საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 20 მარტის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე“ (ჯგუფის შემადგენლობა: გივი მიქანაძე - მთავარი მომხსენებელი, გენრიეტა წიწავა)
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 100
შენიშვნა ერთობლივი სხდომა:
1. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;
2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
3. კულტურის კომიტეტი.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
3/21/24, 11:40 AM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
20 მარტი 2024 15:00
2024 წლის 20 მარტი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
„საზღვარგარეთ
არსებული
საკვირაო
სკოლების
საჭიროებების
შესწავლის
მიზნით“
თემატური მოკვლევის დაწყების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/2748?local=true
1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N100
2024 წელი, 20 მარტი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, V სართული)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ
ლაშხი, ბექა დავითულიანი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ კახაძე, გიორგი
სოსიაშვილი, დავით ზილფიმიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, თამარ
ჩარკვიანი.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და
კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა
კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო
განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი
მიქანაძემ სხდომაზე დამსწრე პირებს განსახილველად წარუდგინა საზღვარგარეთ
მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების
მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერების მიზნით - თემატური
მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი.
მომხსენებლის განცხადებით, მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას, თუ რა გამოწვევების
წინაშე დგანან საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლები და იქ მოქმედი
ანსამბლები, რათა შემუშავებულ იქნას შესაბამისი რეკომენდაციები და მხარდამჭერი
მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც მოხდება მათი გაძლიერება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის
სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერების
მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 10;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე