საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ „აღსრულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-18896/22; 30.12.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-19
ბიუროს ნომერი 333
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3892/24
19-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კახა
ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს კანონის
პროექტში „აღსრულების კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-18896/22; 30.12.2022).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3890/24
19-03-2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
კანონის პროექტში „აღსრულების კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-18896/22; 30.12.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კახა ყურაშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს კანონის პროექტში
„აღსრულების კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-18896/22; 30.12.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში
„აღსრულების კოდექსი“ (N07-3/34; 22.02.2021), კერძოდ, ამ კანონპროექტისთვის მთელი რიგი
ზოგადი და კერძო დარგობრივი პრინციპების დამატების საკითხი.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
„საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე
სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი,
დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების,
კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.“
ამრიგად, საკანონმდებლო წინადადება შეიძლება ითვალისწინებდეს კანონში ცვლილების
შეტანას, ხოლო კანონპროექტში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადების
პარლამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობას არ განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი. კახა ყურაშვილი მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კი სწორედ
კანონპროექტში (საქართველოს კანონის პროექტში „აღსრულების კოდექსი“ (N07-3/34;
22.02.2021)) ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი
ამ
საკანონმდებლო
წინადადების
მისაღებად
ცნობას
მიზანშეწონილად.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
არ
მიიჩნევს
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს კანონის პროექტში „აღსრულების კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-18896/22; 30.12.2022)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი