საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-9940/23; 10.07.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3885/24
19-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ
ვანიშვილის
მიერ
ადმინისტრაციულ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
სამართალდარღვევათა
კოდექსში
წინადადება
ცვლილების
„საქართველოს
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9940/23; 10.07.2023).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3884/24
19-03-2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9940/23; 10.07.2023)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-9940/23; 10.07.2023).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი „ამხანაგური სასამართლო“.
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტი იზიარებს წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მართებულობას, რადგან
ამხანაგური სასამართლო არ არის ამჟამად მოქმედი ინსტიტუტი და ეს ტერმინი მხოლოდ
ტექნიკური ხარვეზის გამო დარჩა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ამოცანაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ
კოდექსზე მუშაობა, რის შედეგადაც სისტემურად მოწესრიგდება არსებული საკანონმდებლო
ნორმები და შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი
ახალი
მკაფიო
ნორმები.1
შესაბამისად,
კომიტეტი
მიზანშეწონილად
მიიჩნევს,
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ ცვლილებაზე მსჯელობა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ახალ
კოდექსზე
მუშაობის
ფორმატში
გაგრძელდეს.
აქედან
გამომდინარე, კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
მიღებულად ცნობას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვის შედეგად კომიტეტი იღებს
ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: მიღებულად ან უარყოფილად ცნობს საკანონმდებლო
წინადადებას).
1 იხ. https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/samoqm-gegm/2024.pdf
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9940/23; 10.07.2023)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი