საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/353; 26.12.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-07
ბიუროს ნომერი 329 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-3266/24
06-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტს განსახილველად გადმოეცა (წამყვანი კომიტეტი) საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/353; 26.12.2023).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განხილვის ვადა წამყვანი
კომიტეტისთვის განისაზღვრა 2024 წლის 11 მარტამდე. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად, წარმოდგენილ კანონპროექტზე დამატებითი კონსულტაციების
გამართვის მიზნით, გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge