„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის
16
უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) დაემატოს შემდეგი შინაარსის 20 მუხლი:
16
„მუხლი 20
1. თუ 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის
დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე
დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1 მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ
საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს
მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების
თარიღი, რომელიც 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ
აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ამ პუნქტის მიზნებისთვის
იგულისხმება 2024 წლის 1 მაისამდე ბოლოს გაცემული პირადობის
დამადასტურებელი რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის
მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს
მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ
პასპორტზე იმავე პუნქტის შესაბამისად დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი)
არ
შეიძლება
გახდეს
საქართველოს
მოქალაქის
პირადობის
ამ
მოწმობის/საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობა მის ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას. მსგავსი
შინაარსის ნორმას ითვალისწინებს აღნიშნული კანონის 205 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიც საქართველოს მოქალაქის პასპორტთან მიმართებით.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეთა
ნაწილი, მრავალი წელია, ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის ისეთ
მოწმობას ან/და საქართველოს მოქალაქის ისეთ პასპორტს, რომელში მითითებული
დაბადების თარიღიც განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში
ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, რაც
ამ პირთა პირადობის მოწმობების გაუქმების საფუძველია და ეჭვქვეშ აყენებს მათი
პასპორტების ვალიდურობას. ეს კი მათ მიერ პირადობის დამადასტურებელი
ახალი დოკუმენტების აღებისას დაბრკოლებებს იწვევს, ამასთანავე, ხელყოფს ამ
პირთა კანონიერ ნდობას სახელმწიფოს მიერ წლების მანძილზე მათზე გაცემული
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ვალიდურობის მიმართ, რაც
მიზანშეწონილია, რომ დროულად აღმოიფხვრას.
ამრიგად, კანონპროექტის მიზანია აღნიშნული საკითხის მოწესრიგება და დღემდე
გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებული მოწმობების
ან/და საქართველოს მოქალაქის ზემოაღნიშნული პასპორტების მფლობელების
სათანადო კანონიერი ინტერესების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1
კანონპროექტი ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის წინაშე არსებული
იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც გამოწვეულია მათ პირადობის მოწმობებში
ან/და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღისა და მათივე დაბადების
აქტების ჩანაწერებში ან/და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების
თარიღის სხვადასხვაობით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს
ამ საკითხის მოწესრიგებას და ხელს შეუწყობს აღნიშნული პირების სათანადო
კანონიერი ინტერესების შეუფერხებლად განხორციელებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს კანონპროექტით ემატება
შემდეგი სახის გარდამავალი ნორმა: თუ 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი
განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების
მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1 მაისის
შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ
მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით
დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ
პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული (2024
წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ ამ დოკუმენტში
იგულისხმება 2024 წლის 1 მაისამდე ბოლოს გაცემული პირადობის
დამადასტურებელი რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის
მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი). ამასთანავე, კანონპროექტში მიეთითება,
რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებულ ახალ მოწმობაზე ან
საქართველოს მოქალაქის ზემოაღნიშნულ ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი
(დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ამ
მოწმობის/საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
2
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის წინაშე არსებული ის პრობლემა, რომელიც
გამოწვეულია მათ პირადობის მოწმობებში ან/და პასპორტებში მითითებული
დაბადების თარიღისა და მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში ან/და
დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღის სხვადასხვაობით,
დროულად გადასაჭრელია. შესაბამისად, კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხის
მოწესრიგებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს აღნიშნული პირების სათანადო
კანონიერი ინტერესების შეუფერხებლად განხორციელებას, მიზანშეწონილია,
განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
3
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
4
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი,
დავით მათიკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი,
დავით მათიკაშვილი.
5