აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2024
ავტორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#[4f64]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 101
შენიშვნა სხდომა დაიხურა

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 3/25/24, 10:11 AM განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა თარიღი 25 მარტი 2024 11:00 2024 წლის 25 მარტი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ნანა გაბელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. https://parliament.ge/print/announcement/2761?local=true 1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N101 2024 წელი, 25 მარტი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ბექა დავითულიანი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ კახაძე, გიორგი სოსიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნანა გაბელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი; რუსლან აბაშიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ჯემალ გამახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; ნანა კვარაცხელია - დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი; ლია გიგაური - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; ნოდარ პაპუკაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; დავით ლომინაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ნინო ლობჟანიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე; თეა გვარამაძე - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი; ეკატერინე ლეჟავა - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; დავით გიორგიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი; ოთარ ბეჟიტაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი. სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ნანა გაბელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას კომიტეტის სხდომაზე შესაძლებელია გაჟღერდეს სახელმწიფო ან/და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისად მან პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრაზე დააყენა სხდომის დახურვის საკითხი და განსაზღვრა დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრე. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სხდომის დახურვას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 10; წინააღმდეგი:0; თავი შეიკავა: 0. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე