საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 26-29 თებერვალს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-2988/24
04-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ 2024 წლის 26-29 თებერვალს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ
პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშს.
დანართი: „4“ ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის
ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ. პრაღაში.
2024 წლის 26-29 თებერვალი
დელეგაციის შემადგენლობა:
ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
მოკლე რეზიუმე:
2024 წლის 26 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის კულტურის
კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის, დეპუტატთა
პალატის მეცნიერების, განათლების, სპორტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის,
პაველ კლიმას მიწვევით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ.
პრაღაში.
ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის
კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე
შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის, დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების,
სპორტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, პაველ კლიმას. კულტურის მინისტრის
მოადგილე ანდრეი ხრასტინს. სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის
უფლებების და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ პაველ
კარნიკს. განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირი ნანტლს და
შეხვედრა ასევე გაიმართა სენეტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადისლავ
ვილიმეცთან.
საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრები
შედგა
პრაღის
სიმფონიური
ორკესტრის
წარმომადგენელთან
ფესტივალის „პრაღის გაზაფხული“ დირექტორთან
მარტინ
რუდოვსკისთან,
პაველ ტროჰანთან, პრაღის ოპერის
სამხატვრო ხელმძღვანელთან პერ ბოიე ჰანსენთან და პრაღის ხელოვნების, არქიტექტურის და
დიზაინის აკადემიის ვიცე-რექტორთან ჯიტკა შოსოვასთან.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და განხილული საკითხები:
1
27 თებერვალი - ჩეხი კომპოზიტორის ბედრიხ სმეტანას საფლავის ყვავილებით შემკობა
ჩეხეთში ვიზიტისას, ელისო ბოლქვაძე, სენატორ ვლადისლავ ვილიმეცთან ერთად, ეწვია
ვიშეჰრადის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და გვირგვინით შეამკო ცნობილი ჩეხი
კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანას საფლავი, რომლის დაბადებიდან, მიმდინარე წელს, 200
წელი სრულდება.
27 თებერვალი - სამუშაო სადილი დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის
და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე პაველ კლიმასთან
შეხვედრის დროს, ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა ჩეხურ მხარეს მოწვევისთვის. მან ჩეხ
კოლეგებს გააცნო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქმიანობა და
ყურადღება გაამახვილა საქართველოში სახელოვნებო განათლების სფეროს საკანონმდებლო
ბაზის დახვეწის საკითხზე და აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ელისო ბოლქვაძემ, ასევე ხაზი გაუსვა სახელოვნებო განათლების გაუმჯობესების და
ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე.
დეპუტატთა პალატის წევრებმა მიმოიხილეს ჩეხეთის პრაქტიკა და გამოცდილება ხსენებულ
სფეროში. ამავდროულად, დააფიქსირეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ქართულ
მხარესთან და ხელი შეუწყონ საქართველოსთვის ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებას.
გამოითქვა საქართველოს და ჩეხეთის საპარლამენტო კომიტეტებს შორის ურთიერთობების
შემდგომი გაღრმავებისთვის ორმხრივი მზადყოფნა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრას
ასევე
ესწრებოდნენ
ჩეხეთის
რესპუბლიკაში
საქართველოს
საგანგებო
და
სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი გვანცა ბარქაია და
დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, სპორტისა და კულტურის კომიტეტის
წევრები.
27 თებერვალი - შეხვედრა კულტურის მინისტრის მოადგილესთან ანდრეი ხრასტთან
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს და ჩეხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის
ღრმა პოტენციალი და განიხილეს მისი ათვისების პერსპექტივები. ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის
მდიდარი კულტურული ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შესახებ, რაც ბადებს, როგორც
ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
2
შეხვედრაზე
საუბარი
ასევე
შეეხო
საქართველოს
და
ჩეხეთის
ხელოვნების
სფეროს
წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის
საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ჩეხეთის სახელოვნებო განათლების სისტემაზე და ამ მხრივ
არსებულ გამოცდილებაზე.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კულტურის სფეროში
თანამშრომლობის მეტად გააქტიურებისა და მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებისათვის.
დაისახა სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს ასევე წარმოადგენდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი, გვანცა
ბარქაია.
28 თებერვალი - შეხვედრა სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის
უფლებების და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ პაველ
კარნიკთან
შეხვედრის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძე გაეცნო სენატის საკომიტეტო საქმიანობას, ჩეხეთის
საკანონმდებლო ორგანოს ორი პალატის ურთიერთ კოორდინაციის და გადაწყვეტილებების
მიღების მექანიზმებს. ჩეხურმა მხარემ მიმოიხილა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეროვნულ
დონეზე არეგულირებს და ხელს უწყობს სახელოვნებო განათლებას, ასევე აღნიშნული სფეროს
სკოლების მუშაობას. ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა სახელოვნებო განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის
და
ხელმისაწვდომობის
აუცილებლობას.
აღნიშნულ
კონტექსტში,
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების
მნიშვნელობაზე და სახელოვნებო განათლების მიმართულებით მისი დანერგვის საჭიროებაზე.
შეხვედრას
ასევე
ესწრებოდნენ
ჩეხეთის
რესპუბლიკაში
საქართველოს
საგანგებო
და
სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი გვანცა ბარქაია და სენატის
განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებების და პეტიციების კომიტეტის
წევრები.
28
თებერვალი
-
შეხვედრა
განათლების,
ახალგაზრდობის
და
სპორტის
მინისტრის
მოადგილესთან ირი ნანტლთან
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს, წლების განმავლობაში,
ჩეხეთის
ხელისუფლების
მიერ
საქართველოს
მოქალაქეებისათვის
გამოყოფილი
სტიპენდიებისთვის. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობას უკიდურესად მაღალი
3
მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საგანმანათლებლო, ისე საქართველოს ევროინტეგრაციის
პროცესში.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო ჩეხეთში სახელოვნებო განათლების სფეროში
არსებულ მდგომარეობას. ყურადღება დაეთმო სახელოვნებო სკოლების სტრუქტურას,
ხელოვნების სფეროს პედაგოგების საქმიანობის სპეციფიკას, ეროვნული სასწავლო გეგმის
შემუშავების და განხორციელების თემებს. მხარეებმა განიხილეს ჩეხეთში წარმატებით
აპრობირებული
სასკოლო
მოდელების
და
სასწავლო
მიდგომების
საქართველოსთვის
გაზიარების და დანერგვის შესაძლებლობები. საუბარი აგრეთვე შეეხო, ტექნოლოგიური
განვითარების კვალდაკვალ,
ხელოვნების,
ასევე კულტურის სხვა
დარგების
მიმართ,
ახალგაზრდობის ინტერესის შენარჩუნების და გაზრდის საჭიროებას.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს ასევე წარმოადგენდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი, გვანცა
ბარქაია
და
ჩეხეთის
განათლების,
ახალგაზრდობის
და
სპორტის
სამინისტროს
წარმომადგენლები.
28 თებერვალი - სამუშაო ვახშამი სენეტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან,
ვლადისლავ ვილიმეცთან
სენატორმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩეხეთის ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ
მადლიერება გამოხატა ჩეხეთის მიერ საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე
მხარდაჭერისთვის,
რასაც
უკიდურესად
მაღალი
მნიშვნელობა
ენიჭება
თანამედროვე
გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ
დატვირთვას იძენს კულტურის სფერო და მისი მეშვეობით საქართველოს, როგორც ევროპის
განუყოფელი ნაწილის და ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყნის წარმოჩენა. განხილულ იქნა
ამ მიმართულებით საქართველოს და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
4