საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლაშა შუკაკიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-282/23; 11.01.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3865/24
19-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ლაშა
შუკაკიძის
მიერ
ადმინისტრაციულ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
სამართალდარღვევათა
კოდექსში
წინადადება
ცვლილების
„საქართველოს
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-282/23; 11.01.2023).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3864/24
19-03-2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ლაშა შუკაკიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-282/23; 11.01.2023)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ლაშა შუკაკიძის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-282/23; 11.01.2023).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატოს ნორმა, რომლითაც 18 წლამდე ასაკის პირის მიერ
თამბაქოს მოწევისთვის ან ელექტრონული სიგარეტის გამოყენებისთვის განისაზღვრება მისი
მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტები უკვე მოიცავს მთელ რიგ სპეციალურ
ნორმებს (მათ შორის, სათანადო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენ არაერთ
ნორმას), რომლებიც 18 წლამდე ასაკის პირის თამბაქოს ნაწარმისგან, თამბაქოს აქსესუარისა
და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისგან დისტანცირებას ემსახურება
და მიმართულია არასრულწლოვანზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისაკენ.1
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის ისეთი
ნორმის დამატების აუცილებლობა, რომელსაც საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს,
ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო
წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
1 იხ. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ და „გ“
ქვეპუნქტები, 101 მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები, 1711 მუხლის 6264 ნაწილები,
172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 1713 მუხლი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ლაშა შუკაკიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-282/23; 11.01.2023)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი