ;
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ცვლილება შედის „საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში რომლის მოქმედი რეგულაციის
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ანაზღაურების ოდენობის
შესაბამისად.
ვინაიდან, საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს და ანგარიშვალდებულია
პარლამენტის წინაშე,
მიზანშეწონილია, რომ მისი სახელფასო ანაზღაურება
დაკავშირებული იყოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასთან.
ამას გარდა, სასამართლოებს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც
სახელმწიფოს ცალკე მდგომ ხელისუფლების შტოს, ანაზღაურების საკუთარი სისტემა აქვს,
რომელიც რეგულირდება შესაბამისი ორგანული კანონით. წარმოდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივის საფუძველზე,
სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს
ოდენობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მნიშვნელოვანია,
რომ
სახალხო
დამცველს,
რომელსაც
ირჩევს
და
ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, ანაზღაურება დაკავშირებული იყოს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურებასთან. მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი
სარგო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი
სარგოს ოდენობით, საკონსტიტუციო სასამართლო სისტემაში მოქმედი ანაზღაურების წესი
და სიტემა, განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. ვინაიდან, საქართველოს პარლამენტს და
საქართველოს სახალხო დამცველს აქვს მოქმედ ინსტიტუციებს შორის ყველაზე მჭიდრო
კავშირი, ლოგიკურია, რომ ანაზღაურების წესიც დაკავშირებული იყოს, შემოთავაზებული
საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ერთის მხრივ, შეიცვლება საქართველოს სახალხო
დამცველის სახელფასო ანაზღაურების წესი და იქნება საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის, ხოლო მეორეს მხრივ,
2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველის
სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშება მოხდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3
ცხრილი N3-ში
გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო
კოეფიციენტის ზედა ზღვარის შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის საფუძველზე ხდება საქართველოს სახალხო დამცველის
ანაზღაურების დაკავშირება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის
ანაზღაურებასთან. კერძოდ, ცვლილების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის
ანაზღაურების ოდენობა
უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილის შრომის ანაზღაურების ოდენობაზის, საქართველოს პარლამენტის და სახალხო
დამცველის ინსტიტუციური კავშირიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ანაზღაურების
სისტემის დაკავშირებაც. კანონპროექტი ასევე შეიცავს, გარდამავალ დებულებას, რომლის
საფუძველზეც, 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო
დამცველის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3
ცხრილი N3-ში გათვალისწინებული
პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო
კოეფიციენტის ზედა
ზღვარით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ
(კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
წარმოდგენილი ცვლილება ძალაში შედის 2024 წლის 1 აპრილიდან, რადგან
კანონპროექტის
გარდამავალი დებულება ითვალისწინებს მოქმედებას 2024 წლის 1
აპრილიდან - 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, ვინაიდან
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი არის 2024 წლის 1 აპრილი და კანონპროექტი
ითვალისწინებს ფინანსურ ცვლილებებს, აუცილებელია შესაბამის საბიუჯეტო
ორგანიზაციას ჰქონდეს საკმარისი დრო, რათა დროულად მოახდინონ ფინანსური
სახსრების გეგმირება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი);
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს სახალხო დამცველის სახელფასო ანაზღაურების
ზრდას, შესაბამისად, გაზრდილი სახელფასო ანაზღაურების გათვალისწინებით, სახალხო
დამცველი გადაიხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, გაზრდილი
ხელფასის პროპორციულად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
ცვლილების საფუძველზე, სახალხო დამცველისათვის გათვალისწინებული
თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი განისაზღვრება 9.0 კოეფიციენტით. მიმდინარე
წლის პირობებში საერთო ჯამში დამატებით საჭირო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაახლოებით 40 000 ლარის აკუმულირება. ვინაიდან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონი ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან დაგროვებითი საპენსიო
სქემის მონაწილის შრომის ანაზღაურების 2%ის მიმართვას მის საპენსიო ანგარიშზე,
წარმოდგენილი საკანონმდებლო პროექტი ამ მიმართულებითაც გამოიწვევს შესაბამის
ხარჯებს. 2024 წლის 31 დეკემბრის შემდეგ კი საქართველოს სახალხო დამცველის
თანამდებობრივი სარგო იქნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს
შესაბამისი, რომელიც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების წარმოშობას.
გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგს საქართველოს
სახალხო დამცველისათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულადი შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე;
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან;
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი
გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი.
მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი
გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი.
მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე