საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 4 მარტის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება - „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ (ჯგუფის შემადგენლობა: კახა კახიშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, ზაურ დარგალი, ედიშერ თოლორაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ანზორ ბოლქვაძე, შალვა კერესელიძე, დავით უსუფაშვილი, ზაზა ლომინაძე; მთავარი მომხსენებელი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-07
ბიუროს ნომერი 329 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-3289/24
06-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ რომ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, 2024
წლის 4 მარტის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
155-ე მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის
დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე. მოკვლევის
ჯგუფის თემა გახლავთ: „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები
მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის“.
თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტის წევრები:
1. კახა კახიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე;
2. ქეთი ჩარკვიანი- კომიტეტის წევრი;
3. ზაურ დარგალი - კომიტეტის წევრი;
4. ედიშერ თოლორაია -კომიტეტის წევრი;
5. ვიქტორ ჯაფარიძე- კომიტეტის წევრი;
6. ანზორ ბოლქვაძე- კომიტეტის წევრი;
7. შალვა კერესელიძე -კომიტეტის წევრი;
8. დავით უსუფაშვილი -კომიტეტის წევრი;
9. ზაზა ლომინაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ
ქვარაია.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახა კახიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge