საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ (№1-9740/23; 05.07.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3880/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3880/24 19-03-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ღლონტის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (N1-9740/23; 05.07.2023). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3876/24 19-03-2024 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ღლონტის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (N1-9740/23; 05.07.2023) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ღლონტის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (N1-9740/23; 05.07.2023). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაუქმების საკითხი. II. კომიტეტის შეფასება საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას, აღნიშნული ბიუროს გაუქმებასა და მისი ფუნქციების მქონე დაწესებულების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ჩამოყალიბებას. თუმცა საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მის მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ღლონტის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (N19740/23; 05.07.2023) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი