საქართველოს მოქალეების: თემურ ლაჭყეპიანის, ირინა ლიკლიკაძის, გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანის, ქეთევან ინასარიძის და მანანა ხანანაშვილის მიერ წარმოდგენილი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2024
ავტორი
საქართველოს მოქალეები: თემურ ლაჭყეპიანი, ირინა ლიკლიკაძე, გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანი, ქეთევან ინასარიძე და მანანა ხანანაშვილი
ნომერი
#1-3270/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

დანართი
პროექტი საქართველოს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი, ამოცანები და რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, ადგენს მათი გამრავლების კონტროლის მექანიზმებს, მათი მოვლა- პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობებს, მათ მფლობელთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, შინაურ ბინადარ ცხოველთა კონფისკაციას, განსაზღვრავს შინაური ბინადარ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობისათვის დადგენილი წესების დარღვევისა და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის საფუძვლებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას ცხოველების, როგორც ნერვული სისტემის მქონე მგრძნობიარე არსებების კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფის დარგში, ცხოველთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის მოთხოვნებს. 2. ამ კანონის ამოცანებია შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისაგან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა 3. ამ კანონის მიზანია: შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობის ან/და ქმედებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფას და მათი დაცვას, აგრეთვე ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა, მიუსაფარი ცხოველების დათვლა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ცხოველების მოვლაპატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა. 4. ეს კანონი არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომში ცხოველი) - ძაღლი ან კატა რომელიც ადამიანს ჰყავს სოციალური მოთხოვნილებების მიზნებისთვის, ფუნქციური დანიშნულებით, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებს სურსათის(ხორცი, რძე, კვერცხი), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად; ბ) ფერმერული ცხოველი - ცხოველი, რომელის გამოყენებაც დასაშვებია სურსათის ან სხვა პროდუქტის წარმოების მიზნით და ამავდროულად მისი მეპატრონე ამ ცხოველს იყენებს ამ დანიშნულებით; გ) პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), მოცემული მომენტისთვის იმყოფება ამ პირის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის დროებითი კონტროლის ქვეშ და/ან რეგისტრირებულია როგორც საკუთრება; დ) შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ამ მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და კანონმდებლობის დაცვით უზრუნველყოფს მის რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას, მოვლა-პატრონობას, ვეტერინარულ მომსახურებასა და შენახვას; ე) უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც არ გააჩნია სახლი ან ცხოვრობს მფლობელის ან მეპატრონის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ. ასევე, ცხოველი რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ, კანონით განსაზღვრული ვადითა და პირობებით არ დაუდგინდა მეპატრონის ვინაობა; ვ) მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს მიმკედლებელი; ზ) უმეთვალყურეო შინაური ბინადარი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედელებელი; თ) შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებადი შინაური ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში შინაური ბინადარი ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე, კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, უფლებამოსილი ორგანოს დახმარებით ან საკუთარი სურვილით სხვა დაწესებულებაში კომპანიონი ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებაზე. ი) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის აუცილებელი საარსებო ოპტიმალური პირობების შექმნა: ვეტერინარის და სპეციალისტის მიერ დადგენილი რაციონით მისი კვება და დაწყურვება, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, გათბობა და განათება შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება - დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა და ცხოველის აღზრდა სოციალიზაციის ვალდებულებით. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობების უზრუნველყოფა; კ) შინაური ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობა - ცხოველის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისა და ტანჯვისაგან მის დაცვას; ლ) შინაური ბინადარი ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები - შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ცხოველის მეპატრონის ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ცხოველისგან პატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება, პირის მიერ ცხოველის პატრონის სამკვიდროზე უარის თქმა; მ) ცხოველის მზრუნველი ან დროებითი შემფარებელი - პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს უსახლკარო და მიუსაფარ ცხოველ(ებ)ზე მუდმივ ან/და დროებით ზრუნვას; ნ) ცხოველის მეპატრონის დადგენის ან ახალი მეპატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები - იდენტიფიკატორის არსებობის შემთხვევაში - ცხოველის იდენტიფიცირება, ოპტიმალურ ვადებში ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მონაცემები მეპატრონისა და ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) განთავსების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოში, იმ სოციალურ ქსელში რომელ სოციალურ ქსელსაც ოფიციალურად იყენებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა გაჩუქების აქციების მოწყობა, სხვადასხვა შესაბამის ვებ-გვერდებსა და მედია საშუალებებში, ასევე ყველა რეკომენდირებული ღონისძიების გატარება რომელიც გაიწევა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ; ო) ვეტერინარული დაწესებულება - მოქმედი კანონმდებლობის რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ საქმიანობას; შესაბამისად პ) კინოლოგიური დაწესებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენაზე ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას (საკონსულტაციო მომსახურება ძაღლებთან დაკავშირებით, ძაღლის გაწვრთნა, ძაღლების გამოფენის მოწყობა და სხვა მომსახურება რაც უკავშირდება ძაღლების ჯიშებს, გამრავლებას, მოვლას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს); ჟ) ფელინოლოგიური დაწესებულება - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას (საკონსულტაციო მომსახურება კატებთან და მათ ქცევასთან დაკავშირებით და სხვა მომსახურება რაც უკავშირდება კატების ჯიშებს, გამრავლებას, მოვლას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს); რ) შინაური ბინადარი ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მიერ ცხოველისათვის სიცოცხლის შეწყვეტა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს ცხოველების ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ მოკვდინებას მიორელაქსანტის და გენერალური ანესთეზიის შემდგომ დამატებითი პრეპარატის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია და გამოიყენება ვეტერინარული მიზნებისათვის ევთანაზიის დროს, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებითა და ისეთი პრეპარატების გამოყენებით, რაც შინაურ ბინადარ ცხოველს მიაყენებს დროის მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში მცირე ფიზიკურ ტკივილს, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; ს) შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია - ცხოველების მარკირება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის მიერ საგანგებო ნიშნით: უპატრონო ან მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის შემთხვევაში სპეციალური საჭდით და პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველის შემთხვევაში მიკროჩიპით. ტ) შინაური ბინადარი ცხოველის რეგისტრაცია – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს, შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის მიერ პატრონიანი ან მიკედლებული იდენტიფიცირებული ცხოველის პირველადი/საკონტროლო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ანუ ინფორმაციის შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში, ასევე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა; უ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება უსახლკარო ცხოველების აღრიცხვა, ცხოველთა პოპულაციის მართვა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, აღრიცხვა, დაკარგული შინაური ბინადარი ცხოველების მოძიება და შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების მართვა-ორგანიზება; ფ) მარეგისტრირებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება და შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციარეგისტრაციას შინაური ბინადარ ცხოველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში; ქ) სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ვეტერინარულ დაწესებულებებში, თავშესაფარში, საოჯახო/მინი თავშესაფარში, სარეალიზაციო ობიექტში, დროებითი მოთავსების ობიექტში(სასტუმრო),საშენსა და კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებებში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი, ასევე შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაცემთა ერთიანი ბაზის განკარგვა; ღ) საბელი - ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონის ან თანმხლები პირისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას; ყ) ალიკაპი - მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე, ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველებისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; შ) გადამეტებული აგრესია - ცხოველის იმგვარი ფსიქიური დისბალანსი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სხვა ცხოველის ან/და ადამიანისთვის და შეუძლებელს ხდის მის შემდგომ ინტეგრაციას; ჩ) შინაური ბინადარი ცხოველის მოკვლა - შინაური ბინადარი ცხოველისათვის სიცოცხლის აღკვეთა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, ასევე შინაური ბინადარი ცხოველის მოკვლად ჩაითვლება ამ კანონით დადგენილი ჰუმანური მეთოდების გამოყენების გარეშე მოკვდინება; ც) შინაურ ბინადარ ცხოველთა გასეირნება - შინაური ბინადარი ცხოველისათვის აუცილებელი ფიზიკური დატვირთვის მიზნით, შინაური ბინადარი ცხოველის ყოფნა ღია სივრცეებში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მეპატრონის ან თანმხლები პირის მეთვალყურეობით; ძ) შინაური ბინადარი ცხოველების დაცვა - შინაურ ბინადარ ცხოველთა ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები; წ) შინაურ ბინადარ ცხოველებზე ზრუნვა - პირის საქმიანობა მიმართული შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობის და დაცულობის უზრუნველყოფისაკენ; ჭ) შინაური ბინადარი ცხოველის შემფარებელი - პირი, რომელიც საკუთრებაში ან დროებით საკუთრებაში ფლობს უძრავ ქონებას, სადაც შეიფარებს უსახლკარო და მიუსაფარ ცხოველ(ებ)ს მის(მათ) გამოჯანმრთელებამდე, ახალ მეპატრონეზე გასხვისებამდე/გაჩუქებამდე, ახალი შემფარებლისათვის გადაცემამდე ან სამუდამოდ; ხ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მოშენება - კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, კომერციული მიზნით შინაური ბინადარი ცხოველების შეჯვარება და რეპროდუქცია; ჯ) ფუნქციური დანიშნულების ძაღლი - სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლის უნარჩვევებიც გამოიყენება დაცვის, მოძიების, უსინათლოსათვის გაძღოლის, დიაბეტით დაავადებული პირებისათვის, სანიტარული და დივერსიული ფაქტების აღმოსაფხვრელად, სამწყემსო დანიშნულების ძაღლი; ჰ)შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფარი - მუნიციპალური თავშესაფარი ან არაკომერციული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვას, სადაც ხორციელდება მიუსაფარი შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა- პატრონობა ან/და ახალი მეპატრონის მოძიება, ცხოველთა რეაბილიტაცია და სარეაბილიტაციო პერიოდში მოვლა-პატრონობა, ასევე შესაძლოა განხორციელდეს ცხოველთა ხანგრძლივი და სამუდამო მოვლა-პატრონობა, ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ცხოველთა დროებითი და მუდმივი საცხოვრებელი სივრცეები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან; ჰ1)შინაურ ბინადარ ცხოველთა მინი-საოჯახო თავშესაფარი - ნებისმიერი დაწესებულება ან საცხოვრებელი სადაც გამოჯანმრთელებამდე დროებით ან მუდმივად არიან განთავსებული უმეთვალყურეო შინაური ბინადარი ცხოველები, ტრავმირებული ან ისეთი შინაური ბინადარი ცხოველები, რომლებიც ვეტერინარული სამსახურის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველთა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით არიან მეთვალყურეობაში; ჰ2)შინაურ ბინადარ ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც განკუთვნილია მეპატრონის მიერ მიბარებული შინაური ბინადარი ცხოველის დროებით განთავსებისთვის; ჰ3)შინაურ ბინადარ ცხოველებზე დროებითი ზრუნვა - პირის საქმიანობა, რომელიც შინაური ბინადარი ცხოველის მესაკუთრის ან მზრუნველის ვინაობის დადგენამდე უზრუნველყოფს უსახლკარო შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობას და დაცვას; ჰ4) უმეთვალყურეო შინაური ბინადარი ცხოველების იზოლირება - უმეთვალყურეო ცხოველების უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჰუმანური მეთოდით აყვანა და ცხოველთა დროებით თავშესაფარში კანონით დადგენილი წესით განთავსება; ჰ5) კასტრაცია - სათესლე ჯირკვლების ამოკვეთა, ხვადი კომპანიონი ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა ქირურგიული ან ქიმიური კონტრაცეფცია(ქიმიური მეთოდი დასაშვებია როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა ქირურგიული ოპერაციის ჩატარების საშუალებას) ; ჰ6) სტერილიზაცია - ოვარიოვაქტომია, ძუ კომპანიონი ცხოველისათვის გამრავლების უნარის შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით (ქიმიური მეთოდი დასაშვებია როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა ქირურგიული ოპერაციის ჩატარების საშუალებას); ჰ7) დაჭერა, სტერილიზაცია, დაბრუნება, ანტირაბიული ვაქცინაცია - პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ჰუმანური გზით შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვა(ქირურგიული ან ქიმიური კონტრაცეფცია), ასევე ცოფის პრევენცია; ჰ8) ცხოველის გასხვისება - ცხოველთა თავშესაფრის, სხვა ორგანიზაციის ან კერძო პირის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის კანონით დადგენილი წესით გადაცემა პასუხისმგებელი კერძო პირისათვის; ჰ9) ცხოველთა ორთაბრძოლა - ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან, ან ადამიანთან, შეჯიბრების, დაკბენისა და ორთაბრძოლის მიზნით; ჰ10) ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია - კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა; ჰ11 ) საშენი - კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი რომელიც ახორციელებს მიზნობრივ და გეგმაზომიერ გამრავლებას და რომელსაც გააჩნია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ტერიტორია (შენობანაგებობა/შემოსაზღვრული სივრცე), სადაც ხორციელდება შინაური ბინადარი ცხოველების შეჯვარება ან/და რეპროდუქცია; ჰ12 ) შინაური ბინადარი ცხოველის პასპორტი - დოკუმენტი, რომელშიც ვეტერინარის მიერ კეთდება ჩანაწერები ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების შესახებ (ალერგიული რეაქცია, ქრონიკული ჯანმრთელობის კონდიცია, წონა და ა.შ.) და ასევე ჩანაწერები ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ; ჰ13 ) მიკროჩიპი - მხოლოდ წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებით მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახულ იქნება ინფორმაცია შინაური ბინადარი ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ; ჰ14 ) სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო) - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „სურსათის ეროვნული სააგენტო“; ჰ15 ) მობილური ვეტერინარული კლინიკა - ავტოსატრანსპორტო საშუალება რომლის ბორტზე რეცხვა / დეზინფიცირებადი ზედაპირებით, მედიკამენტების შესანახი სათავსოებით, ქირურგიული მაგიდით და სხვა საჭირო აღჭურვილობით მოწყობილია ქირურგიული და მოსამზადებელი სივრცე შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია / კასტრაციის ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად. თავი II შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის ხელშეწყობა მუხლი 3. შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი პრინციპები 1. ყველა შინაურ ბინადარ ცხოველს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში. 2. ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი პრინციპებია ა) წყალსა და საკვებზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა; ბ) უსაფრთხო საარსებო პირობების უზრუნველყოფა; გ) დაავადებათა პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკი გზით; დ) შესაბამისი სივრცის გამოყოფა და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, შინაური ბინადარი ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობასა და მათ სოციალიზაციას; ე) სათანადო პირობების შექმნა ცხოველის ტანჯვის თავიდან ასაცილებლად; 3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია: ა) შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება ან მოკვლა; ბ) დაუშვებელია შინაური ბინადარი გათვალისწინებული შემთხვევებისა; ცხოველის ევთანაზია გარდა ამ კანონით გ) მკვდარ შინაური ბინადარი ცხოველისადმი უდიერი მოპყრობა; დ) ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება; 4. შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების ნებისმიერი სახე უნდა პასუხობდეს სახეობისთვის დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ და ქცევით ნორმებს; მუხლი 4. შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა 1. შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობა მოიცავს მათთვის ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ორგანიზმის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ამ კანონის მიზნებისათვის შინაური ბინადარი ცხოველისათვის აუცილებელი გონივრული საჭიროებები მოიცავს: ა) სათანადო კვებასა და დაწყურვებას; ბ) შინაური ბინადარი ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფა - მოწყობას, დათბუნებასა და განათებას; გ) შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივობით დატვირთვას; დ) დროულ და სათანადო სამედიცინო - ვეტერინარული მომსახურეობას; ე) შინაური ბინადარი ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ - ჰიგიენური პირობების შექმნას; 3. დაუშვებელია დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის შინაურ ბინადარ ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებს და შინაურ ბინადარ ცხოველს. მუხლი 5. შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი მოთხოვნები 1. ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა. 2. შინაური ბინადარი ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა პატრონობა, ან გასხვისება. 3. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად შინაური ბინადარი ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება შემოსაზღვრული და შინაური ბინადარი ცხოველები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. 4. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა და მოკლე საბელის ხანგრძლივად გამოყენება. 5. შინაური ბინადარი ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისას სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა სავალდებულოა და თავად მეპატრონის ან მისი წარმომადგენელის სურვილის შემთხვევაში შინაური ბინადარი ცხოველის გადაყვანას შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფარში უზრუნველყოფს ცხოველის პატრონი ან მისი წარმომადგენელი ან უფლებამოსილი ორგანო, ხოლო თავშესაფრის ვეტერინარი ექიმი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ვეტერინარულ გამოკვლევასა და მკურნალობას. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის შეყვანამდე, პატრონი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია გაატაროს ქმედითი ღონისძიებები: გამოაქვეყნოს განცხადება, სოციალურ ქსელებში და განცხადებების პორტალებზე ცხოველისათვის მეპატრონის მოძიების ან ახალ მეპატრონეზე გაჩუქების მიზნით, თუ ასეთი ცხოველისათვის თავშესაფრის განაწესით დადგენილი პერიოდის გასვლის შემდეგ ვერ მოიძებნება მისი მეპატრონე, თუ არ მოიძებნება მისთვის ახალი მეპატრონე ასეთ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის და რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის შემდეგ უბრუნდება მისი პირვანდელი ბინადრობის ადგილს ან დროებითი მოვლა-პატრონობისთვის გადაეცემა დაინტერესებულ მესამე პირს (ცხოველთა თავშესაფარს ან ცხოველთა შემფარებელს). 6. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის გაჩუქება ან რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე. 7. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით. 8. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება. 9. შინაური ბინადარი ცხოველის ლეში უნდა დაიმარხოს სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, ან მოხდეს მისი გაუნვებელყოფა კრემაციის(ინსინერაციის) მეთოდით ან მოთავსება სპეციალიზირებულ ბიოთერმულ ორმოში. 10. ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული ცხოველი, დამშავებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გადაყვანილ უნდა იქნას უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში, მას ეკისრება ვალდებულება მოახდინოს შინაური ბინადარი ცხოველის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების დაფინანსება და უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირებულობა, შემდგომი მზრუნველობის განხორციელების მიზნით, ასეთ შემთხვევაში ყველა საჭირო ხარჯის დაფინანსების ვალდებულება ეკისრება ცხოველის დამშავებელს; მუხლი 6. შინაურ ბინადარ ცხოველთა გასეირნება 1. ძაღლების გასეირნება ხალხმრავლობის ობიექტური შეფასების პირობებში საზოგადოებრივ ადგილებში ნებადართულია მხოლოდ საბელით ან ალიკაპით, ხოლო საბელისა და ალიკაპის გარეშე გამსეირნებლის მეთვალყურეობის ქვეშ 22:00-დან 08:00-მდე, გამსეირნებლის მეთვალყურეობის ქვეშ დასაშვებია ძაღლების გასეირნება ალიკაპისა და საბელის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში: სკვერებში, პარკებში, სპეციალურად ძაღლების გასასეირნებელ სივრცეებში, ნადირობის პროცესში, მწყემსთან თანხლებისას, ასევე ისეთ ადგილებში სადაც არ არის ხალხმრავლობა, ასევე სპეციალურ დანიშნულებისამებრ; 2. შინაური ბინადარი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, შინაური ბინადარი ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება; 3. ისეთ კერძო დაწესებულებებში სადაც არის ცხოველის შეყვანის აკრძალვის შესაბამისი ნიშანი, ასეთი ნიშნის არსებობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის მისაბმელი ძელის დაცულ ფართზე განთავსება. მუხლი 7. შინაურ ბინადარ ცხოველთა ტრანსპორტირება 1. შინაურ ბინადარ ცხოველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუკი უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. ნებისმიერი 2. ცხოველთა ტრანსპორტირება ძაღლის შემთხვევაში დასაშვებია განხორციელდეს საბელით ან/და ალიკაპით, ცხოველთა გადასაყვანი ჩანთით ან კონტეინერით, ასევე დეკორატიული ჯიშის და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში დასაშვებია ხელში აყვანით ტრანსპორტირება, კატის შემთხვევაში ცხოველთა ტრანსპორტირება დასაშვებია ცხოველთა გადასაყვანი ჩანთით, კონტეინერით ან ხელში აყვანით. 2. ცხოველის გადასაყვანი ჩანთის ან კონტეინერის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ცხოველის შესაბამისი ზომის, წონის და მგზავრობის პეროდის გათვალისწინებით შესაბამისი პარამეტრების მქონე ჩანთა ან კონტეინერი. 3. დაუშვებელია ცხოველის მოთავსება მანქანის საბარგულში ან მანქანის დახურულ სივრცეში, ამავე სივრცეში საჰაერო ცირკულაციის არ არსებობის პირობებში, ასევე დაუშვებელია ცხოველის ტრანსპორტირება ავტოსატრანსპორტო საშუალების ღია საბარგულით და ავტოსატრანსპორტო საშუალების კორპუსზე კუსტარულად მოწყობილი კონსტრუქციის მეშვეობით. 4. შინაურ ბინადარ ცხოველთა ტრანსპორტირება ცხოველთა პოპულაციის მართვის მიზნით და ასევე აყვანის ადგილებში დაბრუნების დროს ცხოველთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალურად მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს აერაციის, რეცხვა-დეზინფიცირებადი ზედაპირებით ბორტზე და უჟანგარი მეტალით მოწყობილი გალიებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველ მის გამოყენებამდე. მუხლი 8. შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები 1. შინაური ბინადარი ცხოველის პატრონი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული და კომპლექსური) და საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. 2. შინაური ბინადარი ცხოველის დაავადების შემთხვევაში, შინაური ბინადარი ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას და ჩაუტაროს შესაბამისი მკურნალობა 3. იხელმძღვანელოს ვეტერინარი ექიმის მითითებებით, რაც თავის მხრივ დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე, მუხლი 9 . ცხოველთა ვეტერინარული მომსახურება 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სხვა პირების გარდა დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ვეტერინარული დაწესებულება. 2. ცხოველებს ვეტერინარული მომსახურება (ქირურგიული ოპერაციები, ვაქცინაცია, ევთანაზია და სხვა) უტარდებათ მხოლოდ ვეტერინარი ექიმის მიერ. ცხოველებს ვეტერინარული მომსახურება (ქირურგიული ოპერაცია და სხვა) რომელიც იწვევს ცხოველის ძლიერ ტკივილს უტარდებათ მხოლოდ ანესთეზიით აკრძალულია მხოლოდ მიორელაქსანტით ქირურგიული და სხვა მტკივნეული პროცედურების ჩატარება. 2. აკრძალულია ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: მიზნით ცხოველებისათვის ა) კუდის მოჭრა; ბ) ყურების დაჭრა; გ) სმენის დაქვეითება; დ) კბილებისა და ეშვების ამოღება; ე) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა; ვ) ხმის იოგების გადაჭრა; გამონაკლისია შემთხვევა, თუ ვეტერინარი სათანადო დასაბუთებული გადაწყვეტილების და წერილობითი დასკვნის საფუძველზე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მსგავსი ოპერაციის ჩატარება ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში უნდა იქნეს შედგენილი შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა(ჩატარებული კვლევები და სხვა) და უნდა იქნეს შენახული 4 (ოთხი)წლის ვადით. 3. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 4. თუ ცხოველის (ძაღლი, კატა) შესახებ ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის (ძაღლი, კატა) შემთხვევაში, რომელიც არ არის კასტრირებულ/სტერილიზებული, აცნობოს მეპატრონეს აღნიშნული ვალდებულების შესახებ და შესაბამისი აღნიშვნა შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში. 5. მიკედლებული/უპატრონო ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღების შემთხვევაში, ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ამ პროცედურების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით. 6. თუ ცხოველს (ძაღლი, კატა) ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მხოლოდ ასეთი მომსახურების გაწევის შემდგომ უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. 7. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის ვაქცინაციის ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და, ვეტერინარულ პასპორტში. შესახებ 8. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული ევთანაზიის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანის მიზნით. 9. ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ვეტერინარული მომსახურება გაუწიოს მიკედლებულ/უპატრონო ცხოველს. 10. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია იყოს აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლის გზით ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასარიდებლად. მუხლი 10. ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისაგან 1. დაუშვებელია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება. 2. ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება: ა) ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით, ან ისეთი გაწვრთნის მეთოდის გამოყენება რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს, და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას ასევე ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიურ ტრავმას ან დასახიჩრებას; ბ) ცხოველთა გაგდება და მიტოვება; გ) ცხოველების გამოყენება სამიზნეებად; დ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა; ე) ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, მცირე ქირურგიული ჩარევები (დაზიანებული ქსოვილის გაკერვა და ა.შ.) დასაშვებია ადგილობრივი გაუტკივარების მეშვეობით; ვ) მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა პატრონობის პირობების დარღვევისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან/და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ჩარევით ჩამოერთმევა ცხოველი მეპატრონეს და გადაეცემა ცხოველთა თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნებით მოთხოვნით; ზ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, კლანჭების, ეშვების დამახინჯება ან მოცილება, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები, გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები; თ) ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანების საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურეობრივი წვრთნის შემთხვევებისა; ი) შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათ სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას; კ) შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, მწუხარება, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად; ლ) ზოოფილური აქტები ცხოველებთან; მ) ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი - სამეცნიერო ქირურგიული ექსპერიმენტები დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცხოველის ლეშზე, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ლაბორატორიული ცდების, კვლევების ჩატარება დასაშვებია ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენების გარეშე; ნ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს ცხოველის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვას. თავი III ცხოველთა მოშენება და გამოყენება. მათი მოკვდინება (ევთანაზია) მუხლი 11. ცხოველების მოშენება 1. ცხოველების მოშენება უნდა იყოს მიზნობრივი, გეგმაზომიერი და წინასწარ განსაზღვრული. 2. ყველა პირი, რომელიც ეწევა სელექციას ცხოველთა გამრავლების მიზნით, პასუხისმგებელია ცხოველისა და მისი ნაშიერის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და კეთილდღეობის მახასიეთებლებზე, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს ნაყარის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. 2. აკრძალულია ცხოველების გამრავლება შემდეგი დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი-გენეტურისნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი, ასევე პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება. 3. აკრძალულია სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება დასაშვებია მხოლოდ სელექციურ წესებს დაქვემდებარებული ჯიშების შემთხვევაში. 4. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ცხოველების კომერციულ მოშენებას და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდნენ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირად; 5. პოპულაციური კონტროლის მიზნით, აკრძალულია: ა) ნარევი (მეტისი) შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება; ბ) გენეტიკური დაავადებების მქონე შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება; გ) 2 წლამდე და 6 წლის ზემოთ ასაკის შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება; დ) გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან. 6. შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება (სანაშენო მეურნეობაში) დასაშვებია წალიწადში ერთხელ. 7. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან შინაური ბინადარი ცხოველების კომერციულ მოშენებას და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორებად. 8. ჯიშიანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, რისთვისაც დაინტერესებული პირი მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგენს მას ცნობას ვეტერინარული და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან ცხოველის ჯიშიანობის და ჯანმრთელობის შესახებ. მუხლი 12. ცხოველთა გამოყენება 1. დაუშვებელია ცხოველისთვის ნებისმიერი ქიმიური პრეპარატის მიღება, გარკვეული პროცედურის ჩატარება ან ხელსაწყოს გამოყენება, მისი ბუნებრივი შესაძლებლობების ამაღლების მიზნით. 2. დაუშვებელია ცხოველთა გამოყენება გართობის მიზნით. 4. უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე დაუშვებელია ცხოველების მონაწილეობით საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიების ჩატარება სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მიმდებარე ტერიტორიებზე. 4. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პროპაგანდა, დემონსტრაციების მოწყობა, აუდიოვიზუალური თუ სხვა სახის პროდუქციის გავრცელება, რომელიც პროპაგანდას უწევს კომპანიონი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას. მუხლი 13.ცხოველთა ევთანაზია(ჰუმანური მოკვდინება) 1. ცხოველის ევთანაზია (ჰუმანური მეთოდებით) ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ცხოველს ვეტერინარი ექიმის და კინოლოგის(ძაღლის შემთხვევაში) სავალდებულო და გამჭვირვალობის მიზნით ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ნებაყოფილობითი მონაწილეობით (გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აკისრია ვეტერინარი ექიმის და კინოლოგის პოზიციას) შემდგარი კომისიის წევრები ხმათა უმრავლესობით დაუდგენენ: ა) არაკორექტირებად აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან/და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში; ბ)სიცოცხლესთან შეუთავსებელ ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დამდგენ კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომლის წესდების თანახმად საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა, ერთზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენლის შემთხვევაში მათი პოზიცია არის რეკომენდაციული ხასიათის და კომისიის პროცესში მათი მონაწილეობის მიზანს წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობა, ასევე შესაძლებელია ასეთმა წარმომადგენლებმა მოახდინონ ცხოველთა გადარჩენა და გადაყვანა ცხოველთა შემფარებლებთან ან სხვა მესამე პირებთან რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე იზრუნებენ ასეთ ცხოველებზე ცხოველთა ევთანაზიის თავიდან არიდების მიზნით. 3. ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის ევთანაზია დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, კომისიის წევრების ხელმოწერილი აქტის საფუძველზე. 4. ცხოველის ევთანაზია ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ მენტალური, ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე, შინაურ ბინადარ ცხოველთა ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მიორელაქსანტის და გენერალური ანესთეზიის შემდგომ დამატებითი პრეპარატის მეშვეობით, რომელიც ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხმელეთის ცხოველთა კოდექსის მიხედვით გამოიყენება ვეტერინარული მიზნებისათვის ევთანაზიის დროს რომელი პრეპარატებიც წარმოადგენენე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებს, გამოიყენება ისეთი პრეპარატები რაც შინაურ ბინადარ ცხოველს მიაყენებს დროის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში მცირე ფიზიკურ ტკივილს, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; 5. დაუშვებელია ცხოველის ევთანაზია არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით: ა)დახრჩობა; ბ)გაგუდვა; გ)მოწამვლა დ)ელექტრომუხტის გამოყენება; ე)სასიკვდილო მექანიკური დაზიანებების მიყენება; ზ)არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედებით; თ)ცეცხლსასროლი იარაღით (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა); ი)სხვა არაჰუმანური მეთოდებით. 6. ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, მხოლოდ ამის შემდგომ არის დასაშვები შემდგომი პროცედურების ჩატარება (სპეციალურ ადგილებში დამარხვა, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია ან პათანატომიური გამოკვლევა). 7. დაუშვებელია ჯანმრთელი და განკურნებადი ცხოველის ევთანაზია, დაუშვებელია ამ მუხლით გაწერილი შემთხვევების გარდა სხვა შემთხვევაში ცხოველის ევთანაზია. თავი IV უმეთვალყურეო, მიუსაფარი ცხოველები. უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი. ცხოველთა თავშესაფრები. მუხლი 14. უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველების იზოლირება 1. უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველების იზოლირება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, ქარხნული წარმოების სპეციალური ლასოთი ან ბადით. დაუშვებელია რკინის მაშის გამოყენება. მეძუძური ცხოველების იზოლირება დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად. ცხოველთა იზოლირება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში და გააჩნიათ ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. 2. ცხოველისაგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის ფიზიკური რეალური საფრთხის შემთხვევაში და ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მოახდინოს ცხოველების იზოლირება, კასტრაცია/სტერილიზაცია, ვაქცინაციის პროგრამა თუ სახეზეა: ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი და მომეტებული აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, განსაკუთრებულად საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; გ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული შინაური ბინადარი ცხოველები, რომელთა გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ჰყავს პატრონი; დ) სახეზე არის არაიდენტიფიცირებული ძაღლი, ანუ ძაღლი რომელსაც ყურზე არ ადევს საჭდე; ე) სოციალურად დაუცველი საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადარი ცხოველი რომელიც არ არის სტერილიზირებული/კასტრირებული. 3. უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველები დაჭერის შემდეგ ექვემდებარებიან საოჯახო/მინი თავშესაფარში ან ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარში მოთავსებას. 4. დაუშვებელია ავადმყოფი და დასახიჩრებული ცხოველების საბოლოო განკურნებამდე მათი დაბრუნება დაჭერის ადგილზე, თუკი მათ არ ჰყავთ მეთვალყურე და მათი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. მუხლი 15. უპატრონო ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვა და კონტროლი 1. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ძაღლებისა და კატების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მათზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის სფეროს, ასევე ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებისა და კერძო თავშესაფრების სფეროს განეკუთვნება. 2. უსახლკარო ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდია უსახლკარო ძაღლების დათვლა საერთაშორისო მეთოდოლოგიით, სპეციალური ცხოველების შობადობის შემცირების უზრუნველყოფა სტერილიზაცია/კასტრაციის ან გამონაკლის შემთხვევაში ვეტერინარი ექიმის დასკვნის საფუძველზე (როდესაც შეუძლებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება) უსაფრთხო ქიმიური საშუალებებით კონტრაცეფციის გზით. 3. ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრისა და მობილური ვეტერინარული კლინიკებით ან გარეშე პირებთან (რომელსაც გააჩნია კერძო ცხოველთა თავშესაფარი, ვეტერინარული კლინიკა და მობილური ვეტერინარული კლინიკა) მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე თანმიმდევრობით მოახდინოს: ა) უსახლკარო ძაღლების დათვლა საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიით (შესაბამისი გამოთვლევით, ელექტრონული პროგრამით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა წარმომადგენლების სავალდებულო, ასევე ნებაყოფილობით ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მოხალისეების ჩართულობით); ბ) უსახლკარო ძაღლებისა და კატების ჰუმანური მეთოდებით დაჭერა და იზოლაცია; გ) უსახლკარო ძაღლებისა და კატების ჯანმრთელობის მდგომარეობის (კლინიკური და ლაბორატორიული კვლევით) და ქცევითი თავისებურებების (დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით) დადგენა; დ) ჯანმრთელი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია/კასტრაცია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული მომენტისთვის ძაღლი/კატა არ არის ჯანმრთელი - გამოჯანმრთელების შემდგომ უნდა მოხდეს სტერილიზაცია/კასტრაცია, ასევე კორექტირებადი აგრესიული ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია, აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ხვადი ძაღლების აგრესიული ფსიქიკის კორექტირება მიიღწევა კასტრაციის შემდგომ; ე) ცხოველების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია; ვ) ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია; ზ) ცხოველების მიკედლება, ან ბინადრობის პირვანდელ გარემოში დაბრუნება; თ) ცხოველების გაჩუქებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, ცხოველთა ~ ფოტოსურათების განთავსება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებ-გვერდზე და იმ სოციალურ ქსელში რომელ სოციალურ ქსელსაც ოფიციალურად იყენებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა გაჩუქების აქციების მოწყობა, ასევე ყველა რეკომენდირებული ღონისძიების გატარება რომელიც გაიწევა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ რაც მიმართულია ცხოველთა გაჩუქებისკენ. 5. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს რომელსაც რეკომენდაციას უწევს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია, ვეტერინარული დაწესებულება ან კინოლოგიური დაწესებულება გააჩნია უფლებამოსილება აიყვანოს თავშესაფრიდან აგრესიული ფსიქიკის მქონე ძაღლი, აგრესიის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიზნით; 6. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გააჩნია უფლებამოსილება აიყვანოს თავშესაფრიდან დაავადებული ცხოველი შემდგომი ვეტერინარული მომსახურების გაწევისა და მოვლაპატრონობის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; 6. დაუშვებელია ცხოველის დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე და დაუსახლებელ ადგილებში, ასევე იმ ადგილას საიდანაც არ მომხდარა მისი იზოლირება. მუხლი 16. შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებელი 1. შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია: ა) თვალყური ადევნოს მიკედლებული ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საჭიროების შესახებ, ყოველწლიურად დაუკავშირდეს სააგენტოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის მოთხოვნის მიზნით რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებს განახორციელებს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიულ ვაქცინაციას, არაიდენტიფიცირებული არასტერილიზირებული/ არაკასტრირებული ცხოველის შემთხვევაში დაუკავშირდეს უფლებამოსილ ორგანოს იდენტიფიკაცია, სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნის მიზნით; ბ) სამიდან ოთხ დღემდე ვადით ცხოველის გაუჩინარების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება არაუგვიანეს მეოთხე დღისა; გ) უფლებამოსილი ორგანოს ან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის დაინტერესების შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობაზე; დ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე მიმკედებლის სტატუსის მოხსნამდე და ცხოველზე ახალი მიმკედლებლის რეგისტრაციამდე განაგრძოს მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა; ე) შესაძლებელია შინაურ ბინადარ ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი; 2. ცხოველის მიმკედლებელი უფლებამოსილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებული ცხოველისთვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების ან/და ტრანსპორტირების მომსახურება მიიღოს უსასყიდლოდ. 3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიკედლებული ცხოველის ტრანსპორტირება ან და გადაყვანა მოახდინოს მიმკედლებლის თანხმობით. 4. შინაური ბინადარი ცხოველის მიკედლება დასაშვებია ნებისმიერ ღია სივრცეში, შინაური ცხოველების შესვლა დასაშვებია ყველა შენობა-ნაგებობაში სადაც არ კრძალავს მესაკუთრე ან მოქმედი კანონმდებლობა. მუხლი 17. ცხოველთა თავშესაფრები 1. ცხოველების დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფრები იქმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ან არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ რომლის წესდებით მის მიზანს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა, ასევე, მებისმიერი იურიდიული პირის მიერ ქველმოქმედების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. 2. თავშესაფარში შინაური ბინადარი ცხოველის გადაყვანისთანავე, საჭიროების შემთხვევაში ის უნდა განთავსდეს კარანტინში, გაისინჯოს ვეტერინარის მიერ, დაკვირვებიდან 1(ერთი) დღე-ღამის ვადაში უნდა ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია და მესამე დღის გასვლისას ვაქცინაცია. უფლებამოსილი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის შემთხვევაში, თავშესაფარში ცხოველის დაყოვნების ვადა შეადგენს მინიმუმ 3 დღეს, ხოლო მის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენვა/დადორბვლა/დაკაწრის შემთხვევაში 10 დღეს. 3. დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარებში უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი შინაური ბინადარ ცხოველების მოთავსების შემდეგ ხდება მათი იდენტიფიკაცია. დგინდება ცხოველის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა და მათ ცხოველი უბრუნდებათ შენახვის ხარჯების ანაზღაურებით. 4. თუ ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, იდენტიფიკაციის, ვაქცინაციის და სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ დადგენილი ვერ იქნა უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველის პატრონი, ან ცხოველის პატრონი შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის(რაც მოყვანილია ამ კანონში ტერმინთა განმარტებაში) ობიექტური წინაპირობების გამო უარს აცხადებს ცხოველის მიღებაზე, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს გაჩუქებას ან უნდა მოხდეს მისი დაბრუნება პირვანდელი ბინადრობის არეალში. შინაურ ბინადარ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველზე თავშესაფარში ყოფნის (დაკვირვების, სტერილიზაცია/კასტრაციის, პოსტოპერაციულ) პერიოდში უნდა ანხორციელებდეს აუცილებელ, გადაუდებელ ვეტერინარულ-სამკურნალო ღონისძიებებს, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში აღინიშნება ცხოველისთვისა და ადამინისთვის საშიში დაავადების გავრცელების საფრთხე, თავშესაფარი ვალდებულია ითანამშრომლოს შესაბამის სანიტარულ - ჰიგიენურ ორგანოებთან და ჩაატაროს დეზინფექციის ღონისძიება, დაავადების აღმოფხვრამდე თავშესაფარში ცხადდება კარანტინი და ტარდება საკარანტინე ღონისძიებები. 6. თუკი თავშესაფრიდან გამოსულ ცხოველს საკარანტინე პერიოდის განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური დაავადება, თავშესაფარი ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ან განმეორებითი მკურნალობა. 7. ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად მოახდინოს ფოტო/ვიდეო გადაღება, მიიღოს ინფორმაცია განთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით - შეუზღუდავი ვადით და პერიოდით. 8. დაუშვებელია თავშესაფარში ცხოველების გამრავლება და გაყიდვა. მუხლი 18. ცხოველთა თავშესაფრების მოწყობის სტანდარტები 1. ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარს უნდა გააჩნდეს შინაური ბინადარი ცხოველების: ა) ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალიისა და სისხლის კვლევას, ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა ან გააჩნდეს დადებული ხელშეკრულება დაწესებულებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცედურებს. ბ) ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის ვალდებულია ითანამშრომლოს ვეტერინარულ დაწესებულებასთან; გ) საკარანტინო სივრცე (ვოლიერები), რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარში ახლადშემოყვანილი ცხოველის იზოლაციას სხვა ცხოველებისგან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, ან დაავადებული ცხოველის განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე, მოკვდინებამდე (ევთანაზიამდე); დ) განთავსების ვოლიერები; ე) გასეირნების უზრუნველყოფისათვის საკმარისი სივრცე; ვ) ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ პუნქტებში მოყვანილ სივრცეებში ადამიანები უნდა გადაადგილდებოდნენ სპეციალური სამედიცინო ხალათებითა და ბახილებით, საჭიროების შემთხვევაში ქუდებითა და ნიღბებით. 2. ცხოველთა დროებითი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარი უნდა ა) უზრუნველყოფილი იყოს სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებით; ბ) უზრუნველყოფილი იყოს ცხოველთა ყოფა-ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობებით - სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება; გ) ძაღლის განთავსების ვოლიერის სივრცე ცხოველთა პოპულაციის მართვის მიმართულების დროებით თავშესაფრებში უნდა აძლევდეს ცხოველს გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 კვადრატულ მეტრს(სიგრძე და სიგანე ცალცალკე დასაშვებია რომ იყოს მინიმუმ 1,50 მ), სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს, თითო ვოლიერში შესაძლებელია მაქსიმუმ 2 (ორი) ძაღლის განთავსება, რომლებიც არ არიან ერთმანეთის მიმართ აგრესიულები კვების დროს, კვების პროცესის დაკვირვება განეკუთვნება კინოლოგის კომპეტენციას, ხოლო ერთი ძაღლის განთავსების შემთხვევაში დასაშვებია ვოლიერი 2 კვ.მ. ფართით(სიგრძე და სიგანე ცალცალკე დასაშვებია რომ იყოს მინიმუმ 1.50 მ ), ვოლიერს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური გამოსასეირნებელი სივრცე ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს პერსონალის მიერ ძაღლის გამოსეირნება შესაბამის გასასეირნებლად განკუთვნილ სივრცეში; დ) კატების განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდგომ უნდა მოხდეს მისი დაბრუნება აყვანის ადგილას ან გაჩუქებამდე გადაყვანა ვოლიერიდან კატებიდათვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში; ე) ცხოველის ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და ცხოველს არ უნდა ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის შესაძლებლობა, ასევე მზიან ამინდში ნებისმიერ დროს ვოლიერს უნდა გააჩნდეს საჩრდილობელი. ხოლო წვიმის, თოვლისა და სეტყვის შემთხვევაში ვოლიერში არ უნდა აღწევდეს ბუნებრივი ნარჩენი. 3. ცხოველთა თავშესაფარში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, სანიტარიულ ჰიგიენური ნორმები, უნდა იქნეს დაპროექტებული და მოწყობილი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საოჯახო/მინი თავშესაფრები უნდა ხელმძღვანელობდეს ვეტერინარი ექიმის რეკომენდაციებით, როგორც ცხოველთა თავშესაფარი ასევე საოჯახო/მინი თავშესაფარი ცხოველთა საცხოვრებელი პირობების გადამოწმებისა და თავშესაფრის ფუნქციონირების გაცნობის მიზნით ექვემდებარება შემოწმებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადით უფლებამოსილი ორგანოს ან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შორის - დაუყოვნებლივ. 4. ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს უფლებამოსილ ორგანოში უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფარში მყოფ ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების წარდგენა მისთვის სასურველი ფორმით. 5. ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უზრუნველყოს უკლებლივ ყველა ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია, თუკი ცხოველს არ გამოუჩნდა პირვანდელი მეპატრონე დადგენილ ვადაში. 7. ცხოველთა თავშესაფარი უნდა იყოს მხოლოდ არაკომერციული დაწესებულება, კერძო პირს დასაშვებია გააჩნდეს თავშესაფარი იმ შემთხვევაში თუ ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და მისი იურიდიული ფორმა წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს თავი V შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მუხლი 19. შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სავალდებულო მოთხოვნები 1. შინაური ბინადარი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ლეტალობის შემთხვევაში კი - რეგისტრაციიდან მოხსნას. აღნიშნულ პროცედურებს უფლებამოსილი ორგანო ანხორციელებს ადგილზე მისვლით უსასყიდლოდ. 2. ცხოველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის მომსახურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ. 3. ცხოველის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ცხოველთა აღრიცხავასა და იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. 4. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით. 5. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ცხოველის შთამომავლობის და მისი გასხვისების თითოეული ფაქტის შესახებ, ასეთი ფაქტების დადგომიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 20. შინაურ ბინადარ ცხოველთა ერთიანი რეესტრი 1. შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ხორციელდება შინაურ ბინადარ ცხოველთა ერთიან რეესტრში შინაური ბინადარი ცხოველის პატრონის/მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე და დასტურდება შინაური ბინადარი ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობით, რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. 2. შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიანი რეესტრის შექმნის მიზანია: ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თვითოეულ მათგანზე ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა, მათი მფლობელებისა და მათზე მზრუნველი პირების დადგენა/რეგისტრაცია; ბ) ცხოველების დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკა; გ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია; დ) დაკარგული/ნაპოვნი ცხოველების მოძებნა, მათი იდენტიფიცირება და პატრონისთვის დაბრუნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ე)უსახლკარო ცხოველების დაბინავება ახალი მეპატრონეების მოძიებით. 3. პირველადი სავალდებულო რეგისტრაციის ყოველწლიური სავალდებულო იმუნიზაცია. წინ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ 4. ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა 2 თვის ასაკიდან, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან(მცირე ზომის კნუტი ან ლეკვი და სხვა შემთხვევა) გამომდინარე შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება. ცხოველის პატრონის შეცვლის შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაცია ცხოველთა ერთიან რეესტრში უნდა მოხდეს ათი დღის ვადაში. 5. მიკროჩიპი წარმოადგენს სპეციალური ინფორმაციის მატარებელ იმპლანტანტს, რომელიც შეიცავს უნიკალურ კოდს, რომელ კოდსაც ერთიან ბაზაში შეესაბამება ინფორმაცია ცხოველისა და მისი პატრონის შესახებ.. მიკროჩიპის ხარისხი და მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. 6. ცხოველის ლეტალობის ან მოკვდინების (ევთანაზიის) შემთხვევაში მფლობელმა აღნიშნულის შესახებ, ერთი დღის ვადაში უნდა აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ცხოველის რეგისტრაციის მოხსნის მიზნით უნდა წარუდგინოს ვეტერინარის მიერ შედგენილი ცხოველის ევთანაზიის აქტი, რომელშიდაც გაწერილი იქნება ინფორმაცია ცხოველის ევთანაზიის საფუძველისა და აუცილებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილი ორგანო და მარეგისტრირებელი ორგანო არის სხვადასხვა - მარეგისტრირებელმა ორგანომ უფლებამოსილი ორგანოსადმი წარდგენილ ინფორმაციას ცხოველის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ თან უნდა დაურთოს ცხოველის ევთანაზიის ასლი. 7. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს დაკარგვის ფაქტის შესახებ. 8. ცხოველთა ერთიანი რეესტრის მონაცემებით სარგებლობა უფასოა, ხოლო სარგებლობის უფლება გააჩნია ცხოველა თავშესაფრებს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და ვეტერინარულ დაწესებულებებს. თავი VI ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვა და სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობები მუხლი 21. ცხოველთა ორთაბრძოლები 1. დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა ცხოველების მონაწილეობით. 2. პირი ჩადის დანაშაულს, თუ ეს პირი: ა) ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს; ბ) შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით; გ) ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ; დ) ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში; ე) წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის; ვ) იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობანაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად; ზ) შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით; მუხლი 22. სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ვალდებულებები 1. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ცხოველთა დაცვას. 2. საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი ქცევის გაგებისა და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დანერგვას; 3. ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები კომპეტენციის ფარგლებში: ა) აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას და მოუწოდებენ მათ ცხოველებზე ზრუნვისკენ; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკონტროლებენ ცხოველთა მოვლის დადგენილი ნორმების დაცვას; გ) ორგანიზებას უწევენ აქტივობებს, რომელთა მიზანია მუნიციპალიტეტის ფარგლებში უსახლკარო ცხოველების რიცხვის შემცირება, უსახლკარო და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, უსახლკარო ცხოველების პატრონებთან დაბრუნება; დ) უფლებამოსილნი არიან მოაწყონ ცხოველთა გასასეირნებელი ადგილები, სასაფლაოები და კრემატორიუმები, იზრუნონ მათ გამოყენებაზე; ე) ანხორციელებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან, ვეტერინარულ დაწესებულებებთან, კინოლოგიურ დაწესებულებებთან, ფელინოლოგიურ დაწესებულებებთან და შესაბამის სფეროში მოქმედ სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან ურთიერთთანამშრომლობას ვ) ხელს უწყობენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში; ზ) ასრულებენ ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; თავი VII შინაურ ბინადარ ცხოველთა კონფისკაცია, შეზღუდვები ყოლაზე, საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა, ცხოველთა სასტუმრო მუხლი 23. შინაურ ბინადარ ცხოველთა კონფისკაცია 1. ცხოველის კონფისკაცია დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეილებით ცხოველთა დაცვის დაინტერესებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით (რომელმაც ასეთ შეთანხმებაზე დაინტერესების შესახებ წინასწარ განაცხადა წერილობით) იმ შეთხვევაში როდესაც დადგინდება რომ მისი მეპატრონის მიერ ცხოველის ყოლა აშკარა საფრთხეს უქმნის ცხოველის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას ან შესაძლოა მეპატრონის ქმედებით ან უმოქმედობის გამო არსებობდეს მისი დაღუპვის რეალურ საფრთხე. 2. ცხოველის კონფისკაციის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი დოკუმენტი მუხლი 24. შეზღუდვა ცხოველის ყოლაზე 1. დაუშვებელია ცხოველი ყავდეს პირს რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სისხლისსამართელბრივი პასუხისმგებლობა, ასევე იმ შემთხვევაში როდესაც ორჯერ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ცხოველის მოვლაპატრონობის წესების დარღვევის ფაქტზე. მუხლი 25. საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილია: ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს, სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ წინამდებარე კანონის ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას; ბ) განახორციელოს შესაბამის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა; გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში. მუხლი 26. ცხოველთა სასტუმრო 1. ცხოველთა სასტუმრო) ვალდებულია უზრუნველყოს: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბ) ცხოველის კვება-დაწყურვება; გ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის განათება და დათბუნება. დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. დროებითი სასტუმროს არ აქვს უფლება მომსახურება გაუწიოს ცხოველს (ძაღლი, კატა), რომელიც არ არის რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში. თავი VIII პასუხისმგებლობა მუხლი 27. პასუხიმგებლობის საფუძვლები 1. პირის პასუხისმგებლობა ცხოველთა დაცვისა და კეთილდეობისათვის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება ამ თავით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით. 3. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. თავი IX გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი 1. 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებმა განსაზღვრონ შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას. 2. 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ადგილობრივი თვითმმართველობისს ორგანომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება, უფლებამოსილი სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის. 3. 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიმუშაოს შინაური ბინადარი ცხოველების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა, რეგისტრაციის, მიკროჩიპზე დასატანი ინფორმაციის, საკონტროლო რეგისტრირებისა და ცხოველთა ერთიან რეესტრში შეყვანის წესი. 4. 2025 წლის 1-ელ მაისამდე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი არსებობის შემთხვევაში მოიყვანონ თანხვედრაში ამ კანონით. 5. 2025 წლის 1-ელ მაისამდე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებმა სადაც არ მოქმედებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა მოვლაპატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი მიიღონ შესაბამისი დადგენილება რომელიც დაარეგულირებს იმ საკთხებს, რაც არ რეგულირდება ამ კანონით. მუხლი 29. ძალაში შესვლა 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 02 იანვარი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
დანართი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 259. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა 1. შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 3. შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 5. შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორი წლიდან სამ წლამდე. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა)ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორი წლიდან ოთხ წლამდე. 7. ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნითისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) საჯაროდ; გ) არაერთგზის; დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან სამ წლამდე. 9. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორი წლიდან სამ წლამდე. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) საჯაროდ; გ) არაერთგზის; დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. 13. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) საჯაროდ; გ) არაერთგზის; დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის ორი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
დანართი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობის ვალდებულებების დარღვევა 1. შინაური ბინადარი ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის, მათ შორის, ანტირაბიული და კომპლექსური, დეჰელმინთიზაციის ხოლო მონადირე ჯიშის ძაღლის შემთხვევაში რომელსაც მისი მეპატრონე იყენებს სანადიროდ წელიწადში ორჯერ, ანტირაბიული ვაქცინაციის, დეჰელმინთიზაციის სამკურნალოპროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის საჭიროების შესახებ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსათვის შეუტყობინებლობაგამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 3. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 4. ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა,- ცხოველის (ძაღლი, კატა) გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მიტოვება,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 6. მძღოლის მიერ პოლიციისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული ან დაღუპული შინაური ბინადარი ცხოველის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა და ცხოველის შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურებაზე თავის არიდება,გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 7. შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს სახით, ასევე სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება,გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 8. შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა,გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 9. ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. 1031 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1032-1034 მუხლები: მუხლი 1032. შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მასთან ერთად მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 3. ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: სპეციალურად გამოყოფილი ადგილებში სეირნობა, ნადირობის პროცესში, მწყემსთან თანხლებისას, ასევე ისეთ ადგილებში სადაც არ არის ხალხმრავლობა, − გამოიწვევს ძაღლის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. მუხლი 1033. შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლების მოთხოვნების დარღვევა 1. ორ წლამდე ან/და ექვსი წლის ან მეტი ასაკის ძაღლის გამრავლება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ოდენობით, ხოლო 2. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 4. ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა), ან არარეგისტრირებული, ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. 6. შინაური ბინადარი ცხოველის საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე,- (ძაღლი, კატა) გამრავლება ეკონომიკური გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. 8. გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. მუხლი 1034. ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, მინი-საოჯახო თავშესაფრის, ცხოველთა სასტუმროს, ცხოველთა საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებებისა და რეალიზაციის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით,გამოიწვევს ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 2. შინაურ ბინადარ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის, კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა,გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 3. შინაურ ბინადარ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის, ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, სასტუმროს, საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით,გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალური თავშესაფრის, ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, ცხოველთა სასტუმროს, საშენის, კინოლოგიური / ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციისთვის ხელის შეშლა განახორციელოს მონიტორინგი დადგენილი წესით,გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 3. 2093-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466, 552, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032-1034 და 1072–107 4 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522–152 9 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591, 1662, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. „3. თუ ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772 , 103-ე და 1032-1034 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე, 1522−1529, 1534, 1539, 1561, 1583 და 158 4 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). „4. ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772, 103-ე, 1032-1034 და 1074 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522−1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“. 4. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466 , 103-ე, 1032-1034 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 152ე, 1523, 1533, 1536, 1584, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 5. 242-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 103-ე, 1032-1034 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით ივსება.“. 6. 243-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ კოდექსის 103-ე 1032-1034 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა.“. 7. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 1533 , 154-ე, 1741 და 174 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501 , 511 , 513 , 533 , 55-ე, 552 , 553 , 555 , 556 , 582 , 592 , 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912 , 921 , 94-ე, 95-ე, 961 , 962 , 964 , 99-ე, 1001 , 1002 , 103-ე, 1032-1034, 104-ე, 1051 , 1071 , 141-ე, 143-ე−1441 , 1443 −1445 , 14410 , 145-ე, 1461 , 148-ე−1501 , 1511 , 152-ე, 1522 −1529 , 153-ე, 1541 , 1542 , 156-ე−1581 , 159-ე, 1591 , 163ე, 164-ე, 16512 −16523 , 1661 , 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791 , 180-ე−1831 , 185-ე−1852 , 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963 , 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. 8. 2906 მუხლს მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 103-ე 1032-1034 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს პერსონალური სამართალდამრღვევის მონაცემები. დაუშვებელია, იდენტიფიცირებისთვის ეს ინფორმაცია აუცილებელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 103-ე მუხლის მე2 ნაწილი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი