საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციის მოსმენა საკითხებზე: • სამინისტროს მიერ, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები; • ქართული ენის სწავლების შენარჩუნების მიზნით უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების მხარდამჭერი პროექტები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები;

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.04.2023
ავტორი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი
ინიციატორი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4f09]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 5

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2131?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 21 აპრილი 2023 15:00 2023 წლის 21 აპრილი პლენარული სხდომის შესვენებაზე ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი საქართველოს განათლებისა ურთიერთობებისა და და სტრატეგიული მეცნიერების სამინისტროს განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო ინფორმაციის მოსმენა საკითხებზე: • სამინისტროს მიერ, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები; • ქართული ენის სწავლების შენარჩუნების მიზნით უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების მხარდამჭერი პროექტები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები; მომხსენებელი: საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი - კახა ხანდოლიშვილი; თანამომხსენებელი: საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი - ანა ლუკავა. 3/13/2024, 5:49 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N5 2023 წლის 21 აპრილი, 15.00 საათი, საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, ქეთევან დუმბაძე, რესან კონცელიძე, მაია მენაღარიშვილი (ირაკლი მეძმარიაშვილის უფლებამონაცვლე), ანა უფლებამონაცვლე), კობა ნაყოფია, თამარ ჩარკვიანი. წითლიძე (აბდულა ისმაილოვის სხდომას არ ესწრებოდა: ნიკა მაჭუტაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციის მოსმენა საკითხებზე:  სამინისტროს მიერ, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები;  ქართული ენის სწავლების შენარჩუნების მიზნით უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების მხარდამჭერი პროექტები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები; მომხსენებელი: საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი - კახა ხანდოლიშვილი; თანამომხსენებელი: საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი - ანა ლუკავა. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. მომხსენებელმა - კახა ხანდოლიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების შესახებ: მიმდინარე და დაგეგმილი მისი განცხადებით:  საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ბაზაზე, ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების/პლატფორმების/ცენტრების ფუნქციონირების გაგრძელებისა და დაფუძნების ხელშეწყობისა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის, ასევე, ქართული ენის სწავლების შენარჩუნებისა და ქართული ლიტერატურის ხორციელდება მეტად "ქართველოლოგიისა პოპულარიზაციის და მიზნით საზღვარგარეთ სამინისტროში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების მხარდაჭერის პროგრამა" (განხორციელების ვადა 2023 წელი; პროგრამის ბიუჯეტი - 537,000.00 ლარი).  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2022 წელს დაფინანსდა ოქსფორდის უნივერსიტეტის „ქართული ლიტერატურის თარგმნის პროექტი: უორდროპების მემკვიდრეობის გაგრძელება”, რომლის მიზანია მხარეებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება და „თარგმნის სახელოსნოს“ შექმნა, რომელიც ნაცვლად წელიწადში სამი აკადემიური სემესტრისა, მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და სამი წლის განმავლობაში დაასრულებს ლიტერატურულ თარგმანზე მუშაობას.  პროგრამის "მეცნიერების პოპულარიზაცია" ფარგლებში 2021-2022 წლებში ჩატარდა კონკურსი ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების საფუძველზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დედაენის სიყვარულის გაღვივების მიზნით, 2022 წელს ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი – "ქართული ანბანის ელჩები". კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს პოპულარიზაცია უნდა გაეწიათ ქართული ანბანისათვის სხვადასხვა სახის აქტივობის საშუალებით და დაეინტერესებინათ უცხოელი თანატოლები ქართული ენითა და ანბანით.  მომხსენებლის განმარტებით, მოქმედებს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა "ირბახი," რომლის ფარგლებში შესრულებული ნაშრომები იტვირთება სპეციალურად მომზადებულ ვებგვერდზე www.geofl.ge. მასზე განთავსებულია ქართული ენის სასწავლო სახელმძღვანელოები ენის ფლობის დონეების შესაბამისად, მეთოდური და დამხმარე მასალები.  ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2017 წლიდან ახორციელებს ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდამჭერ პროგრამას. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 72 ქვეყნის 860 მოსწავლე და 36 მასწავლებელი.  2017 წლის 6 აპრილიდან ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და დღემდე გამართულად მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. ქართული ენის გაკვეთილები 50-ე საჯარო სკოლაში კვირაში ორჯერ ტარდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული ათენში მცხოვრები ორი ქართველი პედაგოგის მიერ. კახა ხანდოლიშვილის განცხადებით, დიასპორული პროექტების მიმართულებიტ აქტიურ საქმიანობას ეწევა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მისივე განმარტებით, ქართული სამეცნიერო დიასპორა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინტელექტუალურ რესურს, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულეებსა და საქართველოს სამეცნიერო კადრების თანამშრომლობასა და ახალი ცოდნის გავრცელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (ფონდი) ამ მიმართულებით ახორციელებს არაერთ აქტივობას. ქართულ სამეცნიერო ცხროვრებაში ქართული სამეცნიერო დიასპორის ჩართულობის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანია ფონდის საგრანტო კონკურსების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ფონდის საგრანტო დაფინანსების შესაძლობების შესახებ საინფორმაციო უზრუნველყოფა. ამგავრი ღონისძიებები მოიზიდავს დიასპორის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არასოდეს მიუღია მონაწილეობა ფონდის საგრანტო კონკურსებში. მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:  სამინისტროს მიერ, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები;  ქართული ენის სწავლების შენარჩუნების მიზნით უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების მხარდამჭერი პროექტები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები; სხდომის თავმჯდომარე: გივი ჭიჭინაძე სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი