საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 11-15 მარტს მისი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის აზერბაიჯანსა (ქ. ბაქო) და ფინეთში (ქ. ჰელსინკი) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-3832/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-3832/24 18-03-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ ლაშხს მოგახესენებთ, რომ 2024 წლის 11-15 მარტს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, სამსახურეობრივი მივლინებით აზერბაიჯანსა (ქ. ბაქო) და ფინეთში (ქ. ჰელსინკი) იმყოფებოდა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ მივლინების ანგარიშს. დანართი: 4 (ოთხი) ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ ლაშხს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის აზერბაიჯანის და ფინეთის რესპუბლიკებში მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11-15 მარტს, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ მივლინებით ვიმყოფებოდი აზერბაიჯანის (ქ. საქმეთა ბაქო) კომიტეტის და თავმჯდომარე, ფინეთის (ქ. ჰელსინკი) რესპუბლიკებში. 11-12 მარტს, ქ. ბაქოში სამსახურეობრივ მივლინებაში, ჩემთან ერთად, იმყოფებოდნენ კომიტეტის დელეგაციის წევრები: გიორგი სოსიაშვილი (კომიტეტის წევრი), როსტომ ჩხეიძე (კომიტეტის წევრი), დავით გიორგაძე (კომიტეტის აპარატის უფროსი), ანატოლი კორეპანოვი (კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე), 13-15 მარტს, ქ. ჰელსინკში გიორგი ჩაკვეტაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), თეონა აბულაძე თავმჯდომარის თანაშემწე). ქ. ბაქოში სამუშაო ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ბახტიარ ალიევის მოწვევით. მარტს, ვიზიტის პირველ დღეს, კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ აზერბაიჯანის პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ბახტიარ ალიევს და კომიტეტის სხვა წევრებს. აუდიენციის დროს მიმოვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველო შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ჩემი მხრიდან ყურადღება გავამახვილე ორი ქვეყნის პარლამენტებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაზე. კერძოდ, გამოვთქვი წინადადება 2024 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, ერთობლივი საკომიტეტო შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების, დაწესებულებების წარმომადგენელთა ჩართულობით, მოხდება ორ ქვეყანას შორის განათლების პერსპექტივების სფეროში დეტალური არსებული განხილვა. თანამშრომლობისა აზერბაიჯანელი და მისი კოლეგები გაღრმავების მიესალმნენ ამ 1 ინიციატივას, მხარეები შევთანხმდით აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე. მარტს, კომიტეტის დელეგაციის წევრები, ასევე შევხვდით აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაღიევს და ჯგუფის სხვა წევრებს. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოვიხილეთ, ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. ქ. ბაქოში გამართული ვიზიტის ფარგლებში, 12 მარტს, ჩვენი დელეგაცია შეხვდა აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ფარიდ გაიბოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ფუად მურადოვს. მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ემინ ამრულოვთან შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია პარტნიორობის გაღრმავება. მინისტრს გავაცანი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საპარლამენტო დიპლომატის განვითარების მიზნით ერთობლივი აზერბაიჯანისა და პლატფორმის საქართველოს შექმნის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც დარგობრივი კომიტეტები განათლების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობას განიხილავენ. მინისტრი ემინ ამრულოვი მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას და აღნიშნა, რომ ერთობლივი პლატფორმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობა იქნება. აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ფარიდ გაიბოვთან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროს ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის წარმომადგენლები, ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები განვიხილეთ. ახალგაზრდული პოლიტიკის შეხვედრაზე ძირითადი კოლეგებს გავაცანით პრიორიტეტები და საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმები, ყურადღება გავამახვილე ახალგაზრდების დასაქმების საკითხზე და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სივრცეებისა და შესაძლებლობების შექმნაზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ ინიციატივა გამოხატა აზერბაიჯანში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალებსა და ბანაკებში უმასპინძლონ სტუდენტებს საქართველოდან. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ხაზი გაესვა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვსა და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ დიასპორული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე. აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდულ ცენტრებს აფინანსებს, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებისთვის გასართობ, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მხარე აქტიურად თანამშრომლობს 2 საქართველოში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. შეხვედრაზე, ასევე ვიმსჯელეთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ქართულ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის კუთხით განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებებზე. ქ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ცალკე აუდიენცია შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან, რომელსაც მხოლოდ მე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვესწრებოდით. შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტების დაახლოებისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ვისაუბრეთ. ქალბატონ საჰიბა გაფაროვმა მოიწონა ქართული მხარის ინიციატივა - ორი ქვეყნის პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ყურადღება გავამახვილე ასამბლეაში საქართველოს და აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე. მარტს, ქ. ბაქოში გამართულ შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტს, ფინეთში სამსახურეობრივი მივლინების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია სამუშაო შეხვედრები ფინეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ქ. ჰელსინკის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდობის სფეროში სამოქალაქო ქოლგა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა. განათლებისა და კულტურის სამინისტროში შეხვდით ახალგაზრდობის მიმართულებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰენი აქსელინს. შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის სამართლებრივ რეგულირებასა და ინსტიტუციურ მოწყობაზე ვისაუბრეთ. მოვისმინეთ ინფორმაცია ფინეთში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის ასპექტებზე, დაინტერესებული სუბიექტების ფუნქციებსა და კომპეტენციაზე, პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში ახალგაზრდობის შესახებ კანონის (Youth Act) გავლენაზე. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ფინეთის გამოცდილებაზე - გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების მიწოდებაზე. ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები შევხდით ჰელსინკის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს. მასპინძლობდა. მერიის შეხვედრას ჰელსინკის წარმომადგენლებისგან ვიცე-მერი დანიელ მოვისმინეთ ინფორმაცია საზონოვი მათ მიერ შემუშავებულ სერვისებსა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების მექანიზმებზე. მერიის თანამშრომლებმა მიმოიხილეს მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის რეგულირებისა და ინსტიტუციური მოწყობის ასპექტები, ასევე ამომწურავად უპასუხეს საქართველოს დელეგაციის წევრთა შეკითხვებს. 3 საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, ასევე შევხვდით ფინეთში მოქმედი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდული ზოგადსაგანმანათლებლო ქოლგა ორგანიზაციის „Allianssi- დაწესებულებებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლის მიზანია ახალგაზრდებში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება. ასევე, საუბარი შეეხო ფინეთში არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსებისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის საკითხებს, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციურ მოწყობას და მის ფუნქციონირებას. მარტს, დელეგაციის წევრები ფინეთის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თულა ჰაათაინენს და კომიტეტის წევრებს შევხვდით. შეხვედრის მთავარ თემას უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. პარლამენტის საქართველოს განათლებისა და დელეგაციის კულტურის წევრები კომიტეტის გაეცნენ ფინეთის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული პარლამენტის პროექტზე, რომელიც პარლამენტის საქმიანობაში სკოლის მოსწავლეების ჩართულობას ითვალისწინებს. ჩვენი დელეგაციის სახელით, ფინურ მხარეს გავუზიარეთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. აღვნიშნეთ, პოლიტიკის მიმართულებით რომ ფინეთის, როგორც ახალგაზრდული წარმატებული ქვეყნის, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრაზე ასევე ვიმსჯელეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხორცილებულ შეხვედრებს ესწრებოდნენ შვედეთსა და ფინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და საელჩოს თანამშრომლები, ასევე ქალაქ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე. გივი მიქანაძე წლის 18 მარტი 4