„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/373/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ს) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა − სასწავლო მიზნების, სწავლის შედეგების, მოდულის/მოდულების, შესაბამისი კრედიტების, სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებათა ერთობლიობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის/დიპლომების გაცემით.“; 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები 1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა. 2. პირი, რომელსაც დაძლეული აქვს: ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები; ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლების პროგრამა. 4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიღების საფუძველიც კანონმდებლობით იყო საბაზო/სრული ზოგადი განათლება. 5. პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს.". 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს ან შემუშავდეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.“. 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი/დიპლომები.“. 5. 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ლ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს;". 6. 39-ე მუხლის: ა) 15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 16-110 პუნქტები: ,,16. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ავტორიზაციის უწყვეტობის მიზნით ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უფლებამოსილნი არიან საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განრიგით. 17. ამ მუხლის 16 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ავტორიზებულად ამ მუხლის 16 პუნქტით გათვალისწინებულ საავტორიზაციო განაცხადებზე წარმოების დასრულებამდე. 18. დაწესებულება ვალდებულია იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს, რომელიც არ იქნა წარდგენილი ახალი საავტორიზაციო განაცხადით, დაასრულებინოს სწავლა და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ პერიოდში აღნიშნული პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებულად. 19. ამ მუხლის 16 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისადმი მიმართვის უფლება გავრცელდეს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ უწევდათ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა. ამ პერიოდში განხორციელებული ქმედებები ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად. 110. ამ მუხლის 16 – 19 პუნქტები, ასევე, გავრცელდეს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-24 პუნქტები: 21. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩარჩო დოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია ან ჩარჩო დოკუმენტი გაუქმებულია. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, ჩარიცხოს პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი არ ადგენს განსხვავებულ პირობას. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს მხოლოდ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანი არ არის. 2 3. ავტორიზაციის ვადის გასვლის/ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული სტუდენტის მობილობა და გადავიდნენ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის“ მიხედვით შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე. 24. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული მისანიჭებელი კვალიფიკაცია და განათლების დონე უცვლელია, კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ პროგრამაზე ახალი მიღების გამოცხადებამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიყვანოს შესაბამისობაში პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრი, შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ინიცირებით მიმართავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, შესაბამის გადაწყვეტილებაში ცვლილებების ასახვის მიზნით, ხოლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეს პროგრამა მისი განხორციელების უფლებამოსილების ვადით. სხვა შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება არაა უფლებამოსილი ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები აღნიშნულ პროგრამაზე. გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: 16. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება ან ამ უფლების მქონე იურიდიული პირი ვალდებულია 2023 წელს გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე 2024 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხულ მსმენელებს დაასრულებინოს სწავლა და გასცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიკატი. ამ პერიოდში განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა იქნება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფიზიკურად წარდგენის გარეშე) იმ პირთათვის, ვისი მონაცემებიც ფიქსირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში; ახალი რედაქციით განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის უწყვეტობის მიზნით ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ - ცენტრი) 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად. საგულისხმოა, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის დროისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო უნდა იყოს ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია; განისაზღვრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება არ დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს. აღნიშნული, ჩანაწერი, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად განახორციელონ ისეთი პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება ვალიდური. ასევე, ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტერმინი, რაც ერთობლივი პროგრამების განხორციელების შემთხვევაში შექმნის შესაძლებლობას, კურსდამთავრებულებზე გაიცეს ერთობლივი დიპლომი ან/და დიპლომები. ამ შემთხვევაში, პირს მიენიჭება ერთი კვალიფიკაცია და დიპლომში მიეთითება პროგრამის ერთობლივად განხორციელების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ჩანაწერი ერთობლივი პროგრამის უცხო ქვეყნის დაწესებულებებთან ერთად განხორციელების შემთხვევაში დაწესებულებებს გაუმარტივებს დიპლომის გაცემის პროცედურას. წარმოდგენილი ცვლილებით, გარდამავალ დებულებებს დაემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად, კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ - დაწესებულება) უფლებამოსილია ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, იმ შემთხვევაშიც თუ ჩარჩო დოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია ან ჩარჩო დოკუმენტი გაუქმებულია (დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, ჩარიცხოს პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი არ ადგენს განსხვავებულ პირობას). ამ შემთხვევაში დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს მხოლოდ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანი არ არის. ავტორიზაციის ვადის გასვლის/ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განხორციელებულ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტებს, მიეცემათ მობილობის შესაძლებლობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის“ მიხედვით შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე. იმ შემთხვევაში, თუ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული მისანიჭებელი კვალიფიკაცია და განათლების დონე უცვლელია, დაწესებულება ვალდებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ პროგრამაზე ახალი მიღების გამოცხადებამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიყვანოს შესაბამისობაში პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ცენტრს. ცენტრი, შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში მიმართავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, შესაბამის გადაწყვეტილებაში ცვლილებების ასახვის მიზნით, ხოლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეს პროგრამა მისი განხორციელების უფლებამოსილების ვადით. სხვა შემთხვევაში დაწესებულება არაა უფლებამოსილი ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები აღნიშნულ პროგრამაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება ან ამ უფლების მქონე იურიდიული პირი ვალდებულია 2023 წელს გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე 2024 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხულ მსმენელებს დაასრულებინოს სწავლა და გასცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიკატი. ამ პერიოდში განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონმდებლობის შესაბამისად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია შემდეგი საკითხების დასარეგულირებლად: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა იქნება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფიზიკურად წარდგენის გარეშე) იმ პირთათვის, ვისი მონაცემებიც ფიქსირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში; ახლებური რედაქციით განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის უწყვეტობის მიზნით ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად. საგულისხმოა, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის დროისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო უნდა იყოს ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია; განისაზღვრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება არ დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს. აღნიშნული, ჩანაწერი, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად განახორციელონ ისეთი პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება ვალიდური. ასევე, ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტერმინი, რაც ერთობლივი პროგრამების განხორციელების შემთხვევაში შექმნის შესაძლებლობას, კურსდამთავრებულებზე გაიცეს ერთობლივი დიპლომი ან/და დიპლომები. ამასთან, განისაზღვრება დაწესებულებების/პროფესიული სტუდენტების უფლებამოსილებები ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების/პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც დაზუსტდება, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა; განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად; პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია; განისაზღვრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება არ დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს; შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში კურსდამთავრებულებზე ერთობლივი დიპლომის ან/და დიპლომების გაცემისა. -განისაზღვრება დაწესებულებების/პროფესიული სტუდენტების უფლებამოსილებები ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების/პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც:  დაზუსტდება, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა;  განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს;  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად;  პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია;  განისაზღვრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება არ დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს;  შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში კურსდამთავრებულებზე ერთობლივი დიპლომის ან/და დიპლომების გაცემისა.  განისაზღვრება დაწესებულებების/პროფესიული სტუდენტების უფლებამოსილებები ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების/პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად განახორციელონ ისეთი პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება ვალიდური. აღნიშნული თანამშრომლობა არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, ვინაიდან მოექცევა ვაუჩერის დამტკიცებულ ოდენობაში. რაც შეეხება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას, შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდება დაწესებულების ადმინისტრაციული ხარჯით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას, ვინაიდან ის პირები რომლებიც დასაქმებულები იყვნენ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ფარგლებში იმ ჩარჩო დოკუმენტების გაუქმებამდე, რომელთა საფუძველზეც შემუშავებულია პროგრამა, შეინარჩუნებენ იმავე სამართლებრივ მდგომარეობას, შესაბამისად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი არ შეიცვლება. ხოლო დაწესებულებებს, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე უწევდათ ავტორიზაციის გავლა, უკვე დასრულებული აქვთ ეს პროცესი, ვინაიდან, საგანმანათლებლო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საავტორიზაციო განაცხადი დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე გარკვეული პერიოდით ადრე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად განახორციელონ ისეთი პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება ვალიდური. აღნიშნული თანამშრომლობა არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, ვინაიდან მოექცევა ვაუჩერის დამტკიცებულ ოდენობაში. ასევე, 2023 წელს გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე 2024 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული მსმენელების სწავლების ხარჯი ფინანსდება პროგრამის ფარგლებში და მოპოვებული დაფინანსება დაწესებულებას ერიცხება პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე. ამდენად წარმოდგენილი ცვლილებით ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში ნარჩუნდება იგივე მდგომარეობა, რაც ზემოაღნიშნულ პროგრამების გაუქმებამდე იყო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მოსალოდნელ ფინანსური შედეგებს. კანონპროექტი საქართველოს როგორც საჯარო ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად განახორციელონ ისეთი პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება ვალიდური. აღნიშნული თანამშრომლობა არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, ვინაიდან მოექცევა ვაუჩერის დამტკიცებულ ოდენობაში. ასევე, ის პირები რომლებიც დასაქმებულები იყვნენ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ფარგლებში იმ ჩარჩო დოკუმენტების გაუქმებამდე, რომელთა საფუძველზეც შემუშავებულია პროგრამა, შეინარჩუნებენ იმავე სტატუსს, რაც გააუმჯობესებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას. ასევე ცვლილების შედეგად, 2024 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხულ მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა დაასრულონ სწავლა და მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიკატი, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებაში ან/და სამომავლო პროფესიულ განვითარებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან დაიწყო პროფესიული კვალიფიკაციების განახლების პროცესი. ახალი სტანდარტის ამოქმედება იწვევს არსებულის გაუქმებას, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს კვალიფიკაციის მიღების პროცესს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, დაწესებულებებმა ავტორიზაცია გაიარონ ახალი სტანდარტების შესაბამისად შექმნილ პროგრამებზე. ხოლო დაწესებულებებს, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე უწევდათ ავტორიზაციის გავლა, უკვე დასრულებული აქვთ ეს პროცესი, ვინაიდან, საგანმანათლებლო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საავტორიზაციო განაცხადი დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე გარკვეული პერიოდით ადრე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.