„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/422/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გენერალური აუდიტორის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3 ცხრილი N3-ში გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვარით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ; ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის საფუძველზე ცვლილება შედის საქართველოს ორგანულ კანონში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, კერძოდ 37-ე მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გენერალური აუდიტორის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3 ცხრილი N3-ში გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვარით. მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, გენერალური აუდიტორი იღებს ანაზღაურებას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ფაქტობრივი ხელფასის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების საფუძველზე, მოხდა პარლამენტის თანამდებობის პირებისა და წევრების ანაზღაურების ცვლილება, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტით წარმოდგენილი, ცვლილების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, წინამდებარე ცვლილებების ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდში, გენერალური აუდიტორის ანაზღაურების წინმსწრებად სტანდარტიზება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახელფასო კოეფიციენტთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გენერალური აუდიტორი იღებს ანაზღაურებას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ფაქტობრივი ხელფასის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების საფუძველზე, მოხდა პარლამენტის თანამდებობის პირებისა და წევრების ანაზღაურების ცვლილება, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან. წარმოდგენილი, ცვლილების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, წინამდებარე ცვლილებების ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდში, გენერალური აუდიტორის ანაზღაურების წინმსწრებად სტანდარტიზება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახელფასო კოეფიციენტთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოხდება გენერალური აუდიტორის ხელფასის დაანგარიშება საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ დანართი N3 ცხრილი N3-ში გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვარის შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ცვლილება შედის საქართველოს ორგანულ კანონში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, კერძოდ 37-ე მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გენერალური აუდიტორის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N3 ცხრილი N3-ში გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვარით. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გენერალური აუდიტორის ანაზღაურება დაანგარიშების სისტემა დაკავშირებულია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ფაქტობრივ ხელფასთან, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების საფუძველზე, მოხდა პარლამენტის თანამდებობის პირებისა და წევრების ანაზღაურების ცვლილება, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან. წარმოდგენილი, ცვლილების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, წინამდებარე ცვლილებების ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდში, გენერალური აუდიტორის ანაზღაურების წინმსწრებად სტანდარტიზება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახელფასო კოეფიციენტთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი ცვლილება ძალაში შედის 2024 წლის 1 აპრილიდან, რადგან კანონპროექტის გარდამავალი დებულება ითვალისწინებს მოქმედებას 2024 წლის 1 აპრილიდან - 2024 წლის 31 დეკემბრამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ ცვლილებებს, საჭიროა შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას ჰქონდეს საკმარისი დრო, რათა წინმსწრებით მოახდინონ ფინანსური სახსრების გეგმირება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი); საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტი ითვალისწინებს გენერალური აუდიტორის ფაქტობრივი ხელფასის ზრდას, შესაბამისად, გაზრდილი სახელფასო ანაზღაურების გათვალისწინებით, გენერალური აუდიტორი გადაიხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის ცვლილების საფუძველზე, გენერალური აუდიტორისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი განისაზღვრება 9.0 კოეფიციენტით. 2024 წლის პირობებში საერთო ჯამში დამატებით საჭირო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 000 ლარის აკუმულირება. ვინაიდან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის შრომის ანაზღაურების 2%ის მიმართვას მის საპენსიო ანგარიშზე, წარმოდგენილი საკანონმდებლო პროექტი ამ მიმართულებითაც გამოიწვევს შესაბამის ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოშობას. გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის პროექტის მიღება გამოიწვევს საქართველოს გენერალური აუდიტორისათვის. დადებით ფინანსურ შედეგს ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე; ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან; გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი.