საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/202; 27.04.2022) განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-3821/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-3821/24 18-03-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 6 ნოემბრის N302/27 გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/202; 27.04.2022) წამყვანი კომიტეტის (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის) განხილვის ვადად განისაზღვრა 20.11-03.04.2024, ხოლო სავალდებულო კომიტეტების ( ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების) განხილვის ვადად 07.11 – 21.03.2024. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მოგვმართა N 2-3810/24, 18-03-2024 განცხადებით, რომლითაც აღნიშნული კანონების პროექტებზე განხილვის ვადის გაგრძელებას ითხოვს 60 დღით. შესაბამისად, გთხოვთ ზემოთ აღნიშნული კანონების პროექტებისთვის როგორც წამყვანი, ასევე კომიტეტებისთვის საკომიტეტო მოსმენის ვადის გაგრძელებას 60 დღის ვადით. დანართი: 01 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სავალდებულო
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-3810/24 18-03-2024 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ბერაიას საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 146/4, 02.05.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ჭრილობების შედეგად დაღუპულ, უგზო-უკვლოდ გარდაცვლილთა ოჯახების დაკარგულ, სოციალური მიღებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/202; 27.04.2022), რომლის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 21 მარტამდე. ობიექტურ მიზეზთა გამო კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის ზემოთ მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 60 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასახელებული