„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ სქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-11
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ სქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 30.09.2002, მუხ. 125), შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
"მუხლი 141. შრომის ანაზღაურება
ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრისა და მარეგულირებელი კომისიის
თავმჯდომარის
თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
საქართველოს მინისტრისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივი სარგოს ზედა
ზღვარს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში
კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომის ანაზღაურების
შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზანია
ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომის ანაზღაურების რეგულირება. კერძოდ,
მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომის ანაზღაურება
საშუალოდ 255 ათასი ლარია, რაც თვეში 21 ათას ლარს აღემატება და ორჯერ მეტია
საქართველოს პრეზიდენტის დღეს არსებულ ერთი თვის შრომის ანაზღაურებაზე და
სამჯერ მეტია საქართველოს მინისტრების შრომის ანაზღაურებაზე.
2023 წლის მონაცემებით კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის მიერ წლის
განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 258 590 ლარია, რაც
ყოველთვიურად 21 500 ლარს აღემატება. კომუნიკაციების კომისიის წევრის
ანაზღაურება კი წლის განმავლობაში 246 300 ლარია (თვეში 20 500); სემეკის
თავმჯდომარის
შრომის
ანაზღაურება
წლის
განმავლობაში
243 804 ლარია (თვეში 20 300), სემეკის წევრის კი 241 887 ლარი (თვეში 20 157 ლარი)
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია არსებული რეალობის გათვალისწინებით,
რაც გულისხმობს ეროვნული
მარეგულირებელი
კომისიების წევრთა
და
თავმჯდომარეთა ადეკვატური შრომის ანაზღაურების დადგენას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შემოთავაზებული კანონპროექტი უზრუნველყოფს ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების წევრებისა და თავმჯდომარეების შრომის ანაზღაურების ადეკვატური წესის
დადგენას. კერძოდ, კანონპროექტის მიღებით, მარეგულირებელი ორგანოს წევრებისა და
თავმჯდომარეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო გაუტოლდება საქართველოს
მინისტრებისთვის „შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალურ ჭერს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში
კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომის ანაზღაურების ზედა
ზღვრის დაწესება. მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის წლიური შრომის
ანაზღაურება 105 275 ლარია (ყოველთვიურად 8900 ლარი), საქართველოს მინისტრის
84 600 ლარი (ყოველთვიურად 7 000 ლარი) მარეგულირებელი ორგანოების წევრების
ხელფასებისთვის წელიწადში საშუალოდ 250 ათას ლარამდე გაცემა ლოგიკას
მოკლებულია.
შესაბამისად, კანონპროექტით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
საქართველოს კანონს ემატება 141 მუხლი რომლითაც დგინდება მარეგულირებელი
ორგანოების წევრებისა და თავჯდომარისთვის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური
ზღვარი, რაც უტოლდება მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს
მაქსიმუმს.
საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგო მაქსიმალური ჭერი კანონით არის
განსაზღვრული, რაც არ უნდა აღემატებოდეს 8.5 კოეფიცენტს. აღნიშნული
კოეფიციენტი მრავლდება საბაზო ხელფასზე, რომელიც ყოველ წელს იცვლება. 2024
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, საბაზო ხელფასი 1330 ლარია, რაც 2025
წლიდან 10%-თ კიდევ გაიზრდება და 1460 ლარს გაუტოლდება. ამჟამად
მინისტრისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს
მაქსიმალური ჭერი
უტოლდება 11 305 ლარს თვეში. 2025 წლისთვის კი 11 305 ლარის ნაცვლად ეს ჭერი
დაახლოებით 12 400 ლარს მიაღწევს. კანოპროექტის მიღებით მარეგულირებელი
კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების ხელფასების დაწევა 2025 წლიდან
აღნიშნულ ნიშნულამდეა განსაზღვრული. კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში
მარეგულირებელი ორგანოების თანამდებობრივი სარგო არ იქნება მინისტრისთვის
განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალურ ჭერზე მეტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან მომდევნო საბიუჯეტო წელი იწყება 2025 წლის 1 იანვარს, შესაბამისად ეს
კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით მოხდება მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარისა და
წევრებისათვის ხელფასის შემცირება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტში მიმართული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
კერძოდ, ცვლილებები გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული
კომისიისა
და
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორი თავმჯდომარისა და 4-4 წევრისათვის
თვიური ხელფასის ზედა ზღვრის დაწესებას, რომელიც არ აღემატება საქართველოს
მინისტრის ხელფასის ერთი თვის ოდენობას.
საქართველოს მინისტრის ანაზღაურების მაქსიმალური ჭერი კანონით არის
განსაზღვრული, რაც არ უნდა აღემატებოდეს 8.5 კოეფიცენტს. აღნიშნული
კოეფიციენტი მრავლდება საბაზო ხელფასზე. 2024 წლისთვის საბაზო ხელფასი 1330
ლარია, ეს რიცხვი 2025 წლიდან 10%-ით კიდევ გაიზრდება და 1460 ლარს
გაუტოლდება.
ამჟამად
მინისტრისთვის
განსაზღვრული
ანაზღაურების
მაქსიმალური ჭერი 11 305 ლარია. 2025 წლისთვის კი 11 305 ლარის ნაცვლად ეს
ჭერი დაახლოებით 12 400 ლარს მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი
კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების ხელფასები მინისტრისთვის
დადგენილ მაქსიმალურ ნიშნულამდე ჩამოვა ეს გამოიწვევს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის შემცირებას საშუალოდ 200 000 ლარით წელიწადში.
კერძოდ: სემეკის წევრის შრომის ანაზღაურება წელიწადში 241 887 ლარია,
თავმჯდომარის კი 243 804 ლარი, კომუნიკაციების კომისიის წევრის - 246 300,
თავმჯდომარის კი 258 590 ლარი. თუ მათი ხელფასის მაქსიმალური ჭერი
მინისტრისას გაუტოლდება ყველა მათგანის ანაზღაურება ჩამოვა მაქსიმუმ
წელიწადში 149 ათას ლარამდე, რაც საბოლოო ჯამში წლის განმავლობაში მილიონ
ლარამდე თანხის დაზოგვას გამოიწვევს, შესაბამისად მოხდება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 200 ათას ლარამდე შემცირება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღებას ფინანსური გავლენა ექნება, როგორც მარეგულირებელი
კომისიის
თავჯდომარესა და წევრებზე, ასევე თავად მარეგულირებელ კომისიების
ბიუჯეტზე. კერძოდ, სემეკის წევრებს ხელფასი შეუმცირდებათ წელიწადში 93
ათასი ლარით, თავმჯდომარეს 94 ათასი ლარით, კომუნიკაციების კომისიის წევრს
97 ათასი ლარით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კი 109 ათასი ლარით.
ცვლილების გატარების შემდეგ, აღნიშნული პირებისათვის ხელფასების შემცირება
კი, თავის მხრივ წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიების ბიუჯეტების ჯამურ
დანაზოგს. სემეკი წლის განმავლობაში დაზოგავს 460 ათას ლარს, კომუნიკაციების
კომისია კი ნახევრ მილიონ ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
გადასახდელი.
არ
დგინდება
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე