დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში დაუნისსინდრომის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[4f3f]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 152

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 3/21/24, 11:43 AM ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 21 მარტი 2024 10:30 2024 წლის 21 მარტი, 10:30 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. https://parliament.ge/print/announcement/2757?local=true 1/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N152 2024 წლის 21 მარტი, 10:30 სთ ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. 2024 წლის 21 მარტის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - რატი იონათამიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაურის უფლებამონაცვლე - რესან კონცელიძე, სავალან მირზოევის უფლებამონაცვლე - ანზორ ბოლქვაძე, ანა ბუჩუკური, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, სუმბატ კიურეღიანის უფლებამონაცვლე - გენრიეტა წიწავა, მერაბ ქვარაია, ეკატერინე ხერხეულიძე, ტარიელ ნაკაიძე, ხატია დეკანოიძე. კომიტეტის სხდომა, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან თანამშრომლობით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების და ინტერესების დაცვა და მსჯელობაც, მათი საჭიროებების გამოსაკვეთად გაიმართა. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტერეოტიპების დამსხვრევაზე და სხვა პრობლემურ საკითხებზე. კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იყვნენ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები, მათ პრობლემებზე მომუშავე სახელმწიფო უწყების და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა, თავად წარმოადგინეს მოხსენებები მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მოხსენებები წარმოადგინეს აღნიშნული სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა: ლევან გოცაძემ, სესილი ღვინჯილიამ, მარიამ ბერიკელაშვილმა, მარიამ ლომიძემ. დაუნის სინდრომის მქონე პირების წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელმა - ლია ტაბატაძემ. სხდომაზე გამოიკვეთა გამოწვევები განათლების, დასაქმების, ადვოკატირების, ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. სხდომაზე შემაჯამებლად აღინიშნა, რომ მოსმენილი ინფორმაციებიდან გამოკვეთილი საჭიროებების შესწავლის მიზნით, კომიტეტში შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: რატი იონათამიშვილი სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია