საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-293/24; 15.01.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-22
ბიუროს ნომერი 335
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-4060/24
21-03-2024
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის
მიერ
წარმოდგენილ
წინადადებაზე
დაცვის
საკანონმდებლო
„პერსონალურ
შესახებ“
საქართველოს
მონაცემთა
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-293/24;
15.01.2024).
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, 2024 წლის 19 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს ელექტრონულ
პროგრამებსა და მონაცემთა ბაზებში დაცული პერსონალური ინფორმაციის მიღების
პროცესის
რეგულირებას.
მისი
აზრით,
რეგულირების
საჭიროება
გამოწვეულია
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით
მიღებით. ავტორი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების დანართის სახით
წარმოდგენილი მისთვის გაცემული არც ერთი დოკუმენტი არ იყო უფლებამოსილი პირის
მიერ
დამოწმებული,
არასრულყოფილი
რაც
შიდა
შეიძლება
მოხმარების
დაკავშირებული
საქმისწარმოების
იყოს
დაწესებულებებში
ინსტრუქციით
ან/და
საქმისწარმოების პროცესში დანერგილი პრაქტიკით - გასაცემი ინფორმაციის ცალკეული
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დოკუმენტის სახით შექმნა და დანართის სახით დაინტერესებული პირისთვის
მიწოდება.
წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, მოთხოვნილ ინფორმაციას ან
სხვა სახის ინფორმაციას, როგორც წესი, სისტემაში ასევე შეიძლება ენიჭებოდეს
მადენტიფიცირებელი მონაცემები, რომელთა მიღება შესაძლებელი იყოს, როგორც
პროგრამიდან
ავტომატური
გენერირებით/ჩამოტვირთვით/გადაგზავნით,
ასევე,
მონაცემთა ვიზუალური დათვალიერების დროს მათი ამოწერით, შედეგად კი, იქმნება
პერსონალური მონაცემების შემცველი ახალი დოკუმენტი.
ავტორის
მოსაზრებით,
მონაცემთა
დაცულობის
სათანადო
სტანდარტების
შესაქმნელად საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციის დახვეწა, რომლის შედეგად
ელექტრონული პროგრამებიდან და მონაცემთა ბაზებიდან ამოკრებილი ინფორმაცია
აისახება საპასუხო კორესპონდენციის ტექსტის ძირითად ნაწილში და, არა იმგვარად, რომ
ამ პროცესისთვის შეიქმნას ცალკეული დოკუმენტი და შემდგომ პროგრამულად
დაუკავშირდეს
წერილის
დანართს.
ასევე,
ავტორის
მოსაზრებით,
გამოწვევა
მდგომარეობს იმაშიც, რომ მონაცემთა სუბიექტი შესაძლოა ვერ იღებდეს პერსონალურ
მონაცემებს იმგვარად, რომ დოკუმენტს სათანადო იურიდიული ძალა ჰქონდეს.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
წინადადების
ავტორი,
მიზანშეწონილად
მიიჩნევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის
კანონის მე-13 მუხლს (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება),
მე-4 პუნქტის შემდგომ და მე-14 მუხლს (მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების
უფლება), მე-5 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი პუნქტები:
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა
სუბიექტს მიეწოდება საპასუხო კორესპონდენციის ძირითადი ტექსტის სახით.
მონაცემთა
სუბიექტს
ელექტრონული
დოკუმენტის
ასლი
მიეწოდება
ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილი
პირის
მიერ
დამოწმებული
ან/და
დადასტურებული სახით.
საკითხის განხილვისას კომიტეტმა აღნიშნა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ ახალი კანონით დადგენილი სტანდარტები
პასუხობს საკანონმდებლო
წინადადების ავტორის მიერ წამოჭრილ საკითხებს და დამატებით სხვა ცვლილებების
განხორციელების საჭიროება არ არსებობს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს
მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი