საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“ (№1-15448/23; 01.12.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-3012/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-05
ბიუროს ნომერი 327

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-3012/24 04-03-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“ (№1-15448/23; 01.12.2023) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 4 მარტის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენები იმყოფებიან მუნიციპალური ორგანოების კონტროლს მიღმა და ამასთან, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ გაზის სადენების რუკები, რის გამოც მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოები ადგილებზე ვერ არკვევენ გადის თუ არა ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის ქვეშ მიწისქვეშა გაზსადენი. საკანონმდებლო წინადადების ავტორები თვლიან, რომ უნდა შემოღებულ იქნეს კანონი „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“, რომლის თანახმადაც დადგინდება მიწისზედა და მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების ერთიანი აღწერაინვენტარიზაციის პირობები, აგრეთვე დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების ერთიანი რეესტრის შექმნის პირობები და თითოეული ასეთი გაზსადენის პასპორტიზაციის წარმოების წესი, ტექნიკური მომსახურების წესი და პირობები. კომიტეტი იზიარებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოზიციას, რომ დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება: - - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის N1-1/525 ბრძანებით „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის N101 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რაც შეეხება გაზსადენების რუკას იგი განთავსებულია ქალაქ თბილისის მერიის ერთიანი რუკის საიტზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკანონმდებლო წინადადების ინიცირება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი