„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/423/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) 28-ე მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. ეს აკრძალვა არ ვრცელდება მეკავშირე პროკურორსა და დამხმარეზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი ადგენს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადებს. ამასთანავე, იმავე მუხლის 22 პუნქტით აკრძალულია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული აკრძალვა ეხება, მათ შორის, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარეს. თუმცა მიზანშეწონილია, ეს აკრძალვა ამ დიპლომატიური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს შემდეგი გარემოებების გამო: ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დიპლომატიური თანამდებობები ფუნქციებითა და პროფესიული ბუნებით განსხვავდება სხვა დიპლომატიური თანამდებობისაგან. ამასთანავე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელია იმავე პირის ანალოგიური ფუნქციის მქონე სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშვნა, რაც სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირთა შემთხვევაში შესაძლებელია. ამრიგად, კანონპროექტის მიზანია აღნიშნული საკითხის სათანადოდ მოწესრიგება და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის ხელშეწყობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი ემსახურება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის ხელშეწყობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1 „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 22 პუნქტით აკრძალულია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. კანონპროექტით დგინდება ამ აკრძალვიდან გამონაკლისი ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის მიმართ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედმა ნორმამ, რომელიც ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირის 1 წლის განმავლობაში იმავე დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნას კრძალავს, შესაძლოა აღნიშნული დიპლომატიური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფერხება გამოიწვიოს, რაც დროულად აღმოსაფხვრელია. შესაბამისად, მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. 2 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 22 პუნქტით აკრძალულია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. კანონპროექტით დგინდება ამ აკრძალვიდან გამონაკლისი ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის მიმართ. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა მომავალში შესაბამისი ფინანსური გავლენა იქონიოს ევროჯასტში იმ მეკავშირე პროკურორებსა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის იმ დამხმარეებზე, რომლებიც ამ გამონაკლისით ისარგებლებენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: 3 კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი. 5