საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილი
ნომერი
#1-3574/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-25
ბიუროს ნომერი 336

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412404132324 25.03.2024 საქართველოს პარლამენტი პარლამენტის ბიუროს სათაური: საკანონმდებლო წინადადება ადამიანების ბულინგის წინააღმდეგ შინაარსი: ადამიანების ბულინგი გახდეს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ისევე როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია, რადგან ბულინგი არის ადამიანის ფსიქოლოგიური ტანჯვის საფუძველი და სისხლის სამართლის კოდექხის შესაბამისად ქმედება რომელიც იწვევს ფსიქოლოგიურ ტანჯვას არის დასჯადი. როდესაც მსგავს ქმედებაზე პოლიციას ან პროკურატურას მივმართავთ მოქალაქეები რჩება რეაგირების გარეშე რადგან ბულინგი არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტრაციული სამართლით დასჯად ქმედებას. ბულინგის შესახებ არაერთი განცხადება შედის პოლიციაში და მუდამ რეაგირების გარეშე რჩება შესაბამისად მიიღეთ ჩემი საკანონმდებლო წინადადება და ბულინგი გახდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. გთხოვთ მოწვეულ ვიქნე განხილვაზე მე და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ლაშა ჯანიბეგაშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: