საპროკურორო საბჭოს წევრად ლევან მახარაშვილის არჩევის საკითხი.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრებად ასარჩევად ამირან გიგუაშვილის და ლევან მახარაშვილის კანდიდატურებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრებად ასარჩევად ამირან გიგუაშვილის და ლევან მახარაშვილის კანდიდატურებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნა
- საპროკურორო საბჭოს წევრად ამირან გიგუაშვილის არჩევის საკითხი. წარდგინება
- საპროკურორო საბჭოს წევრად ლევან მახარაშვილის არჩევის საკითხი. (ეს პროექტი) წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3123/24
05-03-2024
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 4 მარტის
კომიტეტის
სხდომაზე
დაკავშირებით
განიხილა
წარმოდგენილი
საპროკურორო
დოკუმენტების
საბჭოს
წევრობის
კანდიდატებთან
კანონით
დადგენილ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის საკითხი.
გიგზავნით კომიტეტის დასკვნასა და საპროკურორო საბჭოს აღნიშნულ კანდიდატებთან
დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტებს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3121/24
05-03-2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 4 მარტის
კომიტეტის
სხდომაზე
დაკავშირებით
განიხილა
წარმოდგენილი
საპროკურორო
დოკუმენტების
საბჭოს
წევრობის
კანდიდატებთან
კანონით
დადგენილ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის საკითხი.
I. ზოგადი მიმოხილვა
საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში
საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 6 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში
წარედგინა საპროკურორო საბჭოს წევრობის შემდეგი კანდიდატები:
1. ამირან გიგუაშვილი − წარმდგენი ორგანიზაცია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
2. ლევან მახარაშვილი − წარმდგენი ორგანიზაცია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
2024 წლის 4 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 207-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საპროკურორო საბჭოს წევრობის
აღნიშნულ
კანდიდატებთან
დაკავშირებით
წარმოდგენილი
დოკუმენტების
კანონით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი.
II. კომიტეტის შეფასება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე
მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის
თანახმად, საქართველოს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის
საფუძველზე. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
მოღვაწე
პროფესორებისა
და
მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან,
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით
მონაწილეობა
სასამართლოებში
განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციათაგან თითოეული
უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის
არაუმეტეს
3
კანდიდატი.
პარლამენტის
წევრის,
მოსამართლისა
და
პროკურორის
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საქართველოს
პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს აღნიშნულ წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს
მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით
მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის
დარგის აღიარებული სპეციალისტია.
აღნიშნული კანონისმიერი მოთხოვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტები
ამირან გიგუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომამდე სრულად
იქნა
წარმოდგენილი, ხოლო ლევან მახარაშვილის კანდიდატურასთან
წარმოსადგენად
დარჩენილი,
მაგისტრის
ან
მასთან
გათანაბრებული
მიმართებით
აკადემიური
ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით უმაღლესი იურიდიული განათლების ქონის
დამადასტურებელი
სათანადო
დოკუმენტი
კომიტეტის
სხდომის
შემდეგ
იქნა
წარმოდგენილი.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის
შესაბამისად განიხილა საპროკურორო საბჭოს 2 წევრის კანდიდატურებთან მიმართებით
წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ საპროკურორო საბჭოს წევრობის ორივე კანდიდატთან (ამირან
გიგუაშვილი, ლევან მახარაშვილი) დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება
კანონით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
ინფორმაცია
N 3993/01-40-09
3993-01-40-09-2202403051108
05/03/2024
ცნობა
ლევან მახარაშვილი (პ/ნ 60001017434) 2000
წელს (ბრძ. №4/752, 26.08.2000)
ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე, 2001 წელს კი განსხვავებული საგნების
ჩაბარების
უფლებით
გადაყვანილ
იქნა
იურიდიული
ფაკულტეტის
სამართლისმცოდნეობის სპეციალობის II კურსზე (ბრძ. №4/850, 12.09.2001).
ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის 2005 წლის კურსდამთავრებულ ლევან მახარაშვილს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, სამართლისმცოდნეობის სპეციალობით (ბრძ. №4/692,
01.08.2005).
მის სახელზე გაცემულია დიპლომი წარჩინების AH №000031 (სარეგისტრაციო №01/1272).
ლევან მახარაშვილის სახელზე გაცემული დიპლომი წარჩინების AH №000031
(სარეგისტრაციო №01/1272) გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან (საქართველოს
კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მუხლი 89, პუნქტი 8).
თინა მელქოშვილი
დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი