საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 20 მარტის კომიტეტის მომართვა - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შექმნილ „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“ თემატური მოკვლევის ჯგუფში ელისო ბოლქვაძის მონაწილეობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 65
შენიშვნა ერთობლივი სხდომა:
1. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;
2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
3. კულტურის კომიტეტი.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
3/21/24, 11:40 AM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
20 მარტი 2024 15:00
2024 წლის 20 მარტი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
„საზღვარგარეთ
არსებული
საკვირაო
სკოლების
საჭიროებების
შესწავლის
მიზნით“
თემატური მოკვლევის დაწყების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/2748?local=true
1/2
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის
ოქმი N65
2024 წლის 20 მარტი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. „საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროებების შესწავლის მიზნით“
თემატური მოკვლევის დაწყების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი
მეზურნიშვილი.
სხდომის მდივანი: ანა მეყანწიშვილი - აპარატის თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გრეტა წიწავა (ადგილმონაცვლე) - ელისო
ბოლქვაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი, გივი ჭიჭინაძე, ისკო დასენი, ბექა
ოდიშარია.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები.
სხდომა
გახსნა
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველმა
მოადგილემ,
ირაკლი
მეზურნიშვილმა. დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო
დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით.
1. მოისმინეს: „საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროებების შესწავლის
მიზნით“ თემატური მოკვლევის დაწყების საკითხის განხილვა;“
მომხსენებელმა განმარტა, რომ მოკვლევის მიზანია დიასპორული ორგანიზაციებისა და
საკვირაო სკოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ასპექტების შესწავლა და მათი
საქმიანობის ხელშეწყობა. მისი თქმით, თემატური მოკვლევის მიზანია მოხდეს შესწავლა
რა საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე დგანან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული
საკვირაო სკოლები და ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები,
რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაძლიერებას.
სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები.
ირაკლი მეზურნიშვილის თქმით,
მოკვლევა მოიცავს სახელოვნებო განათლების
მიმართულებასაც, რომლის რეფორმაზეც კულტურის კომიტეტი აქტიურად მუშაობს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას
განმარტებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ახალგაზრდა თანამემამულეებში
ეროვნულ იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ
საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით.
სხდომის თავმჯდომარე - ირაკლი მეზურნიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მეყანწიშვილი