საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით (№1-3977/23; 20.03.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3875/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3875/24 19-03-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (N1-3977/23; 20.03.2023). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3871/24 19-03-2024 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (N1-3977/23; 20.03.2023) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (N1-3977/23; 20.03.2023). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმის ძირეულად შეცვლას ითვალისწინებს. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.“ ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კონსტიტუცია გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, რომლის პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან არანაკლებ 200000 ამომრჩეველს,“ რაც იმას გულისხმობს, რომ პარლამენტის კომიტეტი, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი, არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი (საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი სუბიექტი). ამრიგად, იმ საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, შეუსაბამო იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესთან. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (N1-3977/23; 20.03.2023) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი