„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
28.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები, ბაჩუკი ქარდავა და ნიკა მაჭუტაძე.
ნომერი
#07-3/420/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ. 692) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. სახელმძღვანელო პრინციპები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: ა) დაიცვას ომის ვეტერანთა და ომის მსხვერპლთა სულიერი და მატერიალური ფასეულობები; ბ) ხელი შეუწყოს ომის ვეტერანთა და ომის მსხვერპლთა საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას, ომის ფიზიკური და ფსიქო-სოციალური შედეგების დაძლევის გზით; გ) გააძლიეროს ძალისხმევა მატერიალური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის, შრომითი, ეკონომიკური, საარსებო და საცხოვრისის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო და სარეაბილიტაციო ღონისძიებები ომის შედეგად წარმოქმნილი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევისა და ომის ვეტერანთა და ომის მსხვერპლთა საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის; ე) უზრუნველყოს სამშვიდობო და მსგავს მისიებში მონაწილეებზე სათანადო ზრუნვა; ვ) განაახლოს კანონმდებლობა წინამდებარე პრინციპების იმპლემენტაციის მიზნით; ზ) გააგრძელოს და განავითაროს თანამშრომლობა ამ სფეროში და წინამდებარე პრინციპების განხორციელების მიზნით გაერო წევრ ქვეყნებთან, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ; ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში „დამატების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, მომზადებულია საქართველოს ვეტერანებთან დაკავშირებით, დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, აგრეთვე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრატიკების გათვალისწინებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის გაზრდის მიზნით. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ მოქმედი რედაქცია (ძველი სახელწოდებით საქართველოს კანონი „საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“) მიღებული იქნა 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამეტის მიერ (# 812-Iს). მართალია, ამ წლების განმავლობაში, არაერთი ცვლილება იყო შეტანილი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კანონის მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შეცვლილი რეალობების გათვალისწინებით, საჭიროა აისახოს ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც განმტკიცებულია გაეროს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით და სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ერთ-ერთი საფუძველი, რომლის გათვალისწინებითაც იქნა მომზადებული წინამდებარე კანონპროექტი, არის გაეროს ექსპერტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის მიერ დეკლარირებული ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც სასურველია ეფუძნებოდეს გაეროს წევრი ქვეყნების საქმიანობა და ამ ქვეყნების მიერ დამტკიცებული სფერო მარეგულირებელი დოკუმენტები. აღნიშნული პრინციპები, წარმოადგენს და განსაზღვრავს სახელმწიფოს პრიორიტეტებს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ. პოლიტიკას და სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა ძირითად დამქირავებელს, აკისრია პასუხისმგებლობა და გააჩნია ვალდებულება, იზრუნოს როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ თანამშრომლებზე. სახელმწიფოს ინტერესებში შედის თავდაცვის ძალების ყოფილ თანამშრომლებზე (ვეტერანებზე) ზრუნვა, რამდენადაც ვეტერანებისათვის სპეციალური პოლიტიკის შემუშავება ემსახურება უფრო ფართო სოციალურ მიზნებს. სახელმწიფო ხელისუფლების ამჟამინდელი საქმიანობა დიდ წილად მოიცავს პასუხისმგებლიანი დამქირავებლის მოქმედებებს და შეესაბამება ზემოთ მითითებულ ფუნდამენტურ პრინციპებს. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ამ ფუნდამენტური პრინციპების ასახვა წარმოადგენს სახელმწიფოს დეკლარირებულ მიდგომას და საქართველოს თავსებადობის გაზრდას საერთაშორისო დოკუმენტებთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის ამოქმედების უმთავრესი შედეგი იქნება იმ ფუნდამენტალური პრინციპების ამუშავება რომელიც წარმოადგენს და განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკას და პრიორიტეტებს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა მიმართ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში განისაზღვროს სახელმძღვანელო პრინციპები, კერძოდ: - ა) დაიცვას ომის ვეტერანთა და ომის მსხვერპლთა სულიერი და მატერიალური ფასეულობები; ბ) ხელი შეუწყოს ომის ვეტერანთა და ომის მსხვერპლთა საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას, ომის ფიზიკური და ფსიქო-სოციალური შედეგების დაძლევის გზით; გ) გააძლიეროს ძალისხმევა მატერიალური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის, შრომითი, ეკონომიკური, საარსებო და საცხოვრისის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო და სარეაბილიტაციო ღონისძიებები ომის შედეგად წარმოქმნილი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევისა და ომის ვეტერანთა და ომის მსხვერპლთა საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის; ე) უზრუნველყოს სამშვიდობო და მსგავს მისიებში მონაწილეებზე სათანადო ზრუნვა; ვ) განაახლოს კანონმდებლობა წინამდებარე პრინციპების იმპლემენტაციის მიზნით; ზ) გააგრძელოს და განავითაროს თანამშრომლობა ამ სფეროში და წინამდებარე პრინციპების განხორციელების მიზნით გაერო წევრ ქვეყნებთან, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის ამოქმედებისთანავე, რადგან მისი ამოქმედებისთვის დრო ან პირობები არ არის საჭირო და იგი არ ითვალიწინებს უკუძალას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის; ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი); საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის ამოქმედება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან დაფინანსების სხვა წყაროებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსურ ვალდებულებებს (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე; ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან; გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 1. საქართველოს ვეტერანთა ეროვნული ფონდი; 2. გიორგი თევზაძე - საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი; 3. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირი; 4.აფხაზეთის განათლების სისტემის მეომართა კავშირი „იმედი“; 5. ვეტერანთა კავშირი „300 არაგველი“; 6. ვეტერანთა კავშირი „ერის ტკივილი“; 7. ვეტერან სპორტ მენეჯერთა ასოციაცია (სპეცები); 8. ავღანეთის ომის საქართველოს ვეტერანთა კავშირი; 9. საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია, მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის კავკასიის სამუშაო ჯგუფი; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები, ბაჩუკი ქარდავა და ნიკა მაჭუტაძე.