საქართველოს მოქალაქეების ივანე ხოხლოვისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.03.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ივანე ხოხლოვი, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-2778/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-07
ბიუროს ნომერი 329 (11:45)

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412403244731 06.03.2024 საქართველოს პარლამენტი სათაური: საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ შინაარსი: საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, მიღებული იქნას საქართველოს კანონი "საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ", ვინაიდან, აღნიშნულ სფეროებში: (1) ბანკები, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო და სალიზინგო ორგანიზაციები ფაქტიურად უკონტროლოდ მოქმედებენ აბსოლუტურად დაუცველი ფართო მასების მიმართ, (2) ადგენენ და იყენებენ კლიენტების მიმართ არათანაბარ პირობებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებებს, (3) მალავენ მათგან სიცოცხლის დაზღვევის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, (4) ბოროტად იყენებენ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის სახელშეკრულებო უფლებამოსილებას, (5) კლიენტთა მიმართ არღვევენ სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც იწვევს ათი- და ასიათასობით პირთა გადახდისუუნარობის ან მათთვის ხელოვნური ფინანსური პრობლემების შექმნას. ამ დარგში ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც გახდება დავების განმხილველი კვაზი-სასამართლო ორგანო, (1) განტვირთავს საერთო სასამართლოებს, (2) დაიცავს ასიათასობით მომხმარებლებ ლებს, სამიზნე სექტორებში, ამჟამად იქ არსებული ბანკებისა და სხვა პირთა ფინანსური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დიდი მასშტაბებისგან. მაგალითად, (1) ლიზინგის და უკულიზინგის დროს - დაიცავს კლიენტებს უსაფუძვლო თანხების დარიცხვისგან, (2) მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ - დაიცავს მემკვიდრეებს - მემკვიდრეთათვის მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურების დოკუმენტაციის საიმედოდ დამალვისგან, (3) მსესხებლებს და ლიზინგის მიმღებებს დაიცავს ძირითადი დავალიანების პროცენტის და საურავის შემდეგ დარიცხვისგან. ფაქტიურად, ბოლო მოეღება ფინანსური მომსახურების სექტორში სამიზნე ორგანიზაციების თვითვნებობას, დიქტატურას, უმახინჯეს პრაქტიკას, დისკრიმინაციას, ხალხის ხელოვნურად გაღატაკებას. ეს არის მკაცრი რეალობა. თვით სახელმწიფოც კი, გადახდისუუნარობისას, არაუზრუნველყოფილი კრედიტორია პირდაპირი გადასახადების ნაწილში, რაც ბანკების და სხვა სამიზნე ორგანიზაციების მიერ გაწეულ მახინჯ ლობირებაზე მიუთითებს. ფინანსური სფეროს დემონიზაცია შემდგარი ფაქტია, და ამ სექტორს ესაჭიროება მძლავრი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, ხალხის დასაცავად. ადვოკატები და მოსამართლეები, ეროვნული ბანკი და მსგავსი ინსტიტუტები უძლურნი არიან, შეასუსტონ პირველი რიგის უზრუნველყოფილ კრედიტორთა დიქტატურა და არაჯანსაღი და ხშირად - დანაშაულებრივი საბაზრო პრაქტიკა. სამიზნე სფეროებში ადამიანის უფლებების დაცვის, ფინანსურ სექტორში არსებული დიდი მასშტაბის უკანონობის შემცირებისა და საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით, გთხოვთ, გაიზიაროთ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, ივანე ხოხლოვი ( ) და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: