საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/351; 22.12.2023) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-06
ბიუროს ნომერი 328
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-3174/24
05-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (№320/11 02.02.2024)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი)
მიმდინარე წლის 11 მარტამდე დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/351; 22.12.2023) განხილვა და დასკვნის
პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და
კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, ზემოაღნიშნული
კანოპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახა კახიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge