თემატური მოკვლევა - „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისათვის“ და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დანიშვნა.
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 95
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2719?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
04 მარტი 2024 13:00
2024 წლის 4 მარტი, 13:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
ერთობლივი საკითხი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის,
გიორგი ცაგარეიშვილის, გოდერძი ჩანქსელიანის, ხატია წილოსანის, ეკა სეფაშვილის,
ქეთევან ჩარკვიანის, სალომე ჯინჯოლავას, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, გიორგი
ხახუბიას,
შოთა
ხაბარელის,
ნოდარ
ტურძელაძის,
ანზორ
ბოლქვაძის,
სალომე
ქურასბედიანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი კახიანის, ბექა დავითულიანის, ზაზა
ლომინაძის,
ედიშერ
ოდიშარიასა
და
თოლორაიას,
ლევან
ანრი
ქარუმიძის
ოხანაშვილის,
მიერ
გურამ
საკანონმდებლო
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „შინაურ
მაჭარაშვილის,
ინიციატივის
ბინადარ
ბექა
წესით
ცხოველთა
შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/407;
27.12.2023)
(წამყვანი
(სავალდებულო:
უფლებათა
-
რეგიონული
დაცვისა
ჯანმრთელობის
გარემოს
დაცვისა
დაცვისა
და
ბუნებრივი
რესურსების
კომიტეტი)
თვითმმართველობის,
ადამიანის
პოლიტიკისა
და
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის,
და
სოციალურ
საკითხთა
საფინანსო-საბიუჯეტო,
კომიტეტები)
(ვადები:
წამყვან
3/4/2024, 8:22 PM
https://parliament.ge/print/announcement/2719?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
კომიტეტზე 12.03-23.04; სხვა კომიტეტზე 27.02-10.04) (შემსრულებლები კომიტეტიდან: თ.
ტყეშელიაძე, რ. ხიზანიშვილი);
მომხსენებელი: მაია ბითაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
2.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
დოკუმენტი
-
„საქართველოს
სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მის დანართს - „საქართველოს ენერგეტიკისა
და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (07-2/352; 25.12.2023) (წამყვანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი) (სავალდებულო:
გარემოს
დაცვისა
თვითმმართველობის
და
ბუნებრივი
რესურსების,
რეგიონული
პოლოტიკისა
და
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტები)
(ვადები:
და
წამყვან
კომიტეტზე 12.03-23.04; სხვა კომიტეტზე 27.02-10.04) (შემსრულებელი კომიტეტიდან: გ.
დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი);
მომხსენებელი: ნინო ენუქიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველი მოადგილე;
3.
თემატური
მოკვლევა
მუნიციპალიტეტების
-
თანაბარი
„დეცენტრალიზაციის
სოციალურ
ეკონომიკური
როლი
და
გამოწვევები
განვითარებისათვის“
და
შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დანიშვნა (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან ხ. ხვიჩია);
მომხსენებელი: მერაბ ქვარაია - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
პრესრელიზი
3/4/2024, 8:22 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომის ოქმი N95
(სხდომა ჩატარდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო, კომიტეტებთან ერთად)
2024 წლის 4 მარტი 13:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
სხდომის თავმჯდომარეობდა:
კახა კახიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კახა კახიშვილი -(კომიტეტის თავმჯდომარე), ირაკლი ზარქუა - (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), მერაბ ქვარაია (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ბექა დავითულიანი, ანზორ ბოლქვაძე შალვა
კერესელიძე, დავით უსუფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, შოთა ხაბარელი, ვიქტორ ჯაფარიძე,
ანა წითლიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბოტკოველი;
სდომას არ ესწრებოდა კომიტეტის წევრი: ზაურ დარგალი, დიმიტრი სამხარაძე, ედიშერ
თოლორაია, ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე;
კომიტეტის აპარატი: სულიკო ბეჟანიძე - კომიტეტის აპარატის უფროსი აპარატის
თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, თავმჯდომარის თანაშემწე ც. კაკაბაძე, რ. ხიზანიშვილი, გ.
დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. თხლაშიძე, მოწვეული სპეციალისტები: დ.
გოგოლაძე, ი. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე თ.
ნონიაშვილი.
მოწვეული სტუმრები:
1.მაია ბითაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ მამალაძე - საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე;
3. თემურ ლაჭყეპიანი - საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე;
4. თამარ მოიაშვილი - ინვესტორთა ცენტრის გენერალური დირექტორი;
5. ნათია ჩიქოვანი - პროექტი ცხოველებისთვის თანადამფუძნებელი;
6. ზურაბ მელაშვილი - ქართული ჯიშების პროექტის ავტორი;
7. თეიმურაზ წიქორიძე - ,, საქართველოს ცხოველთა დაცვისა
საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე’
8. სალომე მუჯირი - ექსპერტ-კინოლოგი;
9. თამილა ლომიშვილი - სოლიდარობის სახლის დამფუძნებელი;
10.ზვიად ჩიხლაძე - კონოლოგი;
11. შორენა ლობჟანიძე - ,,ადამიანები ცხოველებისთვის’ დირექტორი;
და
გადარჩენის
1
12. ნონა ფილაური - იურისტი;
13. ტასო ლოსაბერიძე - ცხოველთა მოყვარული;
14 მიხეილ კაჭკაჭიშვლი - ცხოველთა უფლებადამცველი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების
წევრები, ამავე კომიტეტების აპარატის თანამშრომლები და არასამთვრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის 11 წევრის დასწრებით. (ქვორუმი 9).
გაერთიანებული კომიტეტის სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ
სარჯველაძე.
სხდომის დღის წესრიგი: (პროექტები)
საერთო საკითხი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, გიორგი
ცაგარეიშვილის, გოდერძი ჩანქსელიანის, ხატია წილოსანის, ეკა სეფაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის,
სალომე ჯინჯოლავას, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, გიორგი ხახუბიას, შოთა ხაბარელის,
ნოდარ ტურძელაძის, ანზორ ბოლქვაძის, სალომე ქურასბედიანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი
კახიანის, ბექა დავითულიანის, ზაზა ლომინაძის, ედიშერ თოლორაიას, ანრი ოხანაშვილის, გურამ
მაჭარაშვილის, ბექა ოდიშარიასა და ლევან ქარუმიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტს
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/407;27.12.2023)(წამყვანი-გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი)(სავალდებულო: თვითმმართველობის ადამიანის უფლებათა დაცვის
საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე
12.03-23.04.; სხვა კომიტეტზე 27.02.-10.04.) (შემსრულებლები კომიტეტიდან: თ. ტყეშელიაძე, რ. ხიზანიშვილი)
მომხსენებელი: მაია ბითაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი - „საქართველოს სახელმწიფოს
ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მის დანართს - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის
ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (№07-2/352; 25.12.2023) (წამყვანი-დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი)(სავალდებულო: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
თვითმმართველობის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები) (ვადები,წამყვან კომიტეტზე 12.03.-23.04; სხვა
კომიტეტზე 27.02.-10.04.) (შემსრულებელი კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი)
2
მომხსენებელი: ნინო ენუქიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
პირველი მოადგილე.
3. თემატური მოკვლევა - „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების
თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისათვის“ და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის
დანიშვნა.. (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან ხ. ხვიჩია)
მომხსენებელი: მერაბ ქვარაია - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე;
კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტების მიხედვით, დაადასტურეს ქვორუმის არსებობა და
ერთხმად დაამტკიცეს ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი სახით.
I მოისმინეს:
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განსახილველად
წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული „შინაურ ბინადარ ცხოველთა
შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. როგორც მან აღნიშნა,
კანონპროექტის მომზადების მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო, თუმცა მთელი რიგი
გამოწვევების და არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო, პროცესი შეჩერდა და მისი
მიღება ვერ მოხერხდა. მისივე ტქმით,
დეზინფორმაციის კამპანია წარმოდგენილ
კანონპროექტის მიმართაც მიმდინარეობს და იყო მცდელობა საზოგადოებას არასწორი
ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ. ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით,
სხვადასხვა ფორმატში, არაერთი შეხვედრა გაიმართა და პროექტზე მუშაობა დღემდე
გრძელდება და იგი დამუშავების პროცესს გადის.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი 17 ძირითად
მიმართულებას არეგულირებს და იცვლება მთელი რიგი ნორმები და მიდგომები, რაც უკვე
მოქმედ კანონმდებლობაშია ასახული. რაც შეეხება „შინაურ ბინადარ ცხოველთა
შესახებ“ კანონპროექტს, მასში საუბარია ცხოველთა მიტოვების აკრძალვის საკითხებზე,
ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებზე, შინაური ცხოველების
(ძაღლი და კატა) მეპატრონის ვალდებულებებზე, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების
კლასიფიკაციაზე და მათი მეპატრონეების ვალდებულებებზე. კანონპროექტში ასევე
განსაზღვრულია ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნისა და მუნიციპალიტეტებში
თავშესაფრის მომზადებაზე და ევთანაზიის, გამრავლების და სხვადასხვა ტიპის ობიექტებში
შინაურ ცხოველთა მიკედლება-განთავსების პირობები.
შემოთავაზებული კანონპროექტი ცვლილებებს იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტებშიც. კერძოდ,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტით ხდება როგორც ადმინისტრაციული სახდელების გამკაცრება, ასევე
ახალი სანქციების შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა მართვის სფეროში
არსებული ვითარების გაუმჯობესებას.
3
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით
ზუსტდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის შინაარსი და ემატება ახალი
დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი, ასევე მკაცრდება სასჯელებიც.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტში „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“-ით
წარმოდგენილი
ცვლილებები
გათვალისწინებულია შინაური ბინადარი ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებების გაფართოება. კერძოდ,
მუნიციპალიტეტებს დაევალებათ შინაურ
ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია,
თავშესაფართა მოწყობა ახალი სტანდარტებით, ასევე საშენების ავტორიზაცია, ამასთანავე
ცხოველის გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ ავტორიზებულ საშენს. მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი ორგანო ვალდებული იქნება ცხოველთა დროებით განთავსების, მოვლაპატრონობისა და პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებლად ან სხვა
მუნიციპალიტეტებთან ერთად, შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი. კანონპროექტის
თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, უპატრონო
ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის მიზნით, კასტრაცია/სტერილიზაციის
ოპერაციები განახორციელოს მის სისტემაში შემავალი თავშესაფრის მეშვეობით ან მესამე
პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის
მეპატრონემ უნდა მოახდინოს ცხოველთა რეგისტრაცია, ყოველწლიური ვეტერინარული
შემოწმება, ვაქცინაცია და სხვ. კანონპროექტით იკრძალება შინაური ცხოველის მიტოვება,
გარდა ობიექტური გარემოებების არსებობისა, ასევე დგინდება ცხოველთან ერთად
გადაადგილების დასაშვები სტანდარტები. კერძოდ, იკრძალება ცხოველის შეყვანა ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი
საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე,
სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ხოლო
ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო),
საბაგირო გადაყვანისას, დასაშვები იქნება ერთდროულად საბელის და ალიკაპის გამოყენებით,
ხოლო კატებისა და მცირე ზომის ძაღლების შემთხვევაში - სპეციალური გადამყვანის
(კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.
რაც შეეხება ვაქცინაციასთან და ვეტერინარულ
მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტისთვის
უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულება
შემოდის. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
შესაბამისი დაფინანსება გამოეყოფათ.
აზრი გამოთქვეს და მომხსენებლებს შეკითხვით მიმართეს:
კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია რიგ საკითხებზე.
კერძოდ ჩანაწერი, რომელიც ეხება ნასამართლობას მისი აზრით საჭიროებს გადახედვას,
რადგან არ მიაჩნია მართებულად მომატებული საშიშროების ძალღის ყოლის უფლება
შეეზღუდოს ნასამართლევ პირებს და ეს შეზღუდვა ყველა მსჯავრდებულ პირზე გავრცელდეს
ასევე კანონპროექტში არაა გათვალისწინებული ისეთი გარემოება, როცა ძაღლის მეპატრონის
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება, ასეთ შემთხევაში როგორ გადაწყდება
4
ძაღლის პატრონობის საკითხი, ამიტომ
უმჯობესი იქნება
დაკავშირებული ჩანაწერი ამოღებულ იქნება კანონპროექტიდან.
ნასამართლობასთან
რაც შეეხება თავშესაფრებს მისი აზრით დაცული უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც
დაარეგულირებს ცხოველთა კეთილდღეობის და მოვლა პატრონობის საკითხებს. სხვაგვარად
კანონში სიტყვა ,,თავშესაფრის“ ჩანაწერას უბრალოდ აზრი არ ექნება, თუ არ იქნა
განმარტებული როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა რეგულირდებოდეს, როგორ უნდა
ხდებოდეს კვების მიწოდება და ა. შ.
ასევე უმჯობესი იქნებოდა კანონპროექტში
კონკრეტულად გაიწეროს, რომ დაფინანსება მოხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებებით, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ შექმნილი პროგრამული
ფონდებიდან.
კახა კახისვილმა ასევე დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებული
თავშესაფრების შესახებ როგორც მას აცნობეს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის,
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკვე მოხდა მიწის ნაკვეთების გამოყოფა
თავშესაფრებისთვის შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიძინა უკვე
პროექტები, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო ამ პროექტების დაფინანსება.
,,შესაბამისად,
ჩვენი ამოცანაა, რომ კანონპროექტის მიღების პარალელურად მოხდეს
დაფინანსება ამ თავშესაფრების აშენების და სათანადო პირობების მოწყობის. რაც შეეხება
საზოგადების დაინტერესებას გურჯაანის თავშესაფართან დაკავშირებით
როგორც
დირექციიდან მაცნობეს კარგი პირობებია, თუმცა საზოგადებრივი ინტერესიდან გამომდინარე
კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელმა გამოყოფს ჟურნალისტებისგან
დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფს, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან და ფოტომასალების საშუალებით საზოგადოებას გააცნობენ არსებულ პირობებს, რომ არ მოხდეს
სხვადასხვა ინტერპრეტაციები საკითხებთან მიმართებაში განაცხადა კახა კახშვილმა.
ირაკლი ზარქუამ თხოვა მომხსენებელს განემარტა ის შედეგები, რომელიც კანონის მიღებით
იქნება მოსალოდნელი, რადგან იყო მცდელობა არასწორი ინფორმაციით, საზოგადოების
შეცდომაში შეყვანისა.
მერაბ ქვარაია დაინტერესდა ცხოველთა გასეირნების წესებსა და სოციალურად დაუცველ
პირებთან დაკავშირებით, თუ დაწესდება შეღავათები აუცილებელ ღონისძიებებზე
მომხსენებლის განმარტებით, მუნიციპალიტეტებს ექნებათ საშუალება, რომ დაადგინონ
გასეირნების დამატებითი სტანდარტები. როგორც მან აღნიშნა არც მოქმედ კანონში და არც
წარმოდგენილ ინიციატივაში არ წერია, რომ ძაღლს ყველა ვარიანტში უნდა ეკეთოს ალიკაპი, ან
საბენი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი, რომ პატრონმა ძაღლი უნდა ასეირნოს, ან ალიკაპით, ან
საბელით, ასევე ტრანსპორტში და საზოგადოებრივ სივრცეებში პარკში ბულვარში და ა. შ.
მისი თქმით, კანონპროექტის მთავარი შინაარსის მატარებელი არის ის, რომ დაზუსტდეს
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება კერძოდ, მითითება ცხოველთა მართვის სფეროში
მათი
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის,
პოპულაციების
მართვა-მონიტორინგის
და
თავშესაფრების მოწყობის საკითხზე.
რეგიონებთან დაკავშირებით ყველაზე მტკივნეული საკითხი, მისივე თქმით არის საბიუჯეტო
თანხების გამოყოფა, შემდგომ ათვისება და დახარჯვა. მომხსენებლის ინფორმაციით,
საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, მათი
ფინანსური ექსპერტების მიერ გამოყვანილი იქნა თანხები იმ მუნიციპალიტეტების მაგალითზე,
5
სადაც უკვე არის თავშესაფრები და
80 მილიონი ლარი ის მინიმალური თანხაა, რომელიც
უნდა დაჭირდეს მთელ საქართველოს იმისთვის, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში
აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდეს, მათ შორის ისინი მზად არიან კანონპროექტის
აღსრულებისთვის, რაც იქნება საჭირო საგანმანათლებლო, თუ ცნობიერების ამაღლების
კუთხით აღმოუჩინონ მხარდაჭერა როგორც პარლამენტს, ასევე მუნიციპალიტეტებს.
თავშესაფრების მშენებლობა არ არის პანაცია, მთავარია ცხოველთა მართვის სფეროში
კასტრაცია/სტერლიზაციის და იდენტიფიცირების პროგრამების განვითარებას შეუწყოთ
ხელი.რაც შეხება სოციალურად დაუცველ პირებს მათთნ დაკავშირებით გვაქვს გარკვეული
შეღავათები კერძოდ, კასტრაცია/სტერლიზაციის ნაწილში მათ სახელმწიფო დახმარება, ასევე
თავშესაფარში გადაყვანის და ლეშის დაფარვისთვის თანხების გამოყოფაზე.
ნასამართლეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე როგორც მოხსენებელმა განაცხადა წამყვანი
კომიტეტი
მეორე მოსმენისთვის გეგმავს დამატებით კონსულტაციებს კვალიფიციურ
სპეციალისტებთან სისხლის სამართლის მიმართულებით.
რაც შეეხება მოლოდინს, საბოლოოდ ყველაზე კარგი შედეგები 7-10 წლის შემდეგ გვექნება,
რადგან ეს არის ისეთი სფერო, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელსაც დრო და
გადაწყობა ჭირდება. ეტალონი არცერთი ქვეყნის მაგალითზე არ გვაქვს აღებული, რადგან
არცერთ ქვეყანაში მიკედლების ინსტიტუტი არ არსებობს და ძალიან ბევრ ქვეყნის სხვადასხვა
ქალაქებში საერთოდ განსხვავებული მიდგომებია, ამიტომ ეტალონი არის ჩვენი ქვეყნის
რეალობა, რომელიც მომდევნო წლებში ერთად უნდა შევქმნათ და დავხვეწოთ.
საკანონმდებლო ინიციატივაზე შეკითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს
გაერთიანებული კომიტეტების წევრებმა: თეონა აქუბარდიამ, მიხეილ სარჯველაძემ, ვახტანგ
მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რექვიაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ანა ნაცვლიშვილმა,
ხატია დეკანოიძემ, ლადო კახაძემ. ასევე სხდომაზე მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა, ექსპერტ-კინოლოგებმა, რომლებაც წარმოდგენილ კანონპროექტთან
დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები და გააკეთეს შეფასებები, რაზეც მომხსენებელმა
ამომწურავად უპასუხა და გააკეთა განმარტებები, რომ კანონპროექტის მეორე და მესამე
მოსმენით განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს კანონპროექტის ავტორები
გაეცნობიან და შესაბამის ცვლილებებს ასახავენ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის
პირველი მოსმენით მიღებამდე..
კენჭისყრაში მონაწილეობდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 9
წევრი.
კენჭისყრის შედგად კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად)
კომიტეტის დასკვნა:
კომიტეტი პრინციპების დონზე მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტს,
მაგრამ ამავდროულად მის მიმართ აქვს შემდეგი სახის შენიშვნები და მოსაზრებები:
1. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, უნდა
მოხდეს შინაურ ბინადარ ცხოველთა მასობრივი რეგისტრაცია, კასტრაცია, სტერილიზაცია
და ვაქცინაცია. კანონპროექტით შემოთავაზებული იდეა უდაოდ მისასალმებელია, მაგრამ
6
თავიდან რომ იქნეს აცილებული
მუნიციპალიტეტებში
როგორც ვეტერინართა და
კინოლოგთა რიცხოვნობის, ასევე
ფინანსური თვალსაზრისით დეფიციტის შექმნა,
კომიტეტის მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების
ვადა იქნეს გადაწეული. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მუნიციპალიტეტებს
დასჭირდებათ გარკვეული პერიოდი
კანონპროექტით განსაზღვრული შესაბამისი
უფლებამოსილი ორგანოსა და მისი დებულების შესაქმნელად, ასევე საკადრო საკითხებისა
და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად;
2. კანონპროექტით შემოთავაზებული დებულებების რეალობაში ხორცშესხმისათვის,
ერთერთი გამოწვევაა დაფინანსების საკითხის მოგვარება.
კომიტეტის მოსაზრებით,
უმჯობესი იქნებოდა კანონპროექტში უფრო ნათლად და კონკრეტულად გაიწეროს, რომ
შემოთავაზებული
დებულებებით
განსაზღვრული
იდეის
განსახორციელებლად
დაფინანსება მოხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით, ასევე
დონორი ორგანიზაციების მიერ შექმნილი პროგრამული ფონდებიდან;
3. „საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, კოდექსის 259-ე მუხლი განიცდის
გარკვეულ სახეცვლილებას, კერძოდ, ამ მულს ემატება ახალი დანაშაულებების
შემადგენლობები და სასჯელის სახით, ზოგ შემთხვევებში, გათვალისწინებულია
შინაპატიმრობა, ან თავისუფლების აღკვეთა ექვს თვემდე ვადით, რაც სამართლებრივად
უმართებულოა, ვინაიდან, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის თანახმად,
შინაპატიმრობის, ისევე როგორც თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზღვარია ექვსი
თვე და
სწორედ, ექვსი თვიდან იწყება
ამ სახის სასჯელების ათვლა. ამდენად,
სამართლებრივი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,
მართებული იქნებოდა
შემოთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებული სასჯელთა გადახედვა და მათი
მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
4. კომიტეტის მოსაზრებით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტში არსებული
ჩანაწერი ნასამართლობის შესახებ საჭიროებს შემდგომ განხილვა/გააზრებას. უმართებულოა
მომატებული საშიშროების ძალღის ყოლის უფლება შეეზღუდოს ნასამართლევ პირებს და ეს
შეზღუდვა ყველა ტიპის დანაშაულზე მსჯავრდებულ პირზე გავრცელდეს. ამავდროულად,
შემოთავაზებულ კანონპროექტში არაა გათვალისწინებული ისეთი გარემოება, როცა ძაღლის
მეპატრონის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება, ასეთ შემთხევაში როგორ
გადაწყდება ძაღლის პატრონობის საკითხი, ანუ
ვინ იქნება მასზე პასუხისმგებელი.
შემდგომი გაუგებრობებისა და უზუსტობების თავიდან ასაცილებლად, კომიტეტს
მიზანშეწონილად მიაჩნია ნასამართლობასთან დაკავშირებული დანაწესი ამოღებულ იქნეს
შემოთავაზებული კანონპროექტიდან.
ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი
კანონის პროექტების
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განსახილველად გატანას.
სხდომის წამყვანმა ირაკლი ზარქუამ კომიტეტის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ
მეორე საკითხთან დაკავშირებით ამცნო, რომ მომხსენებლის თხოვნით, საკითხი გადადებული
იქნას. მისი სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.
7
II. მოისმინეს:
მერაბ ქვარაიას ინფორმაცია თემატური მოკვლევაზე - „დეცენტრალიზაციის როლი და
გამოწვევები
მუნიციპალიტეტების
თანაბარი
სოციალურ
ეკონომიკური
განვითარებისათვის“ და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, ჯგუფის შექმნის და წევრების შესახებ
ინფორმაცია მთავარმა მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ
წარადგინა. მისივე თქმით, შესაძლოა ჯგუფის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს,
რადგან გაწევრიანების სურვილი დამატებით გამოთქვეს როგორც კომიტეტის წევრებმა, ასევე
მაჟორიტარმა დეპუტატებმაც.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა (ერთხმად)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, 2024 წლის 4 მარტის
კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად,
მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის
დანიშვნის თაობაზე. მოკვლევის ჯგუფის თემა გახლავთ: „დეცენტრალიზაციის როლი და
გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის“.
თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტის წევრები:
1.კახა კახიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარე, ქეთი ჩარკვიანი- კომიტეტის წევრი, ზაურ დარგალი - კომიტეტის წევრი,
ედიშერ თოლორაია -კომიტეტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე- კომიტეტის წევრი, ანზორ
ბოლქვაძე- კომიტეტის წევრი, შალვა კერესელიძე -კომიტეტის წევრი, დავით უსუფაშვილი კომიტეტის წევრი, ზაზა ლომინაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია.
(კომიტეტის ვებ.გვერდზე სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე
კახა კახიშვილი
სხდომის მდივანი
ბელა ქველაძე
8
პრესრელიზი
პრესრელიზი
საქართველოს კანონების პროექტები: „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/407;27.12.2023);
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა
მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო
ინსტიტუციების განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა,
რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის
თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო გარემოში. აღნიშნულის მისაღწევად,
აუცილებელია გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით, ერთი მხრივ,
ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ - შინაური
ბინადარი ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ამჟამად
ქვეყანაში
არსებული
ჰიპერპოპულაციის
გათვალისწინებით,
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლაპატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული,
ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას. ამასთან, შინაურ ბინადარ
ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს
შინაურ ბინადარ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის
პროცედურის შემოღებას.
ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის
სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: ვეტერინარული დაწესებულება,
თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი
მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური
დაწესებულება და რეალიზატორი, საქმიანობის სტანდარტების დადგენას.
კანონპროექტის მიღებით მოწესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა შინაურ
ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და
გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს
სტანდარტები.
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა
კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა,
რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას,
დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო,
მიკედლებული),
დაადგენს
მათი
კეთილდღეობის
უზრუნველსაყოფად
აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი მიტოვების აკრძალვას, ასევე,
ცხოველთან ერთად გადაადგილების დასაშვებ სტანდარტებს, მეპატრონეთა და
მიმკედლებელთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის
დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, მოწესრიგდება შინაურ
ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლებისა
და რეალიზაციის პირობები.