საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ („ექსპერტიზის ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“) (№1-1398/23; 27.01.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3869/24
19-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა შალვა
ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1398/23; 27.01.2023).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3868/24
19-03-2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N11398/23; 27.01.2023)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა შალვა
ხაჭაპურიძის
და
ზურაბ
ვანიშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1398/23;
27.01.2023).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო
კოდექსის
144-ე
მუხლისთვის
ექსპერტიზის
ექსპერტიზისა
და
ექსპერტიზის ექსპერტიზის ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ნორმის დამატების
საკითხი.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლი ადგენს
ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლებსა და აწესრიგებს ექსპერტიზის ჩატარებასთან
დაკავშირებულ სხვა სათანადო საკითხებს. საკანონმდებლო წინადადებით კი
შემოთავაზებულია,
რომ
ამ
მუხლს
დაემატოს
შემდეგი
შინაარსის
ნორმა:
„ექსპერტიზის ექსპერტიზა ტარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
ინიციატივით. ექსპერტიზის ექსპერტიზის ექსპერტიზა ტარდება დაცვის მხარის
ინიციატივით.“ თუმცა საკანონმდებლო წინადადება არ მოიცავს ამ საკითხის რაიმე
სახის დასაბუთებას. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო
წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-1398/23; 27.01.2023) საკომიტეტო განხილვის შედეგად
ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი