საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (თემურ ლაჭყეპიანი, ირინა ლიკლიკაძე, გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანი, ქეთევან ინასარიძე, მანანა ხანანაშვილი) (№1-2608/24; 04.03.2024) რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 141
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2735?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
12 მარტი 2024 12:00
2024 წლის 12 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“,
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების
მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თემურ ლაჭყეპიანის, ირინა ლიკლიკაძის,
გულნარა
ფუტკარაძე-სენეჩიანის,
ქეთევან
ინასარიძის
და
მანანა
ხანანაშვილის
შემადგენლობით) (1-2608/24; 04.03.2024) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
3/12/2024, 2:56 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 12 მარტი, 12.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N141
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები:, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა
წიწავა, სალომე ჯინჯოლავა, ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე ირაკლი
მეზურნიშვილი და გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი.
სხდომაზე მოწვეული: ირინა ლიკლიკაძე - საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით,
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თემურ ლაჭყეპიანის, ირინა ლიკლიკაძის, გულნარა
ფუტკარაძე-სენეჩიანის, ქეთევან ინასარიძის და მანანა ხანანაშვილის შემადგენლობით) (N12608/24;04.03.2024) რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
მოისმინეს:
ირაკლი
შატაკიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილავს არანაკლებ 25 000
ამომრჩევლის ინიციატივით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო
ჯგუფის (თემურ ლაჭყეპიანის, ირინა ლიკლიკაძის, გულნარა ფუტკარაძე-სენეჩიანის, ქეთევან
ინასარიძის და მანანა ხანანაშვილის შემადგენლობით) (N1-2608/24; 04.03.2024) რეგისტრაციის
საკითხს.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის
მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა
დარღვევით, კერძოდ წარმოდგენილ კანოპროექტებზე თანდართული განმარტებითი ბარათები
სრულად არ აკმაყოფილებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად არ
მიაჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება.
1
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ მომზადებული დასკვნა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
აზრი გამოთქვეს: ირინა ლიკლიკაძემ აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფისათვის კომიტეტის
დასკვნაში მოყვანილი ტექნიკური ხარვეზები მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან ისინი არიან
სამოქალაქო აქტივისტები და არ აქვთ სათანადო იურიდიული გამოცდილება. საინიციატივო
ჯგუფი უმოკლეს დროში შეეცდება გამოასწოროს ხარვეზები და ხელახლა მიმართოს
პარლამენტს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მიზნით.
კენჭისყრა:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფს (თემურ ლაჭყეპიანის, ირინა ლიკლიკაძის, გულნარა ფუტკარაძესენეჩიანის, ქეთევან ინასარიძის და მანანა ხანანაშვილის შემადგენლობით)
(N1-2608/24;
04.03.2024) უარი უთხრას რეგისტრაციაზე?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
მომხრე - 6 წევრი
წინააღმდეგი - 1 წევრი
გადაწყვიტეს:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ირაკლი შატაკიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2