საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით ჯიბილიანის მიერ წარმოდგენილ - „რესტორან-კაფეებში არასინდისიერად მომსახურების საფასურის დამატების აკრძალვა“ (№1-16455/23; 11.12.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-11
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-3491/24
11-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე დავით ჯიბილიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება - „რესტორან-კაფეებში არასინდისიერად მომსახურების საფასურის დამატების
აკრძალვა“ (№1-16455/23; 11.12.2023)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა, 2024 წლის 4 მარტის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება
„რესტორან-კაფეებში არასინდისიერად მომსახურების საფასურის დამატების აკრძალვა“ .
საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით რესტორნებისა და კაფეების მენიუში
დაფიქსირებული ფასის ნაცვლად მომხმარებლებს ახდევინებენ მეტ ფასს. იგი თვლის რომ
საჭიროა აღნიშნული პრაქტიკის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. კერძოდ, „1) ფასი,
რომელსაც მომხმარებელი ხედავს მენიუში უნდა იყოს საბოლოო (ან მაქსიმუმ ეწეროს რომ
დაემატება დღგ). 2) არანაირი დამატებითი მომსახურების საფასური არ უნდა მოეთხოვოს
მომხმარებელს“.
2024 წლის 12 თებერვალს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტომ, „მომხმარებელის უფლებების შესახებ“ კანონის საფუძველზე, კვებითი
მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის
მითითების
სტანდარტი
დაადგინა.
შესაბამისად,
სააგენტოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები
ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს მიაწოდოს
ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება
დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო
წინადადების ინიცირება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად
ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge