მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლა

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.03.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
ნომერი
#1-3251/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში/მოხსენება

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (237 KB) 📄 მოხსენება (163 KB) 📝 მოხსენება (55 KB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.8 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (10.4 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (7.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.0 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.8 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.8 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.1 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.9 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.2 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.1 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (21.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (487 KB)

📜 ტექსტი

წერილი
15/03/2024 *MIA62400792728* MIA 6 24 00792728 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს/მოხსენებას, რომელიც საქართველოს პარლამენტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წარედგინება დაგეგმილ მინისტრის საათზე. დანართი: 22 (ოცდაორი) ფურცელი. შ.ს.ს. მინისტრი ვახტანგ გომელაური
მოხსენება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის მოხსენება პარლამენტი, 2024 წელი 2023 წელს, მართლწესრიგისა განხორციელებისათვის და გაუმჯობესებისთვის, შინაგან და უსაფრთხოების მოქალაქეებისთვის საქმეთა დაცვის საპოლიციო სამინისტროში ეფექტიანად მომსახურების არაერთი რეფორმა განხორციელდა. აღნიშნული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე, ის საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომელიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს. დანაშაულის პრევენცია, მასზე ეფექტიანი რეაგირება, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, სამართალდამცველების მხრიდან ყოველდღიურად, ძალიან დიდ ძალისხმევას, დაუღალავ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცველებისთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა, სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა, გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე, აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება. 1 2023 წელსაც გაგრძელდა ზრუნვა სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე. წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას, სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და რეფორმების თაობაზე. გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში. ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. კვლევის მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია. მინიჭებული ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგკონგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები, რამაც გამოსაქვეყნებელი მონაცემები კიდევ უფრო დეტალური გახადა. 2 აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანი დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა იყო, რადგან, პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის შემდეგ დანაშაულის გახსნისა და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის. 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც. ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში. რეფორმის ფარგლებში, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახება გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტურობაზე. ამავე რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. რაჭაში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც გააჩინა პოლიციის ცალკე დანაყოფის შექმნის საჭიროება. რაჭის პოლიციის დეპარტამენტი 2007 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ცალკე დანაყოფად აღარ ფუნქციონირებდა. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება. მართლწესრიგის ინსტიტუტი რუსთავსა და ბათუმში 2023 წელს ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს რამდენიმე 3 ათეული, ენერგიული ახალგაზრდა შემოუერთდა, რომლებიც მართლწესრიგის ოფიცრის რანგში იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფციაზე, გაცხადებული გეგმის თანახმად, განხორციელდა ანალიტიკური ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით და, დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში 94 ანალიტიკოსი მუშაობს. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც აერთიანებს კომპლექსურ უწყებათაშორის აქტივობებს და შემუშავებულია შემდეგი 3 ძირითადი მიზნის ფარგლებში: • „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება; • კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება; • ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით სტატისტიკის დეტალური ფორმით 4 დამუშავებას. ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას. 2023 წელს, მნიშვნელოვან გამოწვევას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენდა, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%ით გაიზარდა. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე − პირველ კალათაში იკავებს ადგილს. • მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 15 პირს; • პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ; • 4 სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია 3 „კანონიერი ქურდი“; • ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი; • კიბერდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირის მიმართ დაიწყო. 5 2023 წელს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო შეიქმნა, რაც ხელს შეუწყობს ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციას, ოპერატიულად გამოვლენას და აღკვეთას. მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, კერძოდ, ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარიგზავნენ პოლიციის ატაშეები. დამატებით გადაიფარა 12 ქვეყანა. დღეის მდგომარეობით, წარგზავნილია 18 პოლიციის ატაშე, საიდანაც 36 სახელმწიფო იფარება, აგრეთვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან ატაშეების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით. ატაშეებთან მიმართებით უნდა აღნიშნოს, რომ 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გასულ წელს 12 მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე, წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე, გაიმართა მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და უნგრეთში შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და კოლეგებთან შეხვედრები გამართეს − პოლონეთში, ისრაელში, თურქეთში, ლიეტუვაში, ავსტრიისა და ლატვიის რესპუბლიკებში. 6 ოფიციალური ვიზიტების გარდა, პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ოქმსა და ხელშეკრულებას. აქტიურად გაგრძელდა, როგორც გაცვლითი სასწავლო პროგრამები, ასევე ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება დონორების მხარდაჭერით. მნიშვნელოვანია საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით განხორციელებული სიახლეები: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანობისა და პრაქტიკაში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვის მიზნით, 2023 წელს, დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს („ფრონტექსის“) მიერ მიღებული მოდელის საბოლოო ვერსიის მიხედვით შემუშავდა. ამასთან, საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩართულ პირებთან გამართული შეხვედრების შედეგად შეიქმნა და დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის დანერგვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის მთავარი მიზანი საზღვრის მართვის კონტექსტში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა. დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და, ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა. 7 გარდა ამისა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ხდება პირის იდენტიფიცირება და შესაბამის სამგზავრო დოკუმენტზე მოცემული ფოტოსურათის შედარება აღნიშნულ პირთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს შეიქმნა და პრაქტიკაში დაინერგა საქართველოდან გაძევებულ პირთა ანალიტიკური მოდული, რაც საზღვრის რისკის ანალიზის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის საქმიანობას, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო საზღვრის დაცვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, მესაზღვრეების გადამზადების, საველე სწავლებების გაუმჯობესების, სექტორების აღჭურვის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. საქართველოს ისტორიაში პირველად, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფის 12-მა თანამშრომელმა საბერძნეთში მონაწილეობა მიიღო „ნატო“-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ,,Airbus Helicopters“-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადმოეცა „H 145“-ის პირველი ბორტი, ხოლო, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში 8 იგეგმება. ასევე, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. ზემოაღნიშნული შვეულმფრენი არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ახალი შვეულმფრენი შესაძლებლობებით მაღალ გამოირჩევა, სიმაღლეზე რაც ოპერირებისა საქართველოს და მანევრის მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით, 2023 წელს, სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ 7 სწავლება. საერთო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით სასაზღვრო პოლიციის 200-მდე თანამშრომელი გადამზადდა. სასაზღვრო პოლიციის ორგანიზაციების მიერ, განვითარების კუთხით, საქართველოს სასაზღვრო გასულ წელს დონორი პოლიციისთვის გაწეულმა დახმარებამ 3 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი შეადგინა, ასევე, ევროკავშირის დახმარებით სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი განახლდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მაღალი გამავლობის 20 სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი გადაეცა. 9 2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი სულ მცირე 58%-ით გაიზარდა, მაგალითად, პატრულინსპექტორის − 58%-ით, უფროსი დეტექტივის − 61%-ით, ხოლო გამომძიებლის ხელფასი − 80%-ით. 2022 წელს, სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს, უკვე გაზრდილი ხელფასის ზრდა მოხდა დამატებით 20%-ით, ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და პირველი იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის არსებული ხელფასი დამატებით კიდევ 10%-ით გაიზარდა. პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს, თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. „პოლიციის ქალაქში“ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და პროექტის ფარგლებში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომელიც 6 ჰექტარზეა განთავსებული, აქტიურად მიმდინარეობს. ტერიტორიაზე საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად სამომავლოდ მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო 10 სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მუშაობა ამბროლაურში თანამედროვე ტიპის შენობაში დაიწყეს. ასევე, აღსანიშნავია, აბასთუმანი, სადაც პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის შენობები არ იყო და მათი მშენებლობა 2023 წელს დასრულდა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები საქმიანობას სრულიად ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობებში შეუდგნენ. ასევე, ახალი შენობა აშენდა კასპშიც და მეხანძრე-მაშველები ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში მუშაობენ. საპოლიციო სერვისების გაუმჯობესების კუთხით საანგარიშო პერიოდში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ერთიანი მომსახურების ცენტრის ბათუმის ფილიალი გაიხსნა, სადაც მოქალაქეები 50-მდე სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ სრულად გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობა და სამინისტროს პატრულინსპექტორები ღირსეულ გარემოში აგრძელებენ მუშაობას. 2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400-მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი. აღნიშნული ავტომანქანებით სარგებლობენ სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში. 11 საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2023 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ აქტიურად ხდებოდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარება. 2023 წელს ამოქმედდა 883 ვიდეოკამერა, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 − ნომრის ამომცნობი. ქვეყნის მასშტაბით სისტემაში ჯამში 7419 ვიდეოკამერაა ჩართული. რაც შეეხება სიჩქარის კონტროლის სექციებს, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა 168 სექცია, რომელიც 447 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს ფარავს. შედეგად, საქართველოს მასშტაბით სულ მოწყობილია 574 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რაც ჯამურად ფარავს 2024-კილომეტრს. მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, ზამთრის საბურავების გარეშე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებაზე და ა.შ. გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმებისა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასულ წელს სამი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეოთხე კვარტალში ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკა გაუარესდა. 12 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. − 5469, ხოლო 2023 წ. − 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა (2022 წ. – 7517; 2023 წ. − 7310 ), ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი (2022 წ. − 430, 2023 წ. − 442). საგზაო მოძრაობის სამინისტროს უსაფრთხოების გაძლიერების საინფორმაციო-ანალიტიკური მიზნით, შინაგან საქმეთა დეპარტამენტში შეიქმნა ახალი დანაყოფი − საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს, ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებასა და შემდგომში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. საგზაო უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. მნიშვნელოვანია, რომ საპატრულო პოლიციის არეალის გაფართოება გრძელდება და 2024 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები პატრულირებას შეუდგებიან. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სრულად ჩანაცვლდა საპატრულო პოლიციის მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებები ახალი ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით, რაც აუმჯობესებს და ამარტივებს პატრულ-ინსპექტორების სამუშაო 13 პროცესს. ასევე, მაღალმთიან რეგიონებში დაიწყო საპატრულო მანქანების ჩანაცვლება მაღალი გამავლობის ავტომანქანებით. აღსანიშნავია, („ფრონტექსის“) რომ ევროპის მიერ საზღვრისა ორგანიზებული, და სანაპირო ერთობლივი დაცვის ოპერაციის სააგენტოს ფარგლებში, ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნების აეროპორტებში დამატებით ექსპერტებად განთავსებულნი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2023 წელს 22 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სასაზღვრო გამტარი პუნქტების კიდევ უფრო ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, გაგრძელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და რეფორმების განხორციელება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოში ჩატარდა რეორგანიზაცია, სტრუქტურული ცვლილების თანმიმდევრულად კი განხორციელდა საშტატო ერთეულის რაოდენობის ზრდა. 2022-2023 წლებში აღნიშნული მთავარი სამმართველოს შემადგენლობის რაოდენობა 158 საშტატო ერთეულით გაიზარდა. 2024 წელს პროცესი გაგრძელდა და კვლავ დაემატა 100 საშტატო ერთეული. 2023 წელს რიგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. მგზავრთა გადაადგილებისა და გამტარი პუნქტების გამტარუნარიანობის ზრდის პარალელურად, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის დროულად და ეფექტიანად 14 განხორციელების მიზნით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში განახლდა და დამატებით მოეწყო მესაზღვრე-კონტროლიორთა სამუშაო სივრცეები, ე.წ. საპასპორტო ჯიხურები, რაც ხელს უწყობს, როგორც თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოს მოქალაქეების, ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და სამინისტროს რესურსით განახლდა პიროვნებისა თუ იდენტიფიცირების, ავტოსატრანსპორტო როგორც პირველადი, საშუალებების ასევე, რეგისტრაციისა სიღრმისეული და შემოწმების ტექნიკური აღჭურვილობა. საპასპორტო სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისათვის, გამტარ პუნქტებს გადაეცათ დოკუმენტების პირველადი ინსპექტირებისათვის აუცილებელი პასპორტ წამკითხველების თანამედროვე მოდელები და მეორადი ინსპექტირებისათვის აუცილებელი ლაბორატორიები. ასევე, სრულად განახლდა მესაზღვრე-კონტროლიორთათვის აუცილებელი საკომუნიკაციო საშუალებები. 2023 წელსაც გაგრძელდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სემინარებსა და ტრენინგებში. 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. 15 მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში. მეხანძრე-მაშველების მიმართ გამოხატულ იქნა დამსახურებული მადლობები, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე, თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან. 2023 წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. ყველა მეხანძრე-მაშველი უმაღლესი სტანდარტის ცეცხლმედეგი ფორმითა და შესაბამისი სპეცტექნიკით არის აღჭურვილი. 2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 4 სწრაფმავალი კატარღა, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახანძრო-სამაშველო მანქანა, 3 მილიონ ხუთასი ათასი ლარის ღირებულების მეხანძრე-მაშველისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება და 4 მილიონ ლარამდე ღირებულების სახანძრო ტექნიკური ცეცხლგამძლე სამოსი. რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი 10 სახანძროსამაშველო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის და უკვე გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 16 საანგარიშო პერიოდში დონორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახის აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მეხანძრე-მაშველების ეფექტურ მუშაობას. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისა შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს საპოლიციო სერვისების განვითარებაზე. 2023 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების განვითარების კუთხით, ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამა შეიქმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს, ერთი ფანჯრის პრინციპით, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას. 2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტოს თბილისის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სტრუქტურულ ერთეულებში იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვისა და იარაღის თეორიული გამოცდისთვის აშენდა ახალი შენობები და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მომსახურების სააგენტომ გააგრძელა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 17 შესრულება, რაც გულისხმობს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარებას. მართვის უფლების მისაღები „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ახალი ავტომობილი იქნა შეძენილი. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით აღიჭურვა და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდა. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა დაცვის პოლიციის ავტოპარკის განახლებაც და ოპერატიული რეაგირების ჯგუფებს ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეემატა. მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, განახლდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებისთვის უკვე ხუთ (ქართულ, რუსულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ) ენაზეა ხელმისაწვდომი. საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით კი აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციირებით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერით, გაუმჯობესდა იარაღის ბრუნვის სამართლებრივი რეგულაციები. 2023 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც იარაღის ბრუნვის რეგულირებას ეხება. მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგულირების კუთხით. საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ბოლოს დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებები, რომლის 18 თანახმადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულო გახდა სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა. მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. საგულისხმოა, რომ 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. ამასთან, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პოლიციელები დაიღუპნენ პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების გადარჩენისას. 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები ახლად დადგენილი თანხის შესაბამისად. 19 რაც შეეხება საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობას, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე. დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის პლატფორმაზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს, 2023 წელს ტრენინგი პოლონეთში ჩაუტარდათ. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ საანგარიშო პერიოდში წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია და დეპარტამენტმა 12 ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის (ISO-ს) მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. გარდა ლაბორატორიების დეპარტამენტის მიერ აკრედიტაციისა, მოხდა განაცხადის საექსპერტო-კრიმინალისტიკური შეტანა შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც გულისხმობს დანაშაულის ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშობას. დეპარტამენტის ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებებში მოხდა ახალი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. დეპარტამენტმა შეიძინა 10 დაქტილოსკოპიური სკანერი პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც განთავსდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ დროებითი მოთავსების 10 იზოლატორში, რითიც შესაძლებელია იზოლატორში შეყვანილი პირის ადგილზე დაქტილოსკოპირება. 20 რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული დეპარტამენტის მიერ, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ნაადრევი ქორწინება, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერისა და რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი ამოქმედდა, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი. ხაზგასასმელია, რომ მექანიზმი ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა, რაც აღნიშნულია რეკომენდაციების შესრულების დოკუმენტში. საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზების წესი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსები. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ სხვადასხვა მიმართულებით თითქმის 8000 სამართალდამცავი გადამზადდა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა მიმართულებით აკადემიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი გადამზადდა. 21 დასასრულს, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე, საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და რეფორმების განხორციელებას. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება. ამასთან, 2024 წელსაც აქტიურად მოხდება საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება, რაც კიდევ დანაყოფების შესაძლებლობებს. 22 უფრო გააძლიერებს სამინისტროს