საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ - თემატურ მოკვლევაზე კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-07
ბიუროს ნომერი 329 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2-3279/24
06-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც სწავლობდა
მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და
გამოჯანმრთელების
პოლიტიკას,
გამოწვევებს
და
გაუმჯობესების
შესაძლებლობებს,
დაასრულა მუშაობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8
პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ თემატური მოკვლევის დასკვნას.
დანართი 33 გვერდი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
თემატური მოკვლევის
„მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა:
გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ანგარიში მოამზადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 1 გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.
ანგარიშში წარმოდგენილი მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF) შეხედულებებს საკითხთან დაკავშირებით.
2024 წლის მარტი
1
თემატური მოკვლევის განხორციელება დაიწყო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე (2023 წლის 7 ივნისი, ოქმი №57). საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2024 წლის 1 იანვრიდან,
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციები ახალგაზრდული
მიმართულებით გადაეცა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.
სარჩევი
ტერმინთა განმარტება .......................................................................................................................... 3
1. შესავალი ........................................................................................................................................... 4
2. თემატური მოკვლევა ..................................................................................................................... 5
3. მიგნებები .......................................................................................................................................... 6
სათამაშო ბიზნესის ფინანსური განზომილება ........................................................................... 6
აზარტული თამაშების სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში ........ 10
სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და პერსონალის კვალიფიკაცია ...... 11
რესოციალიზაცია ............................................................................................................................ 13
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხედულებები და პოზიცია
თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ........................................................................... 14
4. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება: სათამაშო ბიზნესის სამართლებრივი
რეგულირება ........................................................................................................................................ 17
5. ზეპირი მოსმენები ........................................................................................................................ 20
6. რეკომენდაციები ........................................................................................................................... 25
სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება და
მათი აღსრულების მონიტორინგი ............................................................................................... 26
პრევენციული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ..................................................... 27
საკითხთან დაკავშირებით სამინისტროებსა და სხვა უწყებებთან ურთიერთობა ............. 27
კვლევებისა და სტატისტიკის წარმოება ..................................................................................... 28
რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა და მონიტორინგი .............. 28
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმი საზღვარგარეთის ქვეყნების
პრაქტიკაში ....................................................................................................................................... 28
ბიბლიოგრაფია .................................................................................................................................... 31
დანართი ............................................................................................................................................... 32
2
ტერმინთა განმარტება
აზარტული თამაში − ნებისმიერი თამაში, რომელშიც ჯილდო არის ფული, ხოლო
მოგება/წაგება შემთხვევითობაზეა დამოკიდებული.
ადიქცია − დამოკიდებულება, როდესაც ადამიანს აქვს უკონტროლო, აკვიატებული და
არაჯანსაღი ლტოლვა ვინმეს ან რაიმეს მიმართ და მის გარეშე თავს არაკომფორტულად
და დაუცველად გრძნობს.
გემბლინგი − აზარტული თამაშების თამაში.
თამაშდამოკიდებულება, ლუდომანია − ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხასიათდება
მუდმივი ან განმეორებადი ქცევის მოდელით (ონლაინსივრცეში ან/და ფიზიკურად),
ადამიანის მიერ სხვა ცხოვრებისეულ ინტერესებთან შედარებით აზარტული თამაშებისთვის
პრიორიტეტის მინიჭებითა და ქცევის კონტროლის დაკარგვით.
პროვაიდერი კომპანია − ორგანიზაცია, რომელიც გარკვეული მომსახურების (სერვისის)
მიწოდებას უზრუნველყოფს.
GGR (Gross Gaming Revenue) − კომპანიის მიერ აზარტული თამაშებიდან მიღებული მთლიანი
შემოსავალი, რომელიც არის სხვაობა მიღებული ფსონების რაოდენობასა და მოთამაშეებზე
გაცემულ მოგებას შორის.
WHO (World Health Organization) − ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო).
3
1. შესავალი
1.1. თამაშდამოკიდებულება (ადიქცია) ბოლო ათწლეულებში როგორც საქართველოში, ისე
დანარჩენ მსოფლიოში გამოწვევად იქცა. აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა (სწორედ ასე
მოიხსენიებს
თამაშდამოკიდებულებას
ჯანდაცვის
მსოფლიო
ორგანიზაცია)
დაკავშირებულია იმპულსურ, განმეორებად ქცევასთან, რომელიც, გარდა ფსიქიკური
პრობლემებისა, იწვევს მრავალ სოციალურ პრობლემას, როგორიც არის: გაღარიბება, ქონების
დაკარგვა, რეპუტაციული რისკების წარმოქმნა, სამსახურის დაკარგვა, ოჯახის დანგრევა,
თვითმკვლელობა, კრიმინალის ზრდა და სხვა. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წლის
განმავლობაში საქართველოში მოხდა სულ მცირე 25 თვითმკვლელობა 2, რომლებიც
უშუალოდ იყო დაკავშირებული აზარტულ თამაშებთან. ამას მოწმობს გარდაცვლილთა მიერ
დატოვებული წერილები ან/და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები, რომლებშიც
ისინი თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ.
1.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს პრობლემა კომპლექსური
მიდგომით გადაჭრას. ერთი მხრივ, აუცილებელია გამართული საკანონმდებლო ბაზა
როგორც უშუალოდ სათამაშო ბიზნესის რეგულირების, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის
დაცვის კუთხით. მეორე მხრივ, პრობლემის ეფექტიანი პრევენციისთვის საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებისა და განათლებისკენ მიმართული პოლიტიკაა საჭირო. ამ
მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც პრობლემის
მოგვარებას ემსახურება. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული
დოკუმენტის „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ 3 ამოცანებს შორისაა
„ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება“ და „ახალგაზრდებში ქიმიური
და ქცევითი დამოკიდებულების დონის შემცირება“.
1.3.
„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ ორიენტირებულია მოზარდებისა და
ახალგაზრდების
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
ხელშეწყობაზე,
სოციალურად
გაუმართლებელი დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაც აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების
პრევენციის
ქვაკუთხედია
და
ამ
თვალსაზრისით
უდიდესი
მნიშვნელობა აქვს. სწორედ აღნიშნული გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება თემატური
მოკვლევა, რომელიც საკითხს სიღრმისეულად სწავლობს და მიზნის მისაღწევად საჭირო
ქმედით ნაბიჯებს თვალსაჩინოს ხდის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს განცალკევებულ სტატისტიკას
თვითმკვლელობის მიზეზების მიხედვით. აღნიშნული მონაცემები ეფუძნება თვითმკვლელობის
ფაქტებთან დაკავშირებით ღია წყაროებით (მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ)
გავრცელებულ ინფორმაციას.
3 https://matsne.gov.ge/ka/document/view/5675992?publication=0
2
4
2. თემატური მოკვლევა
2.1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF) მხარდაჭერით 2023 წლის 7 ივნისს დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე:
„მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და
გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“.
2.2.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2023
წლის 7 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №57) ჩამოყალიბდა თემატური მოკვლევის
სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
2.3.
•
გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი (მთავარი მომხსენებელი);
•
ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი;
•
ეკა სეფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი.
სამუშაო ჯგუფს საექსპერტო და ორგანიზაციულ დახმარებას უწევენ:
•
გიორგი ბესელია, ა(ა)იპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის
პრევენციის ცენტრის“ სპეციალისტი;
•
ნანა ფრუიძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი;
•
ანატოლი კორეპანოვი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის შტატგარეშე მოსამსახურე.
2.4.
თემატური
მოკვლევის
მიზანია,
მტკიცებულებებზე
დაყრდნობით
განსაზღვროს
მოქალაქეების (განსაკუთრებით − 14−25 წლის ასაკობრივი ჯგუფის) აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების
(ლუდომანიის)
პრევენციასთან,
რეაბილიტაციასა
და
გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესების საჭიროება
და მიმართულებები.
2.5.
თემატური მოკვლევის ფარგლებში კონკრეტულ ფაქტებზე, კვლევებსა და მიგნებებზე
დაფუძნებული მოსაზრებების წარმოდგენა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო.
სამუშაო
ჯგუფმა
ხელისუფლებისა
უზრუნველყო
და
შესაბამისი
მუნიციპალიტეტების
კითხვარის
მიწოდება
ორგანოებისთვის,
ცენტრალური
არასამთავრობო
ორგანიზაციების, სათამაშო ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის,
დარგის ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის
(თამაშდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრებისა და მათი ბენეფიციარებისთვის).
მიღებულ იქნა 48 მოსაზრება, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე შესაბამის განყოფილებაში4. წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებების
4
https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry
5
ანალიზის გარდა, სამუშაო ჯგუფმა 2023 წლის 30 და 31 ოქტომბერს გამართა ზეპირი
მოსმენა, რომელშიც დაინტერესებული სუბიექტები (იურიდიული და ფიზიკური პირები)
მონაწილეობდნენ. 5,6
2.6.
სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა მოპოვებული ინფორმაცია, მიღებული
წერილობითი მოსაზრებები (პასუხები), ზეპირ მოსმენებზე წარმოდგენილი პოზიციები და
სათანადო არგუმენტები, აგრეთვე საკითხთან დაკავშირებული კვლევები. ამ მასალის
საფუძველზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.
კომიტეტმა
3. მიგნებები
სათამაშო ბიზნესის ფინანსური განზომილება
3.1.
საქართველოში
თამაშდამოკიდებულების
შესახებ
მონაცემებისა
და
შესაბამისი
ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად, ხელმისაწვდომი კვლევებიდან იკვეთება პრობლემის
სავარაუდო მასშტაბი და სიმწვავე.
3.2.
2008−2022 წლებში საქართველოში სათამაშო ბიზნესის ფინანსური ბრუნვა დინამიკურად
იზრდებოდა 7. კერძოდ, იგი 2022 წელს 2008 წელთან შედარებით 743-ჯერ იყო გაზრდილი
(იხილეთ დიაგრამა). ამ ინდუსტრიაში შემოსავლების მკვეთრი ზრდა სათამაშო ბიზნესის
გაზრდილ პოპულარობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზარტული
თამაშების სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე რეგისტრირებულია 1 მილიონზე მეტი 8
ანგარიში,
რომელთა
მფლობელები
საქართველოს
მოქალაქეები
არიან.
მეტი
თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აქვს
აზარტული თამაშების ანგარიში. ბუნებრივია, აზარტული თამაშების ანგარიშის ყველა
მფლობელი თამაშდამოკიდებული პირი არ არის, თუმცა აღნიშნულ პლატფორმებზე
https://parliament.ge/media/news/akhalgazrdebshi-azartul-tamashebze-damokidebulebis-preventsiis-dagamojanmrtelebis-politikis-sakitkhebze-tematuri-mokvlevis-jgufis-shekhvedra-gaimarta
6
https://parliament.ge/media/news/sportisa-da-akhalgazrdul-sakmeta-komitetis-tematuri-mokvlevis-jgufiszepiri-mosmena-grdzeldeba
7
წყარო: სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. აღსანიშნავია, რომ
სათამაშო ბიზნესის ფინანსური ბრუნვის გაანგარიშების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რის გამოც
სხვადასხვა
მეთოდით
დათვლილი
მონაცემები
შეიძლება
ერთმანეთისგან
მკვეთრად
განსხვავდებოდეს.
8 წყარო: სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია. ეს მონაცემი არ ასახავს
მხოლოდ უნიკალური ანგარიშების რაოდენობას. შესაძლებელია პირს ერთზე მეტი ანგარიში ჰქონდეს.
2022 წლის შემდეგ აქტიური და უნიკალური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და
მართვას შპს „რენდომი“ უზრუნველყოფს.
5
6
რეგისტრირებულ
მოქალაქეთა
პოპულარობაზე მეტყველებს.
შესახებ
მონაცემი
საქართველოში
გემბლინგის
დიაგრამა. საქართველოში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა წლების მიხედვით, მილიონ ლარში
52,600.0
47,940.0
სექტორის ბრუნვა, მილიონ ლარში
31,400.0
25,860.0
13,800.0
70.7
74.3
112.7
366.3
996.0 1,213.0 2,032.0
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
3,890.0 4,036.0 5,060.0
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
წყარო: სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
3.3.
საგანგაშო შედეგებია აგრეთვე მოზარდების აზარტულ თამაშებთან შეხების კუთხით. ა(ა)იპ
„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა“ (GRAPC
GEORGIA) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წელს ჩატარებული
გამოკითხვის 9 შედეგების მიხედვით, თბილისში მოზარდების (14−18 წლის ასაკობრივი
ჯგუფი) 48%-ს ჰქონდა აზარტულ თამაშებთან ურთიერთობის გამოცდილება, რაც იმას
ნიშნავს, რომ თამაშის გამოცდილების მქონე იყო ყოველი მეორე გამოკითხული მოზარდი.
კვლევაში მოყვანილი დასკვნის თანახმად, აღნიშნული მძიმე შედეგები განპირობებული
იყო რამდენიმე ძირითადი ფაქტორით:
•
აზარტული
თამაშების
ონლაინპლატფორმაზე
პერიოდში
ონლაინსივრცეში
არსებული
უკონტროლო
ანგარიშები
არ
ვერიფიკაცია
(იმ
კონტროლდებოდა.
ნებისმიერ პირს, განურჩევლად ასაკისა, შეეძლო ანგარიშის შექმნა და თამაში. ამ
გზაზე ერთადერთი ბარიერი არსებობდა − შეტყობინება ონლაინსამორინეების
ვებგვერდებზე, სადაც დარეგისტრირების მსურველს უნდა აღენიშნა, რომ
სრულწლოვანი იყო. მას მოზარდები მარტივად უვლიდნენ გვერდს − ისინი
უბრალოდ უთითებდნენ, რომ 18 წლის ზემოთ იყვნენ);
•
სათამაშო ბიზნესის აგრესიული მარკეტინგული კამპანია (იმ პერიოდში სათამაშო
ბიზნესის რეკლამა ყველა მარკეტინგული არხით გადაიცემოდა. ხშირად ამ რეკლამის
9
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 500-მა
მოსწავლემ: 275 ბიჭი, 225 გოგო.
7
ილუსტრირების ფორმა აჩენდა გონივრულ ეჭვს, რომ მისი სამიზნე აუდიტორია იყო
სწორედ მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც მოზარდებისგან შედგებოდა);
•
თამაშის ტრენდულობა (მოზარდებთან მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ თამაში და
მასთან დაკავშირებული პერიპეტიები მოზარდებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ
სასაუბრო თემად იქცა. შესაბამისად, თამაშთან შეხება მათ წრეებში მოდური და
პოპულარული იყო და არის);
•
სიღარიბე (ფინანსური პრობლემები ხშირად არის აზარტულ თამაშებთან შეხების
მაპროვოცირებელი ფაქტორი, რადგან სიღარიბის დროს ადამიანები მუდმივად
ფიქრობენ დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებაზე. აგრესიული მარკეტინგული
კამპანიის პირობებში, როდესაც სათამაშო ბიზნესი ყველა მარკეტინგული არხიდან
სთავაზობს მომხმარებელს, გახდეს „მილიონერი“, მისი გავლენის ქვეშ მოქცევა უფრო
ადვილია);
•
არასაკმარისი სამოქალაქო განათლება და ცნობიერების დაბალი დონე (კვლევამ
ცხადყო, რომ განათლებისა და ცნობიერების პრობლემები ამ კუთხით მნიშვნელოვან
როლს ასრულებს. სკოლის პერსონალმა არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს თამაშის
ფაქტის
გამოვლენისას.
პროექტის
მსვლელობისას
დაფიქსირდა
შემთხვევები,
როდესაც მშობლები მოზარდებს თამაშში ხელს თავად უწყობდნენ. ზოგჯერ
აღნიშნული ქმედება მართლდებოდა მოზარდებზე „ზრუნვით“, კერძოდ, იმით, რომ
ქუჩაში ყოფნას სჯობდა, ისინი სახლში, უსაფრთხო გარემოში ყოფილიყვნენ და,
მაგალითად, პოკერი ეთამაშათ. იყო ისეთი ფაქტებიც, როდესაც მშობლები სახლში
დაუფარავად, მოზარდების თანდასწრებით თამაშობდნენ. ზოგ შემთხვევაში კი
მშობლები თავად ათამაშებდნენ მოზარდებს იმ მოტივით, რომ ისინი ახალბედები
იყვნენ და „იღბლიანი“ ხელი ექნებოდათ).
3.4.
აზარტულ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის საკითხი შესწავლილ იქნა აგრეთვე ა(ა)იპ
„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა“ (GRAPC
GEORGIA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ 2022
წელს ჩატარებულ კვლევაში 10. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აზარტულ
თამაშებთან შეხების მქონე მოზარდების შესახებ სტატისტიკური მონაცემები კვლავ
საგანგაშოა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და საქართველოს ყველა დიდი
მუნიციპალიტეტი 11 მოიცვა. მასში მონაწილეობა მიიღო 14-დან 18 წლამდე ასაკის 1007-მა
მოზარდმა.
3.5.
კვლევის თანახმად, მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება.
ამასთანავე, საყურადღებო და საგანგაშოა ე. წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე
https://www.unicef.org/georgia/reports/study-adolescents-knowledge-attitude-and-practice-gambling
თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, კასპის, ახალციხისა და
თელავის მუნიციპალიტეტები.
10
11
8
მოზარდთა წილის მაჩვენებელი − 22%. ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, ვინაიდან ე. წ.
ხელზე თამაში, განსაკუთრებით − თანხების ამოღება, ხდება „ქუჩის ავტორიტეტების“
მონაწილეობით. აღნიშნული პრობლემა უფრო აქტუალურია რეგიონებში.
3.6.
კვლევის
შედეგების
მიხედვით,
არსებობს
მოზარდთა
მშობლებისა
და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) პერსონალის ცნობიერებისა და
საზოგადოებრივი განათლების პრობლემა. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების 10% თავად,
მიზანმიმართულად უფინანსებს შვილებს აზარტულ თამაშებს.
3.7.
ცნობიერებისა და განათლების პრობლემა იკვეთება აგრეთვე შემდეგი მონაცემიდან:
მოზარდებს ჰკითხეს, თუ ვის მიმართავდნენ თამაშდამოკიდებულების პრობლემის
შემთხვევაში. მათგან მხოლოდ 19%-მა აღნიშნა, რომ მიმართავდა სპეციალისტს ან/და
სარეაბილიტაციო ცენტრს.
3.8.
კვლევით დადგინდა მოზარდების მიერ აზარტული თამაშების თამაშის ძირითადი
მიზეზები. 51% აცხადებს, რომ აზარტული თამაშები პირველად მეგობრების წრეში
ითამაშეს, რაც ადასტურებს იმას, რომ მოზარდებისთვის თამაში საკმაოდ პოპულარული და
ტრენდული ქმედებაა. ამასთანავე, მოზარდების 51%-ის განცხადებით, თავისუფალი დროის
გასაყვანად თამაშობენ. კვლევის თანახმად, მოზარდების 80%-თან არავის უსაუბრია
აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენაზე. შესაბამისად, თამაშის მთავარ მიზეზებად
შეიძლება დასახელდეს ინფორმაციის არქონა და საზოგადოებრივი განათლების პრობლემა.
3.9.
კვლევის თანახმად, მოზარდების 40%-ისთვის აზარტული თამაშების თამაშის მოტივაცია
ფულის მოგებაა. ამასთანავე, მოზარდების 38%-ს მათთვის მნიშვნელოვანი თანხა აქვს
მოგებული. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მოზარდების 9% მოგებული თანხით მშობლებს
ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებია.
3.10.
კვლევის მიხედვით, მოზარდების 71% იღებს ინფორმაციას აზარტული თამაშებისა და
პროვაიდერი კომპანიების მიერ ონლაინსივრცეში დაანონსებული სხვადასხვა აქციის
შესახებ. შესაბამისად, იკვეთება რეკლამის მნიშვნელობა და მოზარდებზე მისი გავლენა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია აზარტული
თამაშების რეკლამა, სფეროში მომუშავე სპეციალისტების დაკვირვებითა და შეფასებით,
ფიქსირდება კანონის დარღვევის არაერთი ფაქტი, რაც მოზარდებზე უარყოფით გავლენას
ახდენს და აქეზებს მათ, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში.
3.11.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეჯამების სახით უნდა გამოიყოს მოზარდებისა და
ახალგაზრდების
აზარტულ
თამაშებში
მონაწილეობის
ძირითადი
მიზეზები:
არასახარბიელო სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი,
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების დაბალი
დონე, ბევრი თავისუფალი დროს ქონა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ტრენდულად
და პოპულარულ სასაუბრო თემად მიჩნევა, სათამაშო ბიზნესის მიერ აგრესიული
9
მარკეტინგული კამპანიის წარმოება, სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონის აღსრულების
ნაკლოვანებები.
აზარტული თამაშების სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში
3.12.
2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აზარტული თამაშების მარეგულირებელი ახალი
ნორმები ამოქმედდა. ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად აზარტულ თამაშებში
მონაწილეობისთვის პირთა ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე გაიზარდა, შეიცვალა
გადასახადების სისტემა და ის GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესზე 12 გადავიდა, აიკრძალა
სათამაშო ბიზნესის რეკლამა (გამონაკლისია სპონსორობა) და ამოქმედდა ე. წ. შავი სია,
რომელიც კრძალავს სიაში მყოფი პირებისთვის აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობას
როგორც ონლაინსამორინეში, ისე სახმელეთო სამორინეში.
3.13.
თამაშდამოკიდებულების მიმართულებით მძიმე შედეგები ქვეყანაში 2022 წლის 1
იანვრამდე მოქმედმა, მკვეთრად ლიბერალურმა კანონმდებლობამ გამოიწვია. 2022 წელს
განხორციელებულ რეფორმამდე სახელმწიფოში არ არსებობდა ონლაინსივრცეში შექმნილი
ანგარიშების ვერიფიკაციის მოთხოვნა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს, განურჩევლად ასაკისა,
შეეძლო დარეგისტრირება და შემდგომ აზარტული თამაშების თამაში. ნებადართული იყო
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში აზარტული თამაშების
რეკლამა და სათამაშო ბიზნესის მარკეტინგული კამპანიების წარმოება. არც სამორინის
ხელმისაწვდომობა ყოფილა შეზღუდული. ამ და სხვა გარემოებების შედეგად ქვეყნის
მოსახლეობის
დიდმა
ნაწილმა
გემო
გაუგო
აზარტს.
აზარტული
თამაშების
ხელმისაწვდომობამ და კონტროლის ნაკლებობამ სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და
მოთამაშეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია. კერძოდ,
ამან გავლენა მოახდინა მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სოციალური
პრობლემებიც შექმნა.
3.14.
თემატური მოკვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2022 წელს
განხორციელებული რეფორმა არსებული გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელი იყო და
სხვადასხვა კუთხით დადებითი გავლენა მოახდინა.
3.15.
2022
წელს
განხორციელებულმა
საკანონმდებლო
ცვლილებებმა
გააუმჯობესა
ონლაინსამორინეებში მომხმარებელთა ანგარიშების ვერიფიკაციის პროცესი, კერძოდ, ის
დაიხვეწა და უფრო მკაცრად კონტროლდება, რის შედეგადაც არავერიფიცირებული
ანგარიშები აღარ გამოიყენება. მანამდე რეგისტრაციის სიმარტივე და ბარიერების გარეშე
დარეგისტრირების შესაძლებლობა ხელს უწყობდა მოზარდებისა და ახალგაზრდების
გემბლინგში ჩართვას. ამასთანავე, მარტივი რეგისტრაცია ხელსაყრელი იყო კრიმინალური
GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესის მაგალითი: თუ კონკრეტული სათამაშო ბიზნესის ოპერატორის
თვიური შემოსავალი 100 ლარი იყო და მან ამ თანხიდან მოთამაშეებზე 30 ლარის მოგება გასცა,
გამოდის, რომ სხვაობა, ე. ი. GGR, 70 ლარია. შესაბამისად, დაიბეგრება 70 ლარის 10%.
12
10
ჯგუფებისთვის. დაფიქსირდა უკანონოდ მოპოვებული (მოპარული) პლასტიკური საბანკო
ბარათიდან ფულის ონლაინსამორინეში, არავერიფიცირებულ ანგარიშზე გადარიცხვის
არაერთი ფაქტი. ამ მხრივ, განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და
აღსრულებამ დადებითი შედეგი გამოიღო. აღსანიშნავია, რომ ძალზე ეფექტიანი გამოდგა
საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმად, სამორინეში ანგარიშის მფლობელს მხოლოდ
საკუთარი პლასტიკური საბანკო ბარათის გამოყენების უფლება აქვს.
3.16.
რეფორმის
შედეგად
ახალი
ნორმების
ამოქმედების
მიუხედავად,
რამდენიმე
მიმართულებით კვლავ რჩება ღიობი, რაც ხელისუფლების რეაგირებას საჭიროებს.
მაგალითად, სამორინის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დაინტერესებული პირებისთვის
მნიშვნელოვანი სერვისია, თუმცა მოსახლეობას მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.
ამ სერვისით მისი ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 4901-მა ფიზიკურმა
პირმა ისარგებლა. დარგის სპეციალისტების შეფასებით, აზარტულ თამაშებში
მონაწილეობისთვის პირთა ასაკის შეზღუდვის მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც
სამორინის ტერიტორიაზე სათამაშოდ 24 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის პირს უშვებენ.
3.17.
განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ონლაინსივრცეში აზარტული თამაშების რეკლამის
ამკრძალავი
ნორმების
აღსრულება.
მნიშვნელოვანია
ონლაინსივრცეში
აზარტულ
თამაშებთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი პოლიტიკის დაგეგმვისა და
განხორციელების, აგრეთვე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას შორის მუდმივი
კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება. ამჟამად ამ პოლიტიკის
სხვადასხვა ასპექტი შემდეგნაირად არის განაწილებული: მარეგულირებელი ორგანოა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აღმასრულებელი ორგანოები არიან საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო და მუნიციპალიტეტების ორგანოები, ცნობიერების ამაღლება
საქართველოს
პრევენციული
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო
და სარეაბილიტაციო მიმართულება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს ეხება. დღეისთვის ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული მექანიზმი,
რომელიც საჯარო დაწესებულებების მიერ სინქრონული და თანამიმდევრული საჯარო
პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფდა.
სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და პერსონალის კვალიფიკაცია
3.18.
თემატური
მოკვლევის
ფარგლებში
დადგინდა,
რომ
საქართველოში
თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი
კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია. თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელება
კომპლექსური საკითხია და მოითხოვს მრავალფეროვანი სერვისების (ინდივიდუალური
ფსიქოლოგიური თერაპია, ტრენერთან ან/და კონსულტანტთან სესიები, ჯგუფური
ფსიქოლოგიური
თერაპია,
თვითდახმარების
ჯგუფი)
მიწოდებას,
აგრეთვე
თამაშდამოკიდებული პირის ოჯახის წევრებთან (თანადამოკიდებულ პირებთან) მუშაობას.
11
სარეაბილიტაციო
ცენტრებისა
და
კვალიფიციური
კადრების
დეფიციტი
თამაშდამოკიდებული პირის გამოჯანმრთელების სრული სერვისის მაღალ ღირებულებას
განაპირობებს.
3.19.
ამჟამად საქართველოში მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე
თბილისშია, კერძოდ, შპს „დღე პირველი“, შპს „კამარა“ და შპს „გამოსავალი“. ეს გარემოება
ცხადყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს აქვთ გამოჯანმრთელების სერვისების
ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით − რეგიონებში. გამოჯანმრთელების
სურვილის ქონის შემთხვევაში შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა
თამაშდამოკიდებულ პირს ნიჰილისტურ განწყობას უქმნის და უიმედობის განცდას უჩენს,
რაც უმყარებს მცდარ აზრს, რომ თამაშდამოკიდებულება განაჩენია და გამოსავალი არ
არსებობს. ეს ხელს უწყობს თამაშდამოკიდებულ პირთა რაოდენობის ზრდას. სფეროში
დაგროვილი პროფესიული გამოცდილება ცხადყოფს,
ხელმისაწვდომობის
გონივრულ
შეზღუდვასთან
თამაშდამოკიდებულ
პირთა
გამოჯანმრთელების
რომ აზარტული თამაშების
ერთად
აუცილებელია
გამართული
სისტემისა
და
ინფრასტრუქტურის არსებობა.
3.20.
ქვეყნის
მასშტაბით
თამაშდამოკიდებულ
პირთა
გამოჯანმრთელების
სერვისების
შეზღუდული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გარდა, არსებითი გამოწვევაა ამ
სერვისების მაღალი ღირებულება. კერძოდ, თამაშდამოკიდებული პირის სრულფასოვანი
გამოჯანმრთელების პროგრამა საშუალოდ 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და მისი
ყოველთვიური ღირებულება (თვიური გადასახადი) 1000-დან 2500 ლარამდეა.
3.21.
თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ სპეციფიკურია. ის
სპეციალურ კვალიფიციურ კადრებს, მათ მომზადებასა და გადამზადებას საჭიროებს.
ამჟამად საქართველოში არ არსებობს ერთიანი გაიდლაინი ან/და გამოჯანმრთელების
მეთოდოლოგია, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა აღნიშნული სპეციალისტების
საქმიანობასთან დაკავშირებით. აგრეთვე არ ხორციელდება ამ საქმიანობის მონიტორინგი,
კონტროლი და შეფასება. საყურადღებოა, რომ გამოჯანმრთელების პროცესში ჩართულმა
არაკვალიფიციურმა
პერსონალმა
შეიძლება
ბენეფიციარებს
სირთულეები
შეუქმნას.
მაგალითად, შესაძლებელია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმდეს და მას
უიმედობის განცდა გაუჩნდეს.
3.22.
გამოწვევაა თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების სერვისებთან დაკავშირებით
მათი და მათი ოჯახის წევრების გათვითცნობიერებულობის დაბალი დონე, აგრეთვე ამ
სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიების სირთულე.
3.23.
ჯანმრთელობის დაცვის კონტექსტში თამაშდამოკიდებულება საქართველოში მიჩნეულია
ფსიქიკურ და ქცევით აშლილობად, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (International Classification of Diseases) მე-10
გადახედვით არის განსაზღვრული. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არსებობს ჯანმოს
12
დაავადებათა
საერთაშორისო
კლასიფიკაციის
მე-11
თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებული აშლილობა
ნეიროგანვითარების
დარღვევების
კლასში
ადიქციურ
გადახედვა,
რომელშიც
ფსიქიკური, ქცევითი და
ქცევებთან
დაკავშირებული
აშლილობების კატეგორიას (კოდი 6C50) მიეკუთვნება. განმარტების თანახმად, აზარტულ
თამაშებთან
დაკავშირებული
აშლილობა
ხასიათდება
მუდმივი
ან
განმეორებადი,
აზარტული ქცევის მოდელით და შეიძლება მიმდინარეობდეს ონლაინსივრცეში
(ინტერნეტით) ან მის გარეთ. მისი დიაგნოსტირებისთვის წარმოდგენილია 3 კრიტერიუმი:
თამაშის კონტროლის (მისი დაწყება, სიხშირე, ინტენსივობა, ხანგრძლივობა, შეწყვეტა)
გაუარესება; აზარტული თამაშებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რის შედეგადაც თამაში
ხდება სხვა ცხოვრებისეულ ინტერესებსა და ყოველდღიურ აქტივობებზე უპირატესი;
თამაშის
გაგრძელება,
მიუხედავად
ნეგატიური
შედეგებისა,
რომლებიც
შეიძლება
გამოვლინდეს პიროვნულ, ოჯახურ, საგანმანათლებლო, სოციალურ, პროფესიულ და სხვა
სახის ურთიერთობებში.
3.24.
საქართველოში
გამოიყენება
ჯანდაცვის
საერთაშორისო
კლასიფიკაციის
მე-10
მსოფლიო
გადახედვა,
ორგანიზაციის
რომლის
დაავადებათა
მიხედვით,
აზარტულ
თამაშებთან დაკავშირებულ აშლილობებს მინიჭებული აქვს კოდი F63.0. ამ დაავადების
დიაგნოსტირება და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის სტატისტიკური მონაცემების
მიწოდება სათანადოდ არ ხორციელდება. მაგალითად, ამბულატორიული სერვისის
მიმწოდებელ
დაწესებულებებში
დაავადებათა
ახალი
შემთხვევების
ელექტრონულ
სისტემაში 2022 წელს F63.0 კოდით მხოლოდ 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის მიზეზი,
ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ის, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმები აზარტულ თამაშებთან
დაკავშირებული აშლილობების გამოვლენასა და დიაგნოსტირებაში კომპეტენტური არ
არიან, და, მეორე მხრივ, − ის, რომ ამ პრობლემის მქონე პაციენტები ძირითადად
მიმართავენ კერძო პრაქტიკით დაკავებულ სპეციალისტებს (ფსიქოლოგებს), რომელთაც არ
აქვთ სპეციალიზებული სტატისტიკური ფორმების შევსების ვალდებულება.
რესოციალიზაცია
3.25.
ისეთი
დამოკიდებულებების
მქონე
პირთა
რესოციალიზაცია,
როგორიც
არის
თამაშდამოკიდებულება, ალკოჰოლდამოკიდებულება და ნივთიერებადამოკიდებულება,
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამის მიზეზი კი არის საზოგადოების უნდობლობა
და სტერეოტიპული აზრი, რომ „ყოფილი მოთამაშეები“ ან „ყოფილი ნარკომომხმარებლები“
არ არსებობენ და რომ შესაბამისი დაავადება მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვთ.
საზოგადოების
უნდობლობა
ხშირად
გამოჯანმრთელებულ
პირთა
დასაქმებაზე
უარყოფითად
მოქმედებს.
შესაბამისად,
ამ
სტიგმის
გათვალისწინებით,
გამოჯანმრთელებული პირები საზოგადოებაში რესოციალიზაციის პრობლემას აწყდებიან.
13
3.26.
საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და მცდარი შეხედულებების გათვალისწინებით,
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და
ინფორმირება იმის შესახებ, რომ თამაშდამოკიდებულება განაჩენი არ არის, არსებობენ
ადამიანები, რომლებმაც ეს დაავადება დაამარცხეს, და მათი ნდობა შესაძლებელია.
3.27.
მნიშვნელოვანია,
ბენეფიციარებს,
გამოჯანმრთელებასთან
ერთად,
ჰქონდეთ
სხვა
პროფესიის დაუფლების ან/და არსებულ პროფესიაში განვითარების შესაძლებლობა. ამის
საჭიროება აიხსნება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით:
•
თამაშდამოკიდებული პირი თამაშის გამო საკმაოდ დიდ დროს (სპეციალისტთა
აზრით, საშუალოდ 5−20 წელს) კარგავს. ამ ხნის განმავლობაში ის საგრძნობლად
ჩამორჩება
თანამედროვე
საზოგადოების
ცხოვრების
ტენდენციებს,
რადგან
გემბლინგის სამყარომ სრულად ჩაანაცვლა მისი სხვა ინტერესები და მისწრაფებები.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ამ პირისთვის ხელმისაწვდომი იყოს ახალი
ცოდნა და მას ჰქონდეს პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა;
•
თამაშდამოკიდებული პირი თამაშის პროცესში სამორინესთან ემოციურ კავშირს
ამყარებს. ფაქტობრივად, მისთვის სამორინე ყალიბდება მაღაზიად, სადაც მას
მნიშვნელოვანი ემოციების ყიდვა შეუძლია. გამოჯანმრთელების პროცესში იგი
იწყებს ალტერნატიული ემოციების წყაროების მოძიებას, რომლებიც ხშირად სხვა
საქმიანობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბენეფიციარებს
ჰქონდეთ საშუალება, დაეუფლონ ახალ პროფესიას, რომელიც მათთვის არა მხოლოდ
ფინანსური წყარო იქნება (შემოსავლის მიღების შესაძლებლობას შექმნის), არამედ
შთაგონებისა და ახალი ემოციების წყაროც;
•
სკანდინავიის ქვეყნებში დანერგილმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ თამაშდამოკიდებული
პირის გამოჯანმრთელება გაცილებით ეფექტიანია, როდესაც გათვალისწინებულია
აგრეთვე რესოციალიზაციის კომპონენტი, მაგალითად, მის მიერ არჩეული ახალი
პროფესიის დაუფლება. ამით წრედი იკვრება − ბენეფიციარი საზოგადოებას
უბრუნდება. იგი მზად არის დაკარგული დრო აანაზღაუროს და მეტი დოვლათი
შექმნას. სხვა შემთხვევაში მას უჭირს საზოგადოებაში რეინტეგრაცია და დროთა
განმავლობაში ნიჰილისტური განწყობა უყალიბდება. მისი ფსიქიკა მყიფეა. იგი თავს
წარუმატებლად და შეუმდგარად თვლის და იღებს გადაწყვეტილებას, დაუბრუნდეს
გემბლინგს.
ჯანდაცვის
მსოფლიო
ორგანიზაციის
შეხედულებები
და
პოზიცია
თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებით
3.28.
1975 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშდამოკიდებულება ფსიქიკურ
აშლილობად აღიარა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიტანა, თუმცა
აღნიშნულ პრობლემას გაურკვეველი მიზეზის გამო განსაკუთრებული ყურადღება არ
14
ექცეოდა. სურათი მკვეთრად შეიცვალა 2017 წელს, როდესაც ჯანმომ აღნიშნული
ფსიქიკური დაავადება გავრცელებისა და ზიანის თვალსაზრისით გაუთანაბრა ისეთ მძიმე
დამოკიდებულებებს,
როგორიც
ნივთიერებადამოკიდებულება.
2019
არის
წლიდან
ალკოჰოლდამოკიდებულება
ჯანმოს
და
დამოკიდებულებებთან
დაკავშირებულ ფორუმებსა და შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწორედ
თამაშდამოკიდებულების
პრობლემას.
მკვლევართა
შეფასებით,
ჯანმოს
მიერ
განხორციელებულ საქმიანობას აქვს პოტენციალი, წაახალისოს სახელმწიფოები, რათა მათ
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ გეგმებში აზარტულ თამაშებთან
დაკავშირებული
ასპექტები
გაითვალისწინონ.
ამასთანავე,
სპეციალისტთა
აზრით,
პროგრესის მისაღწევად აუცილებელია აკადემიური და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა
და ერთობლივი ადვოკატირების კამპანიების განხორციელება. 13
3.29.
ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ თამაშდამოკიდებულების
გავრცელების
მიზეზებია:
აზარტული
თამაშების
ხელმისაწვდომობა,
თამაშდამოკიდებულების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების დაბალი დონე, სათამაშო
ბიზნესის აგრესიული მარკეტინგული კამპანია, სიღარიბე და თავად ის ფაქტი, რომ ქმედება
(აზარტულ თამაშებში მონაწილეობა) შეიცავს დამოკიდებულებას. არსებული მონაცემებით,
მსოფლიოში თამაშდამოკიდებულ პირთა წილის საშუალო მაჩვენებელი 0,2%-დან 5,3%-მდე
მერყეობს.
3.30.
დარგის სპეციალისტების შეფასებით 14, თამაშდამოკიდებულების პრობლემის მასშტაბის
შესამცირებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებას. უმნიშვნელოვანესია, ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ აზარტულ თამაშებში
მონაწილეობა
მძიმე
დამოკიდებულების
ჩამოყალიბების
მაღალ
რისკს
შეიცავს.
თამაშდამოკიდებულების პრობლემაზე მყისიერი რეაგირებისთვის აუცილებელია
დაინტერესებული პირებისთვის გამოჯანმრთელების სერვისების შესახებ ინფორმაციისა და
ამ სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აგრეთვე აღნიშნული საკითხის
მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის არსებობა.
2019 წლიდან ჯანმომ აქტიურად დაიწყო თამაშდამოკიდებულების, როგორც დაავადების,
გავრცელების პრევენციისთვის და პრობლემის მასშტაბის შესამცირებლად შესაბამისი
Gambling and gambling-related harm: recent World Health Organization Initiatives, M. W. Abbott, 2020,
Public Health (Online Journal).
https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0033350620301062?via%3Dihub
14
ვრცლად წარმოდგენილია ჯანმოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.who.int/healthtopics/addictive-behaviour#tab=tab_1
13
15
პოლიტიკისა და
მიმართულებას 15:
•
პროგრამების
შემუშავება.
მისი
პოლიტიკა
მოიცავს
რამდენიმე
გამოჯანმრთელების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების
ამაღლება;
•
გამოჯანმრთელების სერვისებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების ფინანსური და
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა;
•
სარეაბილიტაციო პროგრამების მეთოდოლოგიის შექმნა და სისტემატიზაცია;
•
გამოჯანმრთელების
ეფექტიანობისთვის
ადამიანური
რესურსების
(კადრების)
გადამზადება და ტრენინგების ჩატარება.
3.31.
2019 წელს ჯანმომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 გადახედვაში
თამაშდამოკიდებულება, დაავადების სიმწვავისა და პრობლემების გამოწვევის მასშტაბის
გათვალისწინებით, ალკოჰოლდამოკიდებულებასა და ნივთიერებადამოკიდებულებასთან
გააერთიანა. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ რისკს ქმნის
ონლაინსივრცეში აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობა.
3.32.
მკვლევართა
შეფასებით,
თამაშდამოკიდებულების
პრობლემის
კონტექსტში
დიდი
გამოწვევაა თავად სათამაშო ბიზნესი. კერძოდ, ეს ინდუსტრია ლობისტური საქმიანობის
განხორციელებით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნების მთავრობების, ისე საერთაშორისო
ორგანიზაციების პოლიტიკასა და მიდგომებზე. არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ
აზარტული თამაშების მომწყობი ბიზნესი საკუთარი საქმიანობის დადებითი კუთხით
წარმოსაჩენად მას სპორტსა და ჯანსაღ ცხოვრებასთან აკავშირებს, კერძოდ, სპორტული
აქტივობების სპონსორობასა და სხვაგვარ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
3.33.
ჯანმოს
მიერ
თამაშდამოკიდებულებასთან
დაკავშირებით
ბოლო
წლებში
განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის შედეგად შეჯამების სახით უნდა ითქვას,
რომ ჯანმო თამაშდამოკიდებულების პრობლემაზე სათანადო რეაგირებისთვის ერთიანი
ჩარჩოს/მიდგომის შექმნაზეა ორიენტირებული. მისი საქმიანობა სათამაშო ბიზნესის
რეგულირების ხელშეწყობას, აგრეთვე პრევენციული ზომებისა და პრაქტიკის შემუშავებას
ემსახურება.
ორგანიზაციას
რეაბილიტაციის
საკითხზე
დაგეგმილი
აქვს
აგრეთვე
სახელმძღვანელოს
შექმნა,
თამაშდამოკიდებულ
რომელიც
პირთა
განსაზღვრავს
გამოჯანმრთელების პროგრამების პრინციპებსა და მიდგომებს, სარეაბილიტაციო
ცენტრების პერსონალის კვალიფიკაციისა და გადამზადების პოლიტიკის ძირითად
ასპექტებს. ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია და დიდ დროსა და შესაბამის
რესურსს მოითხოვს, თუმცა, თამაშდამოკიდებულების პრობლემის გავრცელების მაღალი
15
Gambling and gambling-related harm: recent World Health Organization Initiatives, M. W. Abbott, 2020,
Public Health (Online Journal).
https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0033350620301062?via%3Dihub
16
ტემპის გათვალისწინებით, ჯანმო ცდილობს ამ ტემპს ფეხი აუწყოს და სათანადო
საქმიანობა დროულად განახორციელოს.
4. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება: სათამაშო ბიზნესის სამართლებრივი
რეგულირება
4.1.
საერთაშორისო
პრაქტიკის
ანალიზით
დადგინა,
რომ
ამჟამად
მსოფლიოში
თამაშდამოკიდებულების მართვის ერთიანი ან შეჯერებული პოლიტიკა არ არსებობს.
სახელმწიფოები პოლიტიკასა და საკანონმდებლო ბაზას მეტწილად ინდივიდუალურად
აყალიბებენ. ამის შედეგად მათ ერთმანეთისგან განსხვავებული პრაქტიკა და მიდგომები
აქვთ.
4.2.
მიუხედავად
იმისა,
რომ
აზარტულ
თამაშებთან
დაკავშირებით
უნიფიცირებული
პოლიტიკა/მიდგომა არ არსებობს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიდგომები იყოფა ორ
ძირითად ჯგუფად: ლიბერალურ
(კონტრაზარტულ) მიდგომად.
4.3.
(პროაზარტულ)
მიდგომად
და
კონსერვატიულ
პროაზარტული, ანუ ლიბერალური მიდგომა გულისხმობს, რომ სახელმწიფოები აზარტს
ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად აღიარებენ და სათამაშო ბიზნესის მიმართ მათი
პოლიტიკა მეტად ლიბერალური და ტოლერანტულია. ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანს
აქვს სრული უფლება და თავისუფლება, მონაწილეობა მიიღოს აზარტულ თამაშებში, ხოლო
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული უფლების დაცვა. მიჩნეულია, რომ
ამ უფლების შეზღუდვა არ ამართლებს, რადგან აზარტული თამაშების თამაშის
მსურველები მისი რეალიზაციისთვის ალტერნატიულ გზას პოულობენ (ხშირად −
კანონიერი შეზღუდვის გვერდის ავლით, კანონის დარღვევით). გამოცდილება ცხადყოფს,
რომ მოთამაშის მიერ ალტერნატიული გზის ძიების პროცესი სახიფათოა.
4.4.
კონტრაზარტული, ანუ კონსერვატიული მიდგომის თანახმად, აზარტული თამაშების
თამაში ადამიანის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ადამიანთა
ცხოვრებაში მათი არსებობა მიზანშეწონილი არ არის. ამ მიდგომის მომხრეებს მიაჩნიათ,
რომ სათამაშო ბიზნესი ლეგალური და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს აზარტული თამაშების
მიმართ სახელმწიფო საჯარო პოლიტიკის სამი ძირითადი მოდელი:
•
•
•
პროჰიბიციონიზმი − კანონმდებლობით აზარტული თამაშების სრული აკრძალვა;
რეგლამენტაცია − აზარტული თამაშების სამართლებრივი ბერკეტებით რეგულირება;
აბოლიციონიზმი − აზარტულ თამაშებზე დაწესებული აკრძალვებისა და
სამართლებრივი რეგულირების მოხსნა.
17
4.5.
სათამაშო ბიზნესის ფუნქციონირებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ
გატარებული პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მეტად ან ნაკლებად რეგულირებადი იყოს.
სათამაშო ბიზნესის მეტად რეგულირებადი პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ
რეგულირებულ
დაწესებას),
აზარტული
თამაშების
ზედამხედველობის
ბაზარს
შედარებით
(მრავალფეროვანი
ხისტი
შეზღუდვების
მექანიზმების
არსებობას,
პასუხისმგებლობიანი გემბლინგის წინა პლანზე წამოწევას, ცალკეული სათამაშო
პროდუქტების დისტრიბუციის სახელმწიფო კონტროლს და სხვა. სათამაშო ბიზნესის
შეზღუდვის ასეთი მოდელი უპირატესად დამახასიათებელია სკანდინავიის ქვეყნებისთვის,
იაპონიისთვის, საფრანგეთისთვის, ნიდერლანდისთვის, ბელგიისთვის, პოლონეთისა და
ისრაელისთვის.
4.6.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სათამაშო ბიზნესის მეტად რეგულირებადი პოლიტიკა,
ერთი მხრივ, ხელს უწყობს სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს შორის კონკურენციის ზრდას,
ხოლო მეორე მხრივ, ქმნის სხვადასხვა ფორმით არალეგალური სათამაშო აქტივობების
გაჩენის რისკს.
4.7.
სათამაშო ბიზნესის ნაკლებად რეგულირებადი (ლიბერალური) პოლიტიკის დროს
სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი მინიმალური ნორმები არსებობს. ეს მოდელი
გამოიყენება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ლიეტუვაში, სლოვენიასა
და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში.
4.8.
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ე. წ. პასუხისმგებლობიანი
გემბლინგი.
პასუხისმგებლობიანი
სათამაშო
ბიზნესის
პოლიტიკა
განვითარების
თანამედროვე ეტაპზე გულისხმობს ისეთ მიდგომას, რომლისკენაც ისწრაფვიან ქვეყნების
მთავრობები, რათა პრევენციული მარეგულირებელი მექანიზმების გამოყენებით თავიდან
აიცილონ შესაძლო სოციალური დანაკარგები. პასუხისმგებლობიანი გემბლინგი ეფუძნება
ზიანის მინიმუმამდე შემცირების კონცეფციას, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს სათამაშო
ბიზნესი მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლების წყაროდ და ეკონომიკის კონტრიბუტორად კი
არ მიაჩნია, არამედ მასზე ზედამხედველობასაც უზრუნველყოფს. ზედამხედველობა
მოიცავს
მოთამაშის
ასაკობრივი
ზღვრის
დაწესებას,
თვითშეზღუდვის
მექანიზმის
შემოღებას, სხვადასხვა სახის ლოკალური თამაშის მსვლელობისას შეზღუდვების (დრო,
ფსონის მოცულობა) დაწესებას, ოპერირების ზონალური მიდგომის შემოღებას, სარეკლამო
შეზღუდვების დაწესებას, ნებართვების მიღების გამკაცრებასა და მკაცრ ჩარჩოებში
მოქცევას,
პრევენციული
ღონისძიებებისა
და
სარეაბილიტაციო
პროგრამების
განხორციელებას და სხვა.
4.9.
აღსანიშნავია სხვადასხვა ქვეყნის მიდგომა ასაკობრივი ზღვრის, რეკლამისა და სოციალური
პასუხისმგებლობის მიმართ (სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ასაკობრივი და სარეკლამო
შეზღუდვების, აგრეთვე სამორინეების სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ
ინფორმაცია იხილეთ 1-ელ ცხრილში). რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებობს
18
შემდეგი მიდგომები: რეკლამის გაშვების დროს გამოიყენება მარკეტინგული არხები და
ადგილები; ზოგიერთ ქვეყანაში ცნობილ ადამიანებს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ
რეკლამაში მონაწილეობა ეკრძალებათ.
ცხრილი 1. სხვადასხვა
შეზღუდვები
ქვეყანა
ქვეყანაში
სათამაშო
ბიზნესთან
რეკლამის შეზღუდვა
დაკავშირებით
აშშ
მინიმალური
ასაკი
21 წელი
სოციალური
პასუხისმგებლობა
შემოსავლის 5−25%
გერმანია
21 წელი
შეზღუდვები
განსხვავდება შტატების
მიხედვით
რეკლამა აკრძალულია
ინგლისი
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
წელიწადში 360 მლნ.
ფუნტი სტერლინგი
საფრანგეთი
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
შემოსავლის 15%
იტალია
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
გათვალისწინებული
არ არის
ესპანეთი
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
გათვალისწინებული
არ არის
ნიდერლანდი
18 წელი
რეკლამა აკრძალულია
გათვალისწინებული
არ არის
შვეიცარია
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
შემოსავლის 0,5%
ბელგია
18 წელი
რეკლამა აკრძალულია
ეროვნული
ლატარიის მოგება
პოლონეთი
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
შემოსავლის 15%
საქართველო
25 წელი
რეკლამა აკრძალულია
გათვალისწინებული
არ არის
ჩეხეთი
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
გათვალისწინებული
არ არის
უნგრეთი
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
გათვალისწინებული
არ არის
შემოსავლის 12−20%
არსებული
სამორინის ტიპი
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
19
სლოვაკეთი
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
შემოსავლის 3,3%
სლოვენია
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
შემოსავლის 1,6%
შვედეთი
20 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
შემოსავლის 18%
ნორვეგია
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
შემოსავლის 15%
დანია
18 წელი
რეკლამა დაშვებულია
შეზღუდვებით
გათვალისწინებული
არ არის
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
ონლაინსამორინე
და სახმელეთო
სამორინე
5. ზეპირი მოსმენები
5.1.
თემატური
მოკვლევის
ფარგლებში
მოსაზრებები
წერილობით
წარმოადგინა
47-მა
იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა (წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორების სია
იხილეთ დანართში). წერილობითი მოსაზრებების შესწავლის შემდეგ, 2023 წლის 30 და 31
ოქტომბერს
გაიმართა
ზეპირი
მოსმენა,
რომელშიც
დაინტერესებული
მხარეები
მონაწილეობდნენ (იხილეთ ცხრილი 2).
ცხრილი 2. თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული ზეპირი მოსმენების მონაწილეები
თარიღი
30.10.2023
იურიდიული პირის სახელწოდება/ფიზიკური პირის სახელი და გვარი
30.10.2023
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
30.10.2023
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
30.10.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
30.10.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
30.10.2023
სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტო
30.10.2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
30.10.2023
31.10.2023
31.10.2023
საქართველოს ეროვნული ბანკი
გიორგი კაციტაძე
ა(ა)იპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“
31.10.2023
შპს „დღე პირველი“ (სარეაბილიტაციო ცენტრი)
31.10.2023
ა(ა)იპ „მოძრაობა - დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“
31.10.2023
ა(ა)იპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“
31.10.2023
ნიკოლოზ სიმონიშვილი
20
5.2.
ზეპირი მოსმენების სტენოგრამები ხელმისაწვდომია საქართველოს
ვებგვერდზე (www.parliament.ge) განყოფილებაში „თემატური მოკვლევა“.
პარლამენტის
5.3.
ზეპირი მოსმენების შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში თამაშდამოკიდებულების
პრობლემასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკა ფრაგმენტულია და ერთიანი მიდგომა
აკლია. ამასთანავე, გამოიკვეთა გამოწვევები: საჭიროა დაინტერესებულ უწყებებს შორის
კოორდინაციისა და მუდმივი თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა; ჯანმრთელობის
დაცვის სფეროში აუცილებელია ექიმების გადამზადება თამაშდამოკიდებულების, როგორც
დაავადების,
დიაგნოსტირებასთან
დაკავშირებით,
დაავადებასთან
დაკავშირებული
სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის სისტემის სრულყოფა, დაავადების სრულფასოვანი
მკურნალობის პროცესის უზრუნველსაყოფად კვალიფიციური კადრების დეფიციტის
აღმოფხვრა.
5.4.
ზეპირ მოსმენაში მონაწილეობდა ყოფილი მოთამაშე, რომელმაც მოთამაშის ქცევაზე
ისაუბრა. მისი შეფასებით, მოთამაშე მოტივირებულია, არსებული საკანონმდებლო თუ
ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით მოძებნოს ხვრელი და გამოიყენოს შესაბამისი
ხერხი, რათა მისთვის აზარტული თამაშები ხელმისაწვდომი გახდეს. მან აღნიშნა, რომ
სამართლებრივი თუ ტექნოლოგიური ბარიერების გადალახვა თამაშდამოკიდებული
პირებისთვის აზარტული პროცესია.
5.5.
ზეპირი მოსმენების მონაწილეები შეეხნენ განხორციელებულ და დაგეგმილ პრევენციულ
ღონისძიებებს,
მიმართული.
რომლებიც
კერძოდ,
სხვადასხვა
საქართველოს
ჯგუფის
ცნობიერების
ოკუპირებული
ამაღლებისკენ
ტერიტორიებიდან
არის
დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
წარმომადგენლებმა
ისაუბრეს
ფარგლებში
განხორციელებულ
ღონისძიებებზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლაში)
წარმატებით
ხორციელდება
მავნე
ჩვევების
(მათ
თავიანთი
კომპეტენციის
საქართველოს
რამდენიმე
საპილოტო პროექტის სახით
შორის,
აზარტულ
თამაშებთან
დაკავშირებული საფრთხეებისა და დამოკიდებულების) შესახებ ცნობიერების ამაღლების
კამპანია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროების წარმომადგენლებს
მიზანშეწონილად მიაჩნიათ ამ პროექტის სხვა სკოლებზე გავრცელება. შესაძლებელია
პროექტს თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი და ღონისძიება
დაემატოს.
5.6.
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
წარმომადგენელთა
თქმით,
სამინისტროს
გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან პენიტენციურ სისტემაში დაიწყო „აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების სარეაბილიტაციო პროგრამის“ დანერგვა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს
შეადგენენ ბენეფიციარები, რომლებიც რისკისა და საჭიროებების შეფასების ან პირადი ან
სხვა დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულების გამო ფსიქოლოგთან გადამისამართდნენ. პროგრამა შედგება 20
21
სესიისგან, რომლებსაც 14 გადამზადებული ფსიქოლოგი უძღვება. ამჟამად პროექტში 5
მსჯავრდებული მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა შეფასებით,
მსჯავრდებულთათვის თამაშდამოკიდებულების პრობლემა ერთ-ერთი გამოწვევაა და
საჭიროა ბენეფიციარებთან უფრო მეტი მუშაობა ამ პროექტში მათი მონაწილეობის
ხელშეწყობისთვის. სამინისტროს წარმომადგენლებმა პრობლემაზე მყისიერი რეაგირების
პროცესის ძირითად გამოწვევად ადამიანური რესურსის სიმცირე დაასახელეს.
5.7.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა
შეფასებით, თამაშდამოკიდებულება კომპლექსური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ
სამინისტრო აღიარებს და იყენებს ჯანმოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე10
გადახედვას,
რომლითაც
თამაშდამოკიდებულება
ფსიქიკურ
აშლილობად
არის
მიჩნეული, ამჟამად სამინისტროს არ აქვს შემუშავებული გაიდლაინი, ერთიანი პოლიტიკა
თამაშდამოკიდებულების პრევენციის კუთხით, აგრეთვე ერთიანი სარეაბილიტაციო
სტანდარტი. აღნიშნული სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პრევენციულ პროექტს − „EUDAP UNPLUGGED“.
პროექტის მიზანია მავნე ჩვევებისა და მათი შედეგების შესახებ 11-დან 14 წლამდე
მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. მისი განხორციელება 2019 წელს საპილოტო
პროექტის სახით რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო და შეიძლება
წარმატებულ პრაქტიკად იქნეს მიჩნეული. სამინისტროს წარმომადგენელთა შეფასებით,
თამაშდამოკიდებულების პრობლემაზე რეაგირების თვალსაზრისით პრევენცია პოლიტიკის
უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ მხრივ სამინისტრო სრულად იზიარებს ჯანმოს
რეკომენდაციებს. სამინისტროს თანამშრომელთა აზრით, ამჟამად საქართველოში ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პირველად ჯანდაცვაში თამაშდამოკიდებულების
სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ამასთანავე,
მათ საჭიროდ მიაჩნიათ სახელმწიფოში ერთიანი პრევენციული პოლიტიკის არსებობა.
5.8.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს
სამინისტროს
საქმიანობაზე,
კერძოდ,
თამაშდამოკიდებულების
პრევენციისთვის
განხორციელებულ ღონისძიებებზე. მომხსენებლებმა აღნიშნეს რამდენიმე პროექტი, მათ
შორის:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად 2022 წლიდან
მიმდინარე საპილოტო პროექტი − „EUDAP UNPLUGGED“, ა(ა)იპ „პროფესიული უნარების
სააგენტოსთან“ კოორდინაციით ექსტრაკურიკულური აქტივობების განხორციელების
მექანიზმის დანერგვა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საკვანძო
კომპეტენციების განვითარებისკენ (მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა
და სარისკო ქცევის პრევენციისკენ) მიმართული აქტივობების, აგრეთვე სხვა ღონისძიებების
განხორციელება. სამინისტროს წარმომადგენელთა შეფასებით, მიმდინარე პროექტების
22
მიუხედავად, მოზარდებსა და ახალგაზრდებში თამაშდამოკიდებულების პრევენციისთვის
უფრო კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო.
5.9.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, სამინისტრო
თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კანონმდებლობის აღსრულებას. მათი
შეფასებით,
ამ
მხრივ
გამოწვევაა
ადამიანური
რესურსის
სიმცირე,
რის
გამოც,
კანონმდებლობით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვის გათვალისწინებით რთულდება
ყველა სახმელეთო
სამორინესა თუ
სხვა შესაბამის დაწესებულებაში კონტროლის
განხორციელება. განსაკუთრებით რთულია ონლაინსივრცეში სათამაშო ბიზნესის რეკლამის
ამკრძალავი ნორმების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება.
5.10.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სათამაშო ბიზნესი
სწრაფი განვითარებითა და ზრდის ტემპით ხასიათდება. საკანონმდებლო ცვლილებების
განხორციელების (თვითშეზღუდვის მექანიზმის შემოღება, რომელიც შეიძლება
განხორციელდეს როგორც ადგილზე მისვლით, ისე დისტანციურად, რეკლამის აკრძალვა,
ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდა და სხვა) შემდეგ ეს ინდუსტრია სწრაფად შეეგუა
ახალ გარემოსა და შეზღუდვებს.
5.11.
თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა
აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის აღსრულების პროცესში მუნიციპალიტეტების
ორგანოთა დაბალი ჩართულობა და შესაძლებლობების ნაკლებობა. მოპოვებული
ინფორმაციით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული
ადგილობრივი პოლიტიკა მოზარდებსა და ახალგაზრდებში თამაშდამოკიდებულების
პრევენციისთვის.
დამკვიდრებული
პრაქტიკით,
ადგილობრივი
ხელისუფლება
ახორციელებს სპორტულ ან/და შემეცნებით ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება, ერთი
მხრივ, მოქალაქეთა მიერ თავისუფალი დროის უფრო შინაარსიანად გატარების
ხელშეწყობას და, მეორე მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
თემატური მოკვლევის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებსა და ფაქტებზე დაყრდნობით
შეიძლება დავასკვნათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის სისუსტის ერთერთი მთავარი მიზეზი არასაკმარისად განვითარებული ინსტიტუციური რესურსია.
კერძოდ,
აუცილებელია
მუნიციპალიტეტების
ორგანოებში
დასაქმებულ
პირთა
კვალიფიკაციის ამაღლება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკების პრევენციისა
და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის აღსრულების
საკითხებში.
5.12.
ზეპირ მოსმენაზე ა(ა)იპ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს,
რომ სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულირება იწვევს მოთამაშეთა საზღვარგარეთის
ქვეყნებში მოწყობილ ონლაინსამორინეებში გადინებას. გადინებულ მოთამაშეთა დიდი
რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ ფიქსირდება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ
ეროვნულ დონეზე ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაზარდა. სათამაშო ბიზნესის
23
ასოციაციის წარმომადგენელთა შეფასებით, თამაშდამოკიდებულების პრობლემა მკაცრი
საკანონმდებლო შეზღუდვებით არ გვარდება. მათი აზრით, აღნიშნული საკითხი შეიძლება
თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებებით, პასუხისმგებლობიანი თამაშისა და
ბიზნესის
სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების
გამოყენების
ხელშეწყობით
დარეგულირდეს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს სათამაშო ბიზნესის მიერ
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და
მიდგომები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მოქმედი მკაცრი ნორმები ქმნის
ჩრდილოვანი, უკანონო საქმიანობის − „ხელზე თამაშის“, ონლაინანგარიშების მესამე
პირებისთვის მიყიდვის მაღალ რისკს. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენელთა
თქმით, ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა და მათზე რეაგირება აუცილებელია. მათ
აღნიშნეს აგრეთვე, რომ სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის აკრძალვის პირობებში
ონლაინსივრცეში ადგილობრივი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია უცხო ქვეყნების
სამორინეებისა და აზარტული ონლაინთამაშების რეკლამა, რაც საქართველოს კომპანიებს
არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა
ორგანოებმა ადგილობრივ ბაზარზე უცხო ქვეყნების სათამაშო ბიზნესის რეკლამის
აკრძალვის მკაცრი კონტროლი და დარღვევებზე მყისიერი რეაგირება უზრუნველყონ.
5.13.
ზეპირ მოსმენებზე, უწყებებისა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების გარდა,
მოსაზრებები გამოთქვეს სარეაბილიტაციო ცენტრების თანამშრომლებმა და ყოფილმა
ბენეფიციარებმა. მათ ყურადღება გაამახვილეს რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე, შესაბამისი
მომსახურების
(სერვისის)
ხელმისაწვდომობაზე.
მათი
შესახებ
ინფორმაციისა
შეფასებით,
საზოგადოებას
და
არ
ამ
მომსახურების
აქვს
ინფორმაცია
სარეაბილიტაციო ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ამ ცენტრებისთვის
მიმართვის დაბალ მაჩვენებელში აისახება. დისკუსიის დროს გამოიკვეთა, რომ ამჟამად
მომსახურების საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ამასთანავე,
სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში მცდარი
შეხედულება დომინირებს, კერძოდ, შექმნილია სტერეოტიპი, რომ თამაშდამოკიდებულება
დაავადება არ არის.
5.14.
ზეპირ მოსმენაზე პოზიცია გამოხატა ნიკოლოზ სიმონიშვილმა, რომელიც საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა. მან განაცხადა, რომ
მნიშვნელოვანია, არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც, ერთი მხრივ,
მომხმარებელთა უფლებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზეა ორიენტირებული,
ხოლო მეორე მხრივ, სათამაშო ბიზნესს მკაცრად არ ზღუდავს, რადგან მკაცრ შეზღუდვებს
აქვს გვერდითი მოვლენები, რაც ხშირად ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებასთან არის
დაკავშირებული. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აგრეთვე ერთიანი პოლიტიკის არსებობა,
ვინაიდან საკითხის სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებით ფერხდება მისი მოგვარება. ასევე
მნიშვნელოვანია,
ქვეყნის
მასშტაბით
ხორციელდებოდეს
პრევენციული
პროექტები
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
24
5.15.
ზეპირი მოსმენის ფარგლებში გამოიკვეთა არსებული პრევენციული ღონისძიებების,
უწყებების რესურსებისა და ძალისხმევის კონსოლიდაციისა და ერთიანი პოლიტიკის
ჩამოყალიბების საჭიროება.
6. რეკომენდაციები
6.1.
თემატური
მოკვლევის
ახალგაზრდების
ფარგლებში
აზარტულ
გამოჯანმრთელების
გამოვლინდა,
თამაშებზე
პოლიტიკის
რომ
საჭიროა
დამოკიდებულების
გაუმჯობესება/სრულყოფა.
ამ
მოზარდებისა
და
პრევენციისა
და
მიზნით
თემატური
მოკვლევის შედეგად მომზადდა შესაბამისი რეკომენაციები, რომლებიც წარმოდგენილია
ქვემოთ.
6.2.
რეკომენდაციების შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა ქვეყნის
გამოცდილება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი მიდგომები და
პრინციპები, რომლებიც თამაშდამოკიდებულების, როგორც ფსიქიკური აშლილობის,
დეფინიციას
ეფუძნება.
უმნიშვნელოვანესია
იმის
თამაშდამოკიდებულების
გათვალისწინება,
რომ
პრობლემაზე
მსჯელობისას
თამაშდამოკიდებულება,
როგორც
ფსიქიკური აშლილობა, იწვევს ისეთ სოციალურ პრობლემებს, როგორიც არის ოჯახის
დანგრევა, ფინანსური პრობლემები, გაღარიბება, დემოგრაფიული პრობლემები, სამუშაო
ძალის დაკარგვა, კრიმინალის ზრდა და სხვა. რეკომენდაციები სწორედ იმ მიდგომას
ეფუძნება, რომ სოციალური პრობლემები შედეგია, ხოლო მიზეზი არის ფსიქიკური
აშლილობა.
6.3.
თემატური მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ არსებულ სისტემაში არ არის
განსაზღვრული თამაშდამოკიდებულების პრობლემაზე პასუხისმგებელი ორგანო. საჯარო
პოლიტიკის კონტექსტში, აზარტული თამაშებისა და თამაშდამოკიდებულების პრევენციის
საკითხები და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ასპექტები სხვადასხვა უწყებისა თუ
დაწესებულების
კომპეტენციას
მიეკუთვნება.
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი
მექანიზმის
ერთიანი
პოლიტიკისა
არარსებობის
პირობებში
და
ეს
მნიშვნელოვანი გამოწვევაა, პრობლემების გადაჭრაზე უარყოფითად აისახება და მათ
მყისიერ მოგვარებას ართულებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი
რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ.
რეკომენდაცია 1. მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ შექმნას აზარტული
თამაშების,
თამაშდამოკიდებულების
პრევენციისა
და
შესაბამისი
პოლიტიკის
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება
ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვისთვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის, აგრეთვე
ხელს შეუწყობს
კონსოლიდაციას.
დაინტერესებულ
მხარეთა
თანამშრომლობასა
და
რესურსების
25
6.4.
აუცილებელია,
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი
გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კომპეტენციები:
ა)
სათამაშო
ბიზნესის
რეგულარული
სფეროში
მონიტორინგი,
მოქმედი
მექანიზმისთვის
კანონმდებლობის
ნაკლოვანებების
აღმოჩენა
აღსრულების
და
შესაბამისი
შესახებ
მოქალაქეთა
რეაგირებისთვის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) აზარტულ თამაშებთან
ცნობიერების ამაღლება;
დაკავშირებული
რისკების
გ) თამაშდამოკიდებულების პრევენციისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი
განხორციელების ხელშეწყობა;
დ)
სხვადასხვა
სექტორთან
(კერძო,
საჯარო
და
სამოქალაქო
სექტორებთან,
საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა;
ე) სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ტენდენციებისა და
მონაცემების ანალიზი, სტატისტიკის წარმოება და მონაცემების მართვა;
ვ) დაინტერესებულ სუბიექტებთან თანამშრომლობით თამაშდამოკიდებულ პირთა
გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის შემუშავების
ხელშეწყობა და მისი განხორციელების მონიტორინგი.
სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება და მათი
აღსრულების მონიტორინგი
6.5.
მარეგულირებელი
ორგანო
კვლევისა
და
სტატისტიკის
წარმოების
საფუძველზე
პერიოდულად უნდა უზრუნველყოფდეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების აღსრულების
მონიტორინგს და აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირებას. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს
იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნას დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა,
რომელიც თამაშდამოკიდებულების პრობლემას ეფექტიანად გადაჭრის.
6.6.
აღნიშნული მიმართულებით ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან,
სათამაშო ბიზნესის სწრაფი განვითარების პარალელურად, ხშირად საჭირო ხდება ახალი
რეგულირების შემოღება. მარეგულირებელი ორგანო ორიენტირებული უნდა იყოს
მიზნობრივი ნორმების ინიციირებაზე, რომლებიც ჯანმოსა და ევროკავშირის ძირითადი
პრინციპების შესაბამისი იქნება.
6.7.
მნიშვნელოვანია, მარეგულირებელმა მექანიზმმა პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტის
გამოყენებამდე ცვლილებების ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენის შეფასება
უზრუნველყოს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან, თამაშდამოკიდებულების
რეგულირება ერთჯერადი ცვლილება არ არის და მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს.
საწინააღმდეგო შემთხვევაში ერთჯერადი რეგულირებით თამაშდამოკიდებულებაც და
სათამაშო ბიზნესიც გარკვეული დროის შემდეგ ახალ რეალობას შეეგუება და ძველ
26
ნიშნულს დაუბრუნდება. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელმა მექანიზმმა
მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცვლილებების ინიციირება უნდა უზრუნველყოს და
შემდგომ მათ აღსრულებაზე უნდა იზრუნოს.
პრევენციული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
6.8.
მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, ჯანმოს
სათანადო
პრინციპებისა
დაკავშირებული
და
რისკების
თამაშდამოკიდებულების
მიდგომების
შესახებ
გავრცელების
შესაბამისად,
საზოგადოების
პრევენცია
და
აზარტულ
თამაშებთან
ცნობიერების
ამაღლება,
თამაშდამოკიდებულ
პირთა
რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
თამაშდამოკიდებულ პირთა რაოდენობის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ
პრევენციაა. იმ ფონზე, რომ სათამაშო ბიზნესი მუდმივად აწარმოებს აქტიურ და აგრესიულ
მარკეტინგულ კამპანიებს, რომელთა სამიზნე აუდიტორიაში ხშირად ხვდებიან 14-დან 25
წლამდე პირები, მნიშვნელოვანია, პრევენციული ღონისძიებები მოზარდებისა და
ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვისკენ იყოს მიმართული. პრევენციული
ღონისძიებების ფარგლებში როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში სისტემატურად
უნდა გაიმართოს მოზარდებთან შეხვედრები, რათა მათ სწორად მიეწოდოთ ინფორმაცია
იმის შესახებ, თუ რა არის თამაშდამოკიდებულება, რა საფრთხეებს შეიცავს და რა
უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჩამოყალიბებასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასევე
სისტემატურად
უნდა
იქნეს
გამოყენებული
კომუნიკაციის
სხვადასხვა
არხი
და
ინსტრუმენტი, მათ შორის, უნდა ჩაიწეროს ვიდეორგოლები თუ გადაცემები, რათა
საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფორმით იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი ინფორმაცია. ეს
ყოველივე უნდა განხორციელდეს ერთიანად, მასობრივი სოციალური კამპანიის სახით,
რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ მოზარდები და მათთან შეხების მქონე სხვა ჯგუფები.
საჭიროა აგრეთვე არსებული სერვისებისა და მექანიზმების (მაგალითად, თვითაკრძალვის
მექანიზმის) შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.
საკითხთან დაკავშირებით სამინისტროებსა და სხვა უწყებებთან ურთიერთობა
6.9.
სამინისტროებთან
ურთიერთობის
კუთხით,
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი
მექანიზმისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჭირო ინფორმაცია, რათა შესაბამისი
პოლიტიკა და სხვა საქმიანობა მტკიცებულებებსა და ფაქტებს დაეფუძნოს. მნიშვნელოვანია,
ამ მექანიზმმა უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის დროულად
გაცვლა, სფეროში მოქმედ სუბიექტებს შორის აქტიური კომუნიკაცია, საზღვარგარეთის
ქვეყნებში არსებულ მსგავს მექანიზმებთან (ორგანოებთან) თანამშრომლობა, გამოცდილების
გაზიარება, აგრეთვე დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
27
კვლევებისა და სტატისტიკის წარმოება
6.10.
აუცილებელია, მარეგულირებელი ორგანო მუდმივად აწარმოებდეს სტატისტიკასა და
კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს გადაწყვეტს ორ ამოცანას: პირველია სათამაშო
ბიზნესთან დაკავშირებული რეალური მონაცემების შეგროვება, ხოლო მეორე − მოპოვებულ
მონაცემებსა
და
მტკიცებულებებზე
დაყრდნობით
შესაბამისი
ინიციატივებისა
და
პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. სტატისტიკის წარმოება თავისთავად
მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განისაზღვროს თამაშდამოკიდებულ პირთა რაოდენობა და
ასაკი, აგრეთვე თამაშების სახეობები, რომლებზედაც ისინი არიან დამოკიდებული, და სხვა
მონაცემები, რათა დადგინდეს ადგილები, სადაც უფრო მეტი პრევენციული ღონისძიებაა
განსახორციელებელი.
რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა და მონიტორინგი
6.11.
ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება იმის კონტროლი, თუ რა მეთოდოლოგიით
ახდენენ თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრები და
კერძო პირები თამაშდამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციას. არ არსებობს არც სახელმწიფოს
ერთიანი მიდგომა თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით და
არ არის დამტკიცებული გაიდლაინები ჯანმოს გამოცდილების გათვალისწინებით.
მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს სარეაბილიტაციო
ცენტრების საქმიანობის სტანდარტიზაცია, ხელშეწყობა და შესაბამისი მონაცემების
აღრიცხვა. იგი უნდა ახორციელებდეს აგრეთვე რეაბილიტაციის სფეროს მონიტორინგს.
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმი საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკაში
6.12.
საერთაშორისო გამოცდილება და საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ
აზარტული თამაშებისა და თამაშდამოკიდებულების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის
მართვის
კონტექსტში
ერთიანი
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი
მექანიზმის
არსებობა ეფექტიანი ინსტრუმენტია. ასეთი მექანიზმები მოქმედებს ევროკავშირის წევრ და
პარტნიორ სახელმწიფოებში, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში,
დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში (იხილეთ
ცხრილი 3). მათი ეფექტიანობის ერთ-ერთ საზომად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ
ქვეყნებში თამაშდამოკიდებულ პირთა წილის მაჩვენებელი, რომელიც 3%-ს არ აღემატება.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თამაშდამოკიდებული პირები მოსახლეობის 2,5%-ს 16
შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში სათამაშო ბიზნესის მიმართ მიდგომა
საქართველოსთან შედარებით მსუბუქია და ის შესაბამისი ფორმებით რეგულირდება.
წყარო: https://www.gamblingcommission.gov.uk/statistics-and-research/publication/the-impact-of-theworld-cup-on-gambling-attitudes-and-behaviours
16
28
6.13.
მარეგულირებელი
ორგანოს
არსებობა
და
გამართული
ფუნქციონირება
თამაშდამოკიდებულების მართვის ყველაზე ეფექტიანი გზაა. ამას მოწმობს საერთაშორისო
გამოცდილებაც. ჯანმოს განმარტებით, თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობისა
და დამოკიდებულების ერთ-ერთი სახეა, დამოკიდებულების მართვა კი არის სპეციფიკური
სამუშაო, რომელიც გულისხმობს მუდმივ კონტროლს, კვლევასა და პრევენციული
პოლიტიკის გატარებას.
6.14.
ქვემოთ დიდი ბრიტანეთის მაგალითზე წარმოდგენილია მარეგულირებელი ორგანოს
ფუნქციონირებისა და მართვის ასპექტების მიმოხილვა.
6.15.
დიდი ბრიტანეთის სათამაშო ბიზნესის კომისია 2005 წელს ჩამოყალიბდა. მას მართავს
საბჭო აღმასრულებელ გუნდთან ერთად. საბჭოს საქმიანობის მთავარი მიზანია სათამაშო
ბიზნესის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით საბჭო
ამტკიცებს ორგანიზაციის საქმიანობის
მნიშვნელოვან დოკუმენტებს.
6.16.
სტრატეგიას 17,
ბიზნესგეგმასა 18
და
სხვა
საბჭოს აკომპლექტებს დიდი ბრიტანეთის ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის
სამინისტრო. საბჭო 13 წევრისგან შედგება. მას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. საბჭოს
წევრებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ ცოდნა და გამოცდილება სათამაშო ბიზნესის სხვადასხვა
ასპექტთან დაკავშირებით.
6.17.
კომისიის აღმასრულებელი გუნდი 19 პასუხისმგებელია ოპერატიული მართვისთვის. იგი 10
წევრისგან შედგება. მას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი
გუნდის
შემადგენლობაში
არიან
შემდეგი
მიმართულებების
ხელმძღვანელები:
საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინფორმაციის მართვა; ფინანსებისა და ბიუჯეტის
მართვა; მასმედიასთან, საზოგადოებასა და უწყებებთან კომუნიკაცია; იურიდიული და
სამართლებრივი რეგულირება;
აღრიცხვა და მართვა და სხვა.
6.18.
კვლევითი
საქმიანობა,
სტატისტიკური
მონაცემების
კომისიასთან შექმნილია და ფუნქციონირებს კომიტეტები, მრჩეველთა ჯგუფი და საკითხით
დაინტერესებულ პირთა ჯგუფი20. ამ ორგანოების მიზანია კომისიის საქმიანობის ღიაობისა
და მასში დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.
6.19.
ნიშანდობლივია, რომ კომისიასთან ფუნქციონირებს დაინტერესებულ პირთა ჩართულობის
პლატფორმა
(ფორუმი),
რომელიც
სხვადასხვა
სექტორში
მომუშავე
სუბიექტების
ჩართულობას უზრუნველყოფს. ამ პლატფორმის მიზანია ლატარიისა და სათამაშო
Our strategy for the next three years, https://www.gamblingcommission.gov.uk/about-us/guide/our-strategyfor-the-next-three-years
18 Business Plan and Budget 2023 to 2024, https://www.gamblingcommission.gov.uk/about-us/guide/businessplan-and-budget-2023-to-2024
19 https://www.gamblingcommission.gov.uk/about-us/governanceGroup/executive-team
20 https://www.gamblingcommission.gov.uk/about-us/who-we-are
17
29
ბიზნესის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის გაზრდა. პლატფორმაზე დაინტერესებულ
პირებს აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ და კომისიას წარუდგინონ კონკრეტული
წინადადებები და ინიციატივები არსებული პოლიტიკის ან მარეგულირებელი ნორმების
გასაუმჯობესებლად.
რეკომენდაცია 2. მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშებისა და
თამაშდამოკიდებულების პრევენციასთან დაკავშირებით პოლიტიკის გასატარებლად
ერთიანი
მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი
მექანიზმის
ჩამოყალიბებისა
და
ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოს შესაბამისი კვლევის ჩატარება, რის შედეგადაც
განისაზღვრება ამ მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო
ფინანსური,
ტექნიკური
და
ადმინისტრაციული
რესურსები,
აგრეთვე
შეიქმნება
სამოქმედო გეგმა მის ჩამოსაყალიბებლად.
ცხრილი 3. საზღვარგარეთის ქვეყნებში აზარტული თამაშების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისთვის,
განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პასუხისმგებელი მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი
მექანიზმები
ქვეყანა
აშშ
ჩინეთი/ჰონგ-კონგი
გერმანია
საფრანგეთი
დიდი ბრიტანეთი
იტალია
ესპანეთი
ნიდერლანდი
შვეიცარია
პოლონეთი
რუმინეთი
ჩეხეთი
შვედეთი
ნორვეგია
ფინეთი
ლიეტუვა
ინდოეთი
ისრაელი
მარეგულირებელი ორგანო
სათამაშო ბიზნესის ზედამხედველობის კომისია
შინაგან და ახალგაზრდობის საქმეთა ბიურო
სათამაშო ბიზნესის ფედერალური უწყება
სათამაშო ბიზნესის ეროვნული ორგანო
სათამაშო ბიზნესის კომისია
სახელმწიფო მონოპოლიების დამოუკიდებელი ადმინისტრაცია
სათამაშო ბიზნესის რეგულირების გენერალური დირექტორატი
სათამაშო ბიზნესის ზედამხედველობის საბჭო
სათამაშო ბიზნესის სამსახური
საკითხი გადანაწილებულია სხვადასხვა სამინისტროში
ფინანსთა სამინისტროს საბჭო
ფინანსთა სამინისტროს საბჭო
სათამაშო ბიზნესის საბჭო
სათამაშო ბიზნესის საბჭო
„ფინტოტო“
სათამაშო ბიზნესის კონტროლის სამსახური
შტატების ფინანსური დეპარტამენტის ლატარიების სამმართველო
ფინანსთა სამინისტროს საბჭო
30
ბიბლიოგრაფია
1. სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, https://www.geostat.ge/.
2. საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“.
3. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.
4. საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“.
5. “აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოზარდების ცოდნის, შეხედულებებისა და
პრაქტიკის კვლევა”, UNICEF GEORGIA, GRAPC GEORGIA, 2022 წ.
https://www.unicef.org/georgia/reports/study-adolescents-knowledge-attitude-and-practicegambling
6. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, https://www.who.int/.
7. სათამაშო ბიზნესი და ეკონომიკა (გლობალური გამოცდილება და საქართველო),
ბესიკ ბოლქვაძე, 2021 წ.
8. ჩინეთი/ჰონგ-კონგი
−
შინაგან
და
ახალგაზრდობის
საქმეთა
ბიურო,
https://www.hyab.gov.hk/en/policy_responsibilities/District_Community_and_Public_Relati
ons/gambling.htm.
9. ბელგია − სათამაშო ბიზნესის კომისია, https://gamingcommission.be/en.
10. საფრანგეთი − სათამაშო ბიზნესის ეროვნული ორგანო, https://anj.fr/english.
11. დიდი
ბრიტანეთი
−
სათამაშო
ბიზნესის
კომისია,
https://www.gamblingcommission.gov.uk/.
12. იტალია − სახელმწიფო მონოპოლიების დამოუკიდებელი ადმინისტრაცია,
https://www.adm.gov.it/portale/ee/customs/the-mission.
13. ესპანეთი − სათამაშო ბიზნესის რეგულირების გენერალური დირექტორატი,
https://www.ordenacionjuego.es/en/conocenos.
14. ნიდერლანდი
−
სათამაშო
ბიზნესის
ზედამხედველობის
საბჭო,
https://kansspelautoriteit.nl/english/.
15. შვეიცარია − სათამაშო ბიზნესის სამსახური, https://www.gespa.ch/en.
16. შვედეთი − სათამაშო ბიზნესის სამსახური, https://www.spelinspektionen.se/en/.
17. ნორვეგია − სათამაშო ბიზნესის სამსახური, https://lottstift.no/en/.
18. ლიეტუვა − სათამაშო ბიზნესის კონტროლის სამსახური, https://lpt.lrv.lt/en/.
31
დანართი
თემატური
მოკვლევის
ფარგლებში
დასაბუთებული
პოზიციები
წარმოადგინეს
იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა (იხილეთ ქვემოთ). წარმოდგენილი წერილობითი
მოსაზრებები
ხელმისაწვდომია
საქართველოს
პარლამენტის
ვებგვერდზე:
https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry
№
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორები
ა(ა)იპ „მოძრაობა - დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“
შპს „დღე პირველი“ (სარეაბილიტაციო ცენტრი)
ა(ა)იპ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია
გიორგი კაციტაძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
თეიმურაზ კობახიძე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
თელავის მუნიციპალიტეტის მერია
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
მარიკა კობახიძე
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
ონის მუნიციპალიტეტის მერია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
32
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
33