საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-1348/23; 26.01.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3867/24
19-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ნიკოლოზ
ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-1348/23; 26.01.2023).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3866/24
19-03-2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-1348/23; 26.01.2023)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ნიკოლოზ
ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-1348/23; 26.01.2023).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონს დაემატოს ნორმა, რომლითაც განისაზღვრება იმავე კანონით
გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) მიერ
გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საფუძვლები.
II. კომიტეტის შეფასება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სახელმწიფო ბაჟის ოდენობებს
ადგენს და სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს აწესრიგებს,
ითვალისწინებს, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების მთელ რიგ
შემთხვევებსა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების პირობებს. კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის
გადახდისგან გათავისუფლების აღნიშნული შემთხვევები მოიცავს როგორც სასამართლოში
განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების პირობებს, ისე
სხვა ცალკეული სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებისთვის სახელმწიფო
ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლებს; ამასთანავე, იმავე კანონის მე-6 მუხლის
მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ „გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად
ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად
დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც
მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის
დადგენილ წესს.“ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისთვის ისეთი ნორმის
დამატების აუცილებლობა კი, რომელსაც საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, ამ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ეტაპზე არ არსებობს. ამგვარი აუცილებლობის ჯეროვანი დასაბუთება არც საკანონმდებლო
წინადადებით არის წარმოდგენილი.
ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას
არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
ნიკოლოზ
ნიკოლაძის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1348/23; 26.01.2023)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი