საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 79
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2736?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
12 მარტი 2024 12:00
2024 წლის 12 მარტი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმის
წარდგენა;
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი
არველაძე;
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
3/12/2024, 2:57 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2736?local=true
3/12/2024, 2:57 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N79
2024 წლის 12 მარტი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
თეონა აქუბარდია
დავით ბაქრაძე
მიხეილ დაუშვილი
არჩილ თალაკვაძე
აკაკი მინაშვილი
ანა ნაცვლიშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
სალომე ქურასბედიანი
ნინო წილოსანი
დავით ხაჯიშვილი
დღის წესრიგი:
1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმის
წარდგენა.
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი
არველაძე
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების
შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2024 წლის
სამოქმედო გეგმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი
არველაძემ წარადგინა.
მომხსენებლის
ინფორმაციის
თანახმად,
საქართველოს
კანონმდებლობა
უკვე
დაახლოებულია 65 პროცენტზე მეტით, ევროკავშირის იმ ნორმატიულ აქტებთან, რაც
DCFTA-ით არის გათვალისწინებული. გენადი არველაძის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი
პროგრესია და ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ტემპებს
ნიშნავს. მისი თქმით, სულ 237 სამართლებრივი აქტიდან 137 სამართლებრივ აქტთან
საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია.
ორმხრივ ვაჭრობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2023 წლის
განმავლობაში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 15 პროცენტით გაიზარდა და ოთხ
მილიარდნახევარი დოლარი შეადგინა, რამაც სქართველო მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 21%
დაიკავა. იმპორტი 24%-ით გაიზარდა და შეადგინა 3 მილიარდ 794 მილიონი აშშ დოლარი.
მიუხედავად ექსპორტის კლებისა მნივშენლოვნად გაიზარდა საექსპორტო პროდუქციის
ბრუნვა როგორიც არის მინერალური წყალი (გაიზარდა 17%), ხილ-ბოსტნეული კონსერვები
(45%-ით), სპირტიანი სასმელები (27%-ით) და აზოტოვანი სასუქები (94%-ით).
მომხსენებელმა განმარტა რომ ექსპორტის 18%იანი შემცირება ძირითად სპილენძის
მადნებისა და ფეროშენადნობების პროდუქციის ექსპორტის შემცირებით არის
განპირობებული.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, DCFTA-ის განხორციელების პროცესის
ეფექტიანი მონიტორინგისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით და არსებული პრაქტიკის
შესაბამისად, შემუშავდა DCFTA-ის განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმა.
მისი განცხადებით, გრძელდება კომისიასთან თანამშრომლობა. 2023 წლის 13-14 დეკემბერს
კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა ვაჭრობის საკითხებზე სადაც
განხილული იყოს საჯარო შესყიდვების სფეროში მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე, ფიტო
სანიტარული და სანიტარული ნორმების დანერგვის შედეგები და მიღწევები,
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფერო და ვაჭრობის სხვა სფეროები, რასაც
მომხსენებლის თქმით კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება მოჰყვა და გამოიხატა მზაობა
აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.
მისივე განცხადებით, ქართული მხარის მიერ მომზადდა 2024-25 წლების საქართველოევროკავშირის DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომელიც იქნება
პირველი, ორმხრივად შეთანხმებული სამოქმედო გეგმა იმ განსახორციელებელ
ღონისძიებებსა და რეფორმებზე, რომელსაც საქართველო როგორც DCFTA-ით აღებული
ვალდებულებების ფარგლებში, ასევე, მის მიღმაც ახორციელებს სხვადასხვა სექტორული
მიმართულებით და მოიცავს: ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროებს.
მომხსენებლის განცხადებით, რეფორმები ხორციელდება მათ შორის, კანონმდებლობის
დაახლოების, ინსტიტუციების გაძლიერების და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის
მიმართულებით.
მომხსენებელმა ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და მათი
კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, მთავრობის მიერ განხორციელებულ და
მიმდინარე ღონისძიებებზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა აქტიურად
ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო
ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის
ხელშეწყობის მიზნით. მან ყურადღება გაამახვილა ტექნიკური რეგულირების,
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასებისა და ბაზრის
ზედამხედველობის
ადმინისტრირებისათვის
საჭირო
ინსტიტუციური
და
ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს სტანდარტებისა და მეტეოროლოგიური ეროვნული
სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო და
ევროპული სტანდარტების ეროვნულ
სტანდარტებად დარეგისტრირებას. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით სულ
საქართველოს სტანდარტად დარეგისტრირებულია 25500-ზე მეტი სტანდარტი.
მომხსენებლის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორის
ხელშეწყობის მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო
სივრცის
შესახებ“
შეთანხმების
მოთხოვნების
შესაბამისი
ხარისხის
ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს
ბაზარზე ზედამხედველობის რეფორმა.
კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომპანიების
საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სტატისტიკით დაინტერესდა. კონკრეტულად კი თუ
როგორია აღნიშნული მიმართულებით პროგრესი და ამასთან, გამოწვევებიც რაც შესაძლოა
აფერხებდეს ქართული კომპანიების და ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე
წვდომის შესაძლებლობებს.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2022 წლის მონაცემებით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე
965 ქართული კომპანია იყო გასული, ხოლო რაც შეეხება 2023 წლის შედეგებს აღნიშნულმა
რიცხვმა 106 მიაღწია.
ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთახმების შესაძლებლობების გამოყენებასთან
დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში
წარმოებული პროდუქციის 85% გადის ევროკავშირის ბაზარზე. მისივე განცხადებით,
სახელმწიფო მრავალ პროგრამას ახორციელებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის
მიზნით და ხელს უწყობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული პროდუქციის ცნობადობას.
კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი დაინტერესდა აქვს თუ არა სამინისტროს
საერთო სურათის შეფასება ევროკავშირის წევრობის ვალდებულებების თუ რა წილი იქნება
შესრულებული მას შედეგ, რაც 2027/28 წლისთვის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება
დასრულდება.
როგროც მომხსენებელმა განმარტა, კანდიდატის სტატუსის ფარგლებში ვალდებულებების
80% შესრულებული იქნება, მისივე განცხადებით ორმხრივ რეჟიმში კონსულტაციები
მიმდინარეობს ევროკომისიასთან, სადაც მოხდება შეთანხმებების მიღმა არსებული
სფეროების იდენტიფიცირება და საკანონმდებლო დაახლოების მიზნით ახალი
რეკომენდაციების მომზადება.
კომიტეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ანგარიში
დადებითად შეაფასა.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე