საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2024
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-2962/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-11
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
N 15-2/2465 11/03/2024 2465-15-2-2-202403111151 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს წინადადება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად. ბატონო შალვა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ კონკრეტული საქმეების გარემოებების შესწავლის შედეგად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი გამოვლინდა, რაც, შესაძლოა, იწვევდეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ან სხვა პირის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი) უფლებების დარღვევას. ფაქტობრივი გარემოებები 2023 წლის 17 მარტს მომმართა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1. განმცხადებლის განმარტებითა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2019 წლის 7 ნოემბერს პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს ავტომობილი „ 1 საქმე N2676/23. “, სახელმწიფო ნომრით - . აღნიშნული ავტომანქანა შემდგომ ნივთიერი მტკიცებულების სახით დაერთო მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს.2 ბრალდების მხარემ განმცხადებელს 2021 წელს უარი უთხრა ავტომანქანის დაბრუნებაზე საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე.3 საერთო სასამართლოების განაჩენების თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებები უნდა დაბრუნებოდა კანონიერ მფლობელებს.4 განმცხადებლის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად,5 განმცხადებლის ადვოკატს ეცნობა, რომ მას 2022 წლის 9 ნოემბერს დაუბრუნდა “ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - . ამასთან, განმცხადებელმა სახალხო დამცველის აპარატში ასევე წარმოადგინა შ.პ.ს. “ (ს/კ კუთვნილი „ ) მიერ გაცემული ცნობა,6 რომლის თანახმად, მისი “ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - 2019 წლის 9 ნოემბრიდან 2023 წლის 15 მარტამდე პერიოდში, იდგა სპეციალიზებულ ავტოსადგომზე და სპეციალური ავტოსადგომის მომსახურების გადასახდელი თანხა იყო ი) ლარი. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული თანხის გადახდას მისგან სპეციალიზებული ავტოსადგომი ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანა არ დაუბრუნდებოდა. გარდა ამისა, 2023 წლის 25 აპრილს მომმართა კიდევ ერთმა მოქალაქე განმარტებითაც, შ.პ.ს. „ “ სთხოვდა დამტვრეული ცხენის ორთვალას სადგომზე გაჩერებისა და შენახვისთვის ხარჯების განმცხადებლის მეუღლე -მ, რომლის ლარის ანაზღაურებას.7 . ცნობილი იყო დაზარალებულად8. სახალხო დამცველის აპარატმა, საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვდა ინფორმაციის წარმოდგენას, თუ რა მიზეზით არ იყო აღსრულებული საგამოძიებო ორგანოს მიერ განაჩენი და არ დაუბრუნდა ნივთიერი მტკიცებულება დაზარალებულს.9 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, განმცხადებელს მიეცა 2 სისხლის სამართლის N03103119001 საქმე. 3 მარნეულის რაიონული პროკურატურის 2021 წლის 27 სექტემბრის N13/4-5840 წერილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განაჩენში ცალსახად არ უმსჯელია მ. ჰ.-სგან ამოღებული „ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - 35 MT 755 საკითხზე, თუმცა მისთვის ავტომანქანის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 5 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს 2022 წლის 11 ნოემბრის NMIA 022 03181981 წერილი. 6 მითითებული ცნობა განმცხადებლის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 9 ივნისს. 7 საქმე N4664/23. 8 განმცხადებლის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილია 2021 წლის 19 ნოემბერის რწმუნებულება/მინდობილობა (N211292418), რომლითაც დაზარალებული მ.მ. კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილებას გადასცემს მეუღლეს, ნ.ჯ.-ს. რწმუნებულება/მინდობილობა ძალაშია 2024 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით. 9 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის 4 მაისის N15-8/4446 წერილი. 4 ნებართვა სისხლის სამართლის საქმეზე10 ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ცხენის ორთვალას დაბრუნების თაობაზე.11 აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და განმცხადებელს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების განმცხადებლისთვის მოთხოვნის ფაქტი. საქართველოს კანონმდებლობა და ანალიზი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონი დაცულ ავტოსადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების შენახვის საფასურის გადახდას აკისრებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, მიუხედავად იმისა, რა სტატუსი აქვს მას სისხლის სამართლის საქმეში და არის თუ არა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის მიერ ჩადენილი დანაშაული.12 მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პროცესის მონაწილეების გარკვეულ კატეგორიას (დაზარალებული, მოწმე) საერთოდ არ აკისრებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის საპროცესო ხარჯების დაფარვის ვალდებულებას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს კი, მხოლოდ ადვოკატის მომსახურებისა და დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მოწვეული ექსპერტის, მოწმის ან წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯებს აკისრებს.13 ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულისთვის საპროცესო ხარჯების დაკისრების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,14 აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას.15 სხვა შემთხვევაში საპროცესო ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად წარმოების ვალდებულებას.16 ეს კი მოიცავს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და სხვადასხვა, მათ შორის ნივთიერი 10 სისხლის სამართლის N030200921001 საქმე. 11 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 15 მაისის NMIA 8 23 01352098 წერილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს 2022 წლის 22 იანვრის NMIA 4 22 00171196 წერილი. 12 საქართველოს კანონი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“, მუხ. 71, პუნქტ. 1, პუნქტ. 3, ქვეპუნქტ. „ა“, „ბ“. 13 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 91, ნაწ. 1, 2. 14 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 91, ნაწ. 3. 15 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 260, ნაწ. 1, ქვეპუნქტ. „ი“. 16 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 37. ნაწ. 2. მტკიცებულებების მოპოვებასა და სასამართლოსთვის წარდგენას დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზნით. ამასთან, საქმისმწარმოებელი ორგანო ვალდებულია დაიცვას პროცესის მონაწილის უფლებები, რაც მოიცავს ასევე პირის საკუთრების უფლებას.17 როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან იკვეთება, 2021 წლის 9 ივნისს მიღებული კანონით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ ავტოსადგომზე საქართველოს კანონში შეტანილი სამართალდამცავი ორგანოს მიერ ცვლილებებით, სისხლის დაცულ სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების გადახდა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, სისხლის სამართლის პროცესში მათი სტატუსის, სატრანსპორტო საშუალების დანაშაულთან კავშირისა და დაცულ სადგომზე მისი შენახვის პერიოდის მიუხედავად. შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე მსჯავრდებულს, ბრალდებულს, გამართლებულს, დაზარალებულსა და მოწმეს, თუ პროცესის მონაწილე მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელია და არ ახდენს განსხვავებას სატრანსპორტო საშუალება, როგორც ნივთიერი მტკიცებულება მოპოვებული ბრალდების მხარის მიერ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ დაცვის მხარის მიერ არის წარდგენილი.18 მიგვაჩნია, რომ მესაკუთრისთვის/კანონიერი მფლობელისთვის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების შენახვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, მათ შორის, ამავე კოდექსის დანაწესს, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს, ნივთიერ მტკიცებულებებთან მიმართებით, ეკისრება მხოლოდ მისი ან მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების ანაზღაურება.19 ხოლო დაზარალებულსა შენახვისა და და მოწმეს, გადაგზავნის როგორც უკვე ხარჯების აღინიშნა, კანონმდებლობა საერთოდ არ ავალდებულებს, აანაზღაუროს საპროცესო ხარჯები. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ეზღუდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მისთვის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების დამატებით დაკისრება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომლის თანახმად, საპროცესო ხარჯების ანაზღაურება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის 17 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 6, ნაწ. 1. 18 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ.71, პუნქტ.3. 19 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 91, ნაწ. 2. საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლით რეგულირებული ხარჯებისა და წესისა, ეკისრება სახელმწიფოს, როგორც გამოძიებასა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვა შესაძლებელია გრძელდებოდეს თვეებისა და მანძილზე, წლების ხანგრძლივი შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის დადგენილი გასვლამდე.20 ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერებულია მის დაკავებამდე ან სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებამდე,21 რაც ასევე, შესაძლოა, გაგრძელდეს განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალება, შესაძლებელია ინახებოდეს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე.22 სისხლის სამართლის პროცესი კი, სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე შენახვის ხარჯები შესაძლოა მნიშნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებდეს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს და არღვევდეს პირის საკუთრების უფლებას.23 მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებული პირისთვის ყველა შემთხვევაში ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სავალდებულობას. გასათვალისწინებელია, რომ ნივთიერი მტკიცებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პირსაც. კანონმდებლობა მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებით გვთავაზობს ამგვარ მიდგომას: (1) თუ სატრანსპორტო საშუალება გამოძიების მიერ ამოღებულია როგორც ნივთიერი მტკიცებულება და წარმოადგენს დანაშაულის საგანს ან/და იარაღს, დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ საგანს ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ სატრანსპორტო საშუალებას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება სასამართლოს მიერ უნდა ჩამოერთვას მსჯავრდებულს;24 (2) თუ სატრანსპორტო საშუალება არ არის დანაშაულის საგანი ან იარაღი, მსჯავრდებულს, უბრუნდება ამოღებული სატრანსპორტო საშუალება. სწორედ, ამ მეორე შემთხვევაში, ხარჯები „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეკისრება მსჯავრდებულს, რაც არ არის საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. 20 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 103. 21 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 71, ნაწ. 3. 22 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 81 (იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილეს პროცესის დასრულებამდე უარი ეთქვა ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნებაზე). 23 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 19, პუნქტ. 2. 24 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ.52. გარდა ამისა, ყურადსაღებია, რომ მსჯავრდებულის შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება ასევე, შესაძლოა, ინახებოდეს მსჯავრდებული პირის მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდამდე25 და ამ პერიოდის განმავლობაშიც ერიცხებოდეს სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯები. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს დანაშაულის შედეგად მოპოვებულ საგანს, რომელიც მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან და სისხლის სამართლის პროცესის დასრულებამდე, ბრალდების მესაკუთრეს/კანონიერ მხარის მფლობელს26, გადაწყვეტილებით, ასევე სისხლის არ სამართლის დაუბრუნდა პროცესის დასრულებამდე შეიძლება ინახებოდეს დაცულ ავტოსადგომზე და ერიცხებოდეს სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი, ობიექტური საფუძვლით, ისედაც ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით (დაცულ სადგომზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებით) გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე (სატრანსპორტო საშუალება ბრალდების მხარის მიერ არის მოპოვებული, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი პერიოდით დაცულ ავტოსადგომზე გაჩერების შემთხვევაში, ასევე, მცირდება სატრანსპორტო საშუალების თვითღირებულება და შესაძლებელია, დაცულ სადგომზე მისი მომსახურების ხარჯი, სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დროისათვის, საერთოდ აღემატებოდეს მის ღირებულებას. შესაბამისად, ამოღებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ობიექტურად, ისედაც ეზღუდება საკუთრების უფლება გამოძიების ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, დამატებით, დაცულ სადგომზე მისი შენახვის ხარჯების მესაკუთრისათვის/კანონიერი მფლობელისათვის დაკისრება, მაშინ, როდესაც ამ სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესაბამისი ვადით დაცულ სადგომზე დაყოვნება მთლიანად გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, გაუმართლებელ მატერიალურ ზარალს აყენებს მას და ეწინააღმდეგება საპროცესო ხარჯების განაწილების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს. დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს და ბრალდების მხარის მიერ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ვერ აძლევს მინდობილობას სხვა პირს სხვადასხვა გარემოების გამო. 26 საქართველოს სისხლის სამარტლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 80. 25 საქმის გამოძიებისა და პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზნით, პირის ნების საწინააღმდეგოდ საშუალების შენახვის მისი ხარჯებს მფლობელობიდან აკისრებს გასული სატრანსპორტო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს. ამავდროულად, ეს ხარჯი, ხსენებული კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საწინააღმდეგოდ, ხარჯის გადახდას ავალდებულებს ნებისმიერი სტატუსის მქონე პირს - მოწმესაც, დაზარალებულსაც, მსჯავრდებულსაც და გამართლებულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს ცვლილება და დამატება და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლი მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, პროცესის მონაწილეებს არ დაეკისროთ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ხარჯების ანაზღაურება და დაცულ იქნეს მათი საკუთრების უფლება. მოცემული საკანონმდებლო წინადადების განხილვის შედეგების შესახებ, გთხოვთ, მაცნობოთ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში. პატივისცემით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი .