ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (158 KB)
📄 წერილი (442 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (832 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (865 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (18.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.2 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2024-03-22
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
1067/3-23/24
14-02-2024
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს
ილია დარჩიაშვილს
ბატონო ილია,
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად, ინტერპელაციის წესით
მოგმართავთ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საერთო რიცხვი
დაუზუსტებელია, თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მაჩვენებელი მილიონს
აჭარბებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში საქართველოდან
ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი - 244 966
ადამიანი. 2023 წლის მარტში "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ
გამოქვეყნებული კვლევის თანახმად - საქართველოდან წასვლაზე ყოველი მეექვსე
ადამიანი ფიქრობს.
ემიგრაციის მზარდი ტენდენციების გამო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება თუ
როგორ ჩაერთონ ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის
არჩევნებში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს
მაქსიმალურად უზრუნველყონ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის
არჩევნებში ჩართულობა. სახელმწიფოთა პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ხმის მიცემას დისტანციურად, მინდობით ან
ფოსტის მეშვეობით ახერხებენ. სახელმწიფოები, რომლებიც ამგვარ შესაძლებლობებს
ვერ უზრუნველყოფენ ცდილობენ მაქსიმალურად მეტი საარჩევნო უბანი გახსნან
ქვეყნის გარეთ, რათა მოქალაქეებმა შეძლონ საარჩევნო უფლების შეუფერხებელი
რეალიზება. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოლდოვამ უზრუნველყო
ემიგრანტების მაქსიმალური ინფორმირება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება
უცხო ქვეყანაში ხმის მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გაიხსნა
რეკორდულად მაღალი რაოდენობის საარჩევნო უბანი და არჩევნებში 300 ათასამდე
ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50
უბანი იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ემიგრანტმა, რაც
ძალიან
დაბალი
რიცხვია.
საზღვარგარეთ
მცხოვრები
საქართველოს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის გაზრდისთვის საგარეო
საქმეთა სამინისტროს შეუძლია რამდენიმე მიმართულებით აქტიურობა, კერძოდ:
1. გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლებისა, სპეციალურ სიებში
შევლენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არალეგალურად
იმყოფებიან საზღვარგარეთ. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
შესაბამისად, საარჩევნო (სპეციალურ) სიებში შეჰყავთ კენჭისყრის დღეს სხვა
სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს
საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან
საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე
ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე
და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში
შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში
ან
საქართველოს
საკონსულო
დაწესებულებაში. ამ პირთა (გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული
პირებისა) სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და
კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს.
საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები
რაოდენობა
ძალიან
დიდია,
რომლებსაც
ძირითადად
არჩევნებში
მონაწილეობის შიში აქვთ და ფიქრობენ რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს.
ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში
არჩევნებში რეგისტრაცია ხდება მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ის
ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამა თუ იმ ქვეყენაში ამა თუ იმ პირის
სამართლებრივ მდგომარეობაზე.
უწარმოებია თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო
კამპანია ან/და გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო
ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში
ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის, არის თუ არა გეგმაში
ამგვარი კამპანიის წარმოება, რა მოსაზრება აქვს სამინისტროს ამასთან დაკავშირებით?
2. არსებობს ქვეყნები, რომელთა ადგილობრივი კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს დიპლომატიური დაწესებულებების გარეთ საარჩევნო უბნების
შექმნას, რაც გარკვეულწილად აფერხებს საარჩევნო უბნების გახსნას იმ
ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის
წარმოდგენილი. შედეგად, ემიგრანტებს საარჩევნო უბნებზე მისასვლელად
ათასობით კილომეტრის გავლა უწევთ, რაც სირთულეს წარმოადგენს. ამის
მიუხედავად, არსებობს გამოსავალი. 2020 წლისთვის იტალიის ქალაქ ბარში,
სადაც მოქალაქეებმა საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვეს, საგარეო საქმეთა
სამინისტრომ შექმნა გენერალური საკონსულო შეზღუდული ფუნქციებით,
რამაც გააჩინა შესაძლებლობა იტალიაში გახსნილიყო მეორე საარჩევნო უბანი.
იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა მაქსიმალურად დიდი
რაოდენობით გაიხსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, რომ მოქალაქეებს არ
მოუწიოთ ათასობით კილომეტრის გავლა არჩევნებში მონაწილეობისთვის; რა გეგმები
აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოების დამატებისა და შესაბამისად
საარჩევნო უბნების გაზრდის მიმართულებით?
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ხატია დეკანოიძე
პარლამენტის წევრი
რომან გოცირიძე
პარლამენტის წევრი
დავით ხაჯიშვილი
პარლამენტის წევრი
თეონა აქუბარდია
პარლამენტის წევრი
როსტომ ჩხეიძე
პარლამენტის წევრი
ნატო ჩხეიძე
პარლამენტის წევრი
ბაჩუკი ქარდავა
პარლამენტის წევრი
ნიკა მაჭუტაძე