საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 1-4 მარტს ქალაქ პარიზში (საფრანგეთი), მისი, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული კომიტეტის წევრის ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-3430/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-11
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-3430/24 11-03-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1-4 მარტს განხორციელდა ჩემი, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული კომიტეტის წევრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 2ფ. მივლინების ანგარიში პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1-4 მარტს განხორციელდა ჩემი, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული კომიტეტის წევრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში. მოგახსენებთ, რომ 2-3 მარტს სამუშაო შეხვედრა გავმართე საფრანგეთში მოქმედ საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ფარგლებში მოვისმინე აღნიშნული დაწესებულებების საჭიროებები და გამოწვევები და განვიხილეთ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საკვირაო სკოლების მხარდაჭერის შესაძლებლობები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლები: „ლილე“ (ქ. ბორდო), „ფესვები“ (ქ. რენე), ქართული კულტურის კერა „ლაზი“ (ქ. პარიზი) და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოვინახულე ქართული კულტურის კერა „ლაზი“ და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“, გავეცანი მითითებულ სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას. საკვირაო სკოლა „თამარიონში“ ვიზიტის ფარგლებში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, შევხვდი ქართულ დიასპორას. შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის ორგანიზებითა და მონაწილეობით განხორციელდა. მითითებული შეხვედრების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროების შესწავლის მიზნით. რასთან დაკავშირებითაც, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კულტურის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებთან ერთად, გეგმავს თემატური მოკვლევის დაწყებას. 4 მარტს, როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მივიღე პარიზში გამართულ იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დისკუსიაში. ამასთანავე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, მოხსენებით წარვდექი ტირანაში 4-5 ივლისს დაგეგმილ ქვეკომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა 23 აპრილს, ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე სამუშაო შეხვედრაში ჩემს მონაწილეობას. გივი მიქანაძე 05.03.2024წ.